ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

65 წლის კაცი, ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერლიპიდემიის ანამნეზით წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გულის სწრაფი ფრიალის, სუნთქვის უკმარისობისა და გულმკერდის არეში დისკომფორტის ეპიზოდით. ეს სიმპტომები მწვავედ დაიწყო და გრძედლდებოდა 4 საათის განმავლობაში. ფიზიკური გასინჯვა აჩვენებს არარეგულარულად არარეგულარულ პულსს სიხშირით 90-სა და 110-ს დარტყმას შორის წუთში, არტერიული წნევა 110/70 მმვწყსვ და სუნთქვის სიხშირე 20 სუნთქვა წუთში. გულის ტონები არარეგულარულია, მაგრამ არ ისმინება s3 ან s4 ჭენების რითმი ან შუილი. გასინჯვისას არ არის გამოხატული სხვა პათოლოგიები.

შემთხვევის ანამნეზი #2

56 წლის ქალი 6 კვირის განმავლობაში წონის კლებით, შფოთვით და უძილობით ანამნეზში წარმოდგენილია გულის ფრიალითა და დისპნოეთი. მისი პულსი არარეგულარულია 140-150 დარტყმა წუთში. არტერიული წნევაა 95/55 მმ.ვცხ.წყ.სვ. იგი გამხდარია, სუსტი, მშფოთვარე და ნერვიული. ხელისგულები ოფლიანია და აქვს სუსტი ტრემორი. აქვს პალპირებადი ჩიყვი. თვალების გასინჯვისას გამოხატულია ეგზოფტალმი ბილატერალურად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას