კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
მულტიფორმული ერითემის შემთხვევათა უმეტესობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ ანამნეზითა და გასინჯვით. საჭირო არ არის დამატებითი კვლევები.
შედეგი
დამახასიათებელი კლინიკური სურათი
გასათვალისწინებელი კვლევები
ბიოფსია ჰემატოქსილინითა და ეოზინით
ტესტი
კლინიკურად ტიპურ შემთხვევებში ბიოფსია აუცილებელი არ არის. თუ ეჭვია როუველის სინდრომზე (სისტემური წითელი მგლურა), ბიოფსია შეიძლება დაგვეხმაროს დიაგნოზის დადგენაში.[32]
შედეგი
სატელიტური უჯრედების ნეკროზი, ბაზალური მემბრანის ვაკუოლური დეგენერაცია, მძიმე პაპილარული ედემა; ლიმფოციტური ინფილტრაცია და არასპეციფიკური იმუნური დეპოზიტები
იმუნოფლუორესცენტული ბიოფსია
FBC
ტესტი
შეიძლება დაგვეხმაროს იმ შემთხვევებში, როცა ინფექცია აღწერილი არ არის, მაგრამ ვლინდება ცხელება ან ზედა რესპირატორული ტრაქტის სიმპტომები.
შედეგი
ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
სითხის არასაკმარისი მიღების შემთხვევაში შესაძლებელია შარდოვანას აზოტი/კრეატინინი მომატებული იყოს.
შედეგი
შეიძლება გამოავლინოს სითხის მოცულობის შემცირება
მარტივი ჰერპესის ვირუსის სეროლოგია
ტესტი
მარტივი ჰერპესის ვირუსის სეროლოგია შეიძლება გამოგვადგეს იმ შემთხვევაში, თუ მულტიფორმული ერითემა რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ სპეციფიკური ჰერპესული დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
თუ სეროლოგია უარყოფითია განმეორებითი დაავადების ფონზე, საჭიროა სხვა ინფექციების განხილვა.
შედეგი
ინფექციის შემთხვევაში დადებითია მარტივი ჰერპესვირუსი-1 ან 2-ის იმუნოგლობულინ M-ზე (IgM)
სწრაფი პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია
ტესტი
აფიქსირებს დნმ-ის არსებობას სითხეებსა და ქსოვილებში. დაზიანებებიდან ნიმუშების აღება საჭირო ხდება მარტივ ჰერპესთან დიფერენცირების დროს. ჰერპეს ზოსტერთან დაკავშირებული მულტიფორმული ერითემა შეგვიძლია განვასხვავოთ ჰერპესის ზოგადი გავრცელებისაგან სწრაფი PCR-ის მეშვეობით.[12]
შედეგი
დადებითია ვარიცელას დნმ-ზე
ცივი ჰემაგლუტინაციის სეროლოგია
ტესტი
შეგვიძლია გამოვიყენოთ მიკოპლაზმური პნევმონიის დიაგნოზის დასადასტურებლად.
შედეგი
დადებითია M pneumoniae-ს ინფექციის შემთხვევაში
M პნევმონიის ტიტრი
ტესტი
შეგვიძლია გამოვიყენოთ მიკოპლაზმური პნევმონიის დიაგნოზის დასადასტურებლად.
შედეგი
დადებითია M pneumoniae-ს ინფექციის შემთხვევაში
გულმკერდის რენტგენზე
ტესტი
მიკოპლაზმურმა პნევმონიამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა რადიოლოგიური ცვლილებები. ყველაზე ხშირია ბრონქების გასქელება, ინტერსტიციული ინფილტრაციის უბნები და სუბსეგმენტური ატელექტაზი ფილტვის ქვედა წილებში.
შედეგი
ვარიაბელურია
აუტოანტისხეულის ტიტრები
ტესტი
ქვემწვავე კანის ერითემატოზული მგლურა დაკავშირებულია აუტოანტისხეულების გამომუშავებასთან და ფოტომგრძნობელობასთან მზესთან ექსპოზირებულ ადგილებში. როუელის სინდრომი შეიძლება იყოს მორფოლოგიური ვარიანტი.[23]
შედეგი
anti-Ro (SSA), anti-La (SSB), ანტინუკლეური ანტისხეულების და რევმატოიდული ფაქტორის დონის მომატება
ახალი ტესტები
ანტი-დესმოპლაკინის ანტისხეულები
ტესტი
დაფიქსირებულია განმეორებითი მულტიფორმული ერითემის მქონე პაციენტებში.[36]
შედეგი
შესაძლოა აღინიშნებოდეს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას