ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

სკრინინგი

17 გამოკვლევის მონაცემებით, რომელშიც ჩართული იყო ძირითადად, ქრონიკული პერსისტენტული AF-ის მქონე 135,300 პაციენტი, დადგინდა, რომ ეკგ-ით სისტემატური სკრინინგით ვლინდება AF-ის უფრო მეტი ახალი შემთხვევა, ვიდრე სკრინინგის გარეშე, 12 თვის განმავლობაში აბსოლუტური მატებით 0.6%-დან 2.8%-მდე.[99] ამასთან, ერთმა სისტემურმა მიდგომამ, ელექტროკარდიოგრაფიის გამოყენებით, არ გამოავლინა უფრო მეტი შემთხვევა, ვიდრე პულსის პალპაციის გამოყენებამ.[99] კიდევ ერთი სისტემატური მიმოხილვით და მეტა-ანალიზით დადგინდა, რომ არტერიული წნევის მონიტორები და არა-12-განხრიანი ეკგ.ყველაზე ზუსტი იყო AF-ით გამოწვეული პულსის დარღვევების გამოვლენის მიზნით.[100] სხვა მიზეზის გამო ჰისპიტალიზებულ პაციენტებში ახალი AF-ის მონიტორინგისთვის რეკომენდებული საშუალებები მოიცავს ეპიზოდურ ეკგ-ს ან უწყვეტ ეკგ მონიტორინგს ტელემეტრიაზე; ტელემეტრია უფრო სარწმუნოაა, ვიდრე ეპიზოდური ეკგ ამ ვითარებაში.[48]

კვლევების შეფასების პროლონგირებული ეკგ მონიტორინგმა (30 დღიანი შემთხვევის ჩამწერი ან გულის მონიტორინგის ჩადგმადი მოწყობილობა) კრიპტოგენური ინსულტის მქონე პაციენტებში გამოავლინა რომ წინაგულების ფიბრილაცია გავრცელებულია ამ პაციენტებში.[15][16][17] ინსულტი შესაძლოა წინაგულების ციმციმის საწყისი გამოვლინება იყოს. სუბკლინიკური წინაგულების ციმციმიც კი, გამოვლენილი გულის იმპლანტირებადი ელექტრონული მოწყობილობების მქონე პაციენტებში, ასოცირებულია ინსულტის გაზრდილ რისკთან. ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში შესაძლოა განხილულ იქნას სტრატეგიებიწინაგულების ციმციმის პირველადი პრევემციული სკრინინგისთვის.[17][79][101]

არ არსებობს ექსპერტთა კონსენსუსი ან გაიდლაინების რეკომენდაცია უსიმპტომო პაციენტების სკრინინგისთვის აშშ-ში, რადგან ამჟამინდელი მტკიცებულება არაადექვატურია წინაგულების ციმციმის სკრინინგის უპირატესობებისა და ზიანის ბალანსის შეფასებისთვის.[102] ერთი სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი მხარს უჭერს გამოუვლენელი წინაგულების ციმციმის რუტინულ სკრინინგს 40 წლის ასაკიდან, მაგრამ ასეთი ხასიათის ფართომასშტაბიანი სკრინინგი რთული ლოჯისტიკური და ორგანიზაციული წამოწყებაა. წინაგულების ციმციმის სკრინინგი შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს უფრო მაღალი რისკის ჯგუფებში (მაგალითად, პაციენტებში იმლანტირებული პეისმეიკერით ან დეფიბრილატორით) და შეიძლება ჩატარდეს შედარებით მარტივად.[79][103] ობსერვაციულ კვლევაში, რომელშიც შედიოდნენ ისეთი პაციენტები, რომლებიც იღებდნენ იმპლანტირებად პეისმეიკერს, ახალგამოვლენილი წინაგულების ფიბრილაციისა და ხანდაზმული წინაგულების ფიბრილაციის სიმძიმე ხშირად ფიქსირდებოდა გულის ბლოკის ან სინუსური კვანძის დაავადების მქონე პაციენტებში, მაგრამ მნიშვნელოვნად უპირატესობდა სინუსური კვანძის დაავადებაში.[104]

ჯანმრთელობის მობილური ტექნოლოგიები, მათ შორის სმარტ მოწყობილობები, პოპულარულ კვლევის სფეროს წარმოადგენს წინაგულების ციმციმის გამოვლენისთვის.[80][81] ამჟამად ხელმისაწვდომია >100,000 ჯანმრთელობის მობილური აპლიკაცია და ≥400 სატარებელი აქტივობის მონიტორი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა წინაგულების ციმციმის გამოვლენისთვის (მათ შორის პაროქსიზმული წინაგულების ციმციმი, რომელიც ხანმოკლეა და შესაძლოა რთული იყოს დაფიქსირება 12-განხრიან ეკგზე), ბევრი მოწყობილკობა კლინიკურად სარწმუნო არ არის და რეკომენდებულია სიფრთხილე მათი კლინიკური გამოყენებისას.[2]​​[82][83][105] თუ წინაგულების ციმციმი გამოვლინდა მობილური ან სატარებელი მოწყობილობებით, დიაგნოზი ყოველთვის უნდა დადასტურდეს ერთგანხრიანი ან 12-განხრიანი ეკგ-ით, რომელიც გაანალიზებული იქნება ეკგ რითმის ინტერპრეტაციაში დახელოვნებული ექიმის მიერ.​[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას