ახალი ტიპის მკურნალობა

დაფსონი

აღრიცხულია დაფსონის სარგებელი პერსისტენტული ან განმეორებითი მულტიფორმული ერითემის შემთხვევებში.[47][48] ​ ერთ სისტემურ მიმოხილვაში მორეციდივე მულტიფორმული ერითემის დროს დაფსონით მკურნალობამ პაციენტთა 29%-ში (9/31) სრული რემისია გამოიწვია. ​​​[45]​ საჭიროა შემდგომი კვლევები.​

რიტუქსიმაბი

რიტუქსიმაბი გამოსცადეს 5 პაციენტში, რომელთაც რეფრაქტერული (9-20 წლიანი ანამნეზი) მულტიფორმული ერითემა ჰქონდათ.[49] 5 პაციენტიდან 4-ს აღენიშნებოდა ანტიდესმოპლაკინის ანტისხეულები. 5 პაციენტიან 4-ს აღენიშნა სრული ან ნახევრადსრული რემისია. ერთ პაციენტს ჰქონდა ნაწილობრივი რემისია 3-11 თვის განმავლობაში.

ადალიმუმაბი

ადალიმუმაბი ადამიანის რეკომბინანტული იმუნოგლობულინი G1-ის მონოკლონური ანტისხეულია, რომლის სამიზნესაც ადამიანის სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი წარმოადგენს. იგი წარმატებით გამოიყენება მორეციდივე მულტიფორმული ერითემის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია მარტივი ჰერპესვირუსით.[50] საჭიროა გამოვიყენოთ სიფრთხილე, ვინაიდან ადალიმუმაბი, რიგ შემთხვევებში, იწვევს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს, მათ შორის მულტიფორმულ ერითემას და სტივენს-ჯონსონის სინდრომს.

აპრემილასტი

აპრემილასტი ფოსფოდიესტერაზა-4-ის ინჰიბიტორია. ის წარმატებით გამოიყენეს პირის მიდამოს განმეორებითი მულტიფორმული ერითემის მკურნალობისთვის.[51]​ ერთ შემთხვევათა სერიაში პერორალური მულტიფორმული ერითემის მქონე სამ პაციენტს, რომლებიც რეფრაქტერულები იყვნენ კორტიკოსტეროიდებისა და ანტივირუსული თერაპიისადმი, აპრემილასტით მკურნალობიდან 6 თვემდე პერიოდში განუვითარდა სრული რემისია რეციდივების გარეშე.[51]

იმუნოსუპრესიული თერაპია და ფოტოთერაპია

რამდენიმე ცალკეული შემთხვევა აღრიცხავს და შემთხვევათა სერიაც აღწერს ფოტოთერაპიის გამოყენებას (პერორალური ფსორალენები პლუს ულტრაიისფერი A) ან იმუნოსუპრესიულ თერაპიას მიკოფენოლატით, აზათიოპრინით ან ციკლოსპორინით.[36][52]​​[53]​​ ერთ სისტემურ მიმოხილვაში პაციენტთა 80% (12/15) სრულად დაექვემდებარა აზათიოპრინით, ხოლო 37% (3/8) მიკოფენოლატით მკურნალობას, თუმცა შერჩეულ კვლევებში მაღალი იყო სისტემური ცდომილების რისკი.[45]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას