ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ ფაქტორებია ასაკის მატება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის სარქვლოვანი დაავადება, კორონარული არტერიების დაავადება, წინაგულოვანი სხვა არითმიები, გულის ან გულმკერდის ოპერაცია და ჰიპერთირეოზი.

არარეგულარული პულსი

მიუხედავად იმისა, რომ პულსის სიხშირის არარეგულარობა წინაგულების ციმციმის დამახასიათებელი ნიშანია, შესაძლოა ვერც აღვიქვათ , თუ სიხშირე ძალიან სწრაფია. პაციენტებში მაღალი ხარისხის გამტარებლობის ბლოკადით ან რეგულარული სიხშირის კომპლექსებით პაციენტებში, რომელტაც აქვთ გულის პეისმეიკერ მოწყობილობები, პულსის სიხშირე შეიძლება იყოს რეგულარული წინაგულების ციმციმის არსებობის შემთხვევაშიც კი.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გულის ფრიალი

გულის ფრიალი ხშირად აღწერილია როგორც თრთოლვა გულმკერდის არეში ან გულის "აჩქარების" ან "გალოპის" შეგრძნება.

ჰიპოტენზია

წინაგულების ფიბრილაციამ სწრაფი პარკუჭოვანი სიხშირით შესაძლებელია გამოიწვიოს ჰემოდინამიკური არასტაბილურობა.

საუღლე ვენის წნევის მომატება

ახალგამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის უკმარისობასთან.

გულის დამატებითი ხმიანობა

ფონური სარქვლოვანი დაავადება, როგორიცაა მიტრალური სტენოზი განპირობებული გულის რევმატული დაავადებით შესაძლოა მოსმენადი იყოს.

ჭენების რითმი შესაძლოა ისმინებოდეს გულის უკმარისობისას. S4 ძირითადად არ ისმინება წინაგულების დარტყმის არარსებობის გამო.

პერიკარდიული ხახუნის ხმიანობა შესაძლებელია მოსმენადი იყოს პერიკარდიტის შემთხვევაში.

იშვიათი

თავბრუსხვევა

ხდება სწრაფი გულისცემის სიხშირისა და ჰიპოტენზიის შედეგად.

ქოშინი

ანამნეზში ქოშინი და ორთოპნოე მიუთითებს გულის უკმარისობის არსებობაზე, ხოლო ახლად-გამოვლენილი წინაგულების ციმციმი სწრაფი პარკუჭოვანი რითმით შესაძლოა გამოვლინდეს ქოშინით.

ხიხინი

შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს გულის უკმარისობის მქონე პაციენტში.

ინსულტის მტკიცებულება

მწვავე ინსულტის ნიშნები, როგორიცაა ჰემიპლეგია ან დისფაზია,შესაძლებელია იყოს წინაგულების ფიბრილაციის პირველი გამოვლინება.

ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარე კვლევაში იშემიური ინსულტი დაკავშირებული იყო წინაგულების ციმციმის ინციდენტობის გაზრდილ რისკთან , განსაკუთრებით მაღალი CHADs2 ან CHA2Ds2-VAsc ქულის მქონე ადამიანებში.[91]

რისკფაქტორები

ძლიერი

ხანდაზმული ასაკი

ასაკი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული წინაგულების ციმციმის რისკთან ორივე სქესისთვის (შანსების თანაფარდობა 2.1 კაცებისთვის და 2.2 ქალებისთვის ყოველი ათწლეულით ასაკის მატებისას).[24][25] წინაგულების ციმციმის პრევალენსი 0.5% -ია 50-59 წლის ასაკის ადამიანებში, და 8.8% 80-89წლის ადამიანებში.[25]

ჰიპერტენზია

ჰიპერტენზია არის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი, რომელიც ყველაზე ძლიერ ასოცირდება გლობალურად წინაგულების ციმციმთან სქესის მიუხედავად. ჰიპერტენზია მნიშვნელობნადაა დაკავშირებული ორივე სქესის პაციენტებში წინაგულების ციმციმის რისკთან (შანსების თანაფარდობა1.5 მამაკაცებისთვის და 1.4 ქალებისათვის).[25][26]

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია

ორთოსტატული ჰიპოტენზია ხშირია ხანდაზმულ ასაკში და ასოცირდება ახალდაწყებული AF განვითარების მაღალ რისკთან (შანსების კოეფიციენტი 1,5-მდე).[38] ეს კავშირი არ არის დამოკიდებული ჰიპერტენზიის და სხვა კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორების არსებობაზე.[38]

შაქრიანი დიაბეტი

ორთავე პრე-დიაბეტი და დადგენილი შაქრიანი დიაბეტი ასოცირდება წინაგულების ციმციმის მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკთან (20% და 28% შესაბამისად), თუნდაც გლიკემიის ადექვატური კონტროლით.[25][39][40]

გულის უკმარისობა

მნიშნველოვნადაა დაკავშირებული წინაგულების ფიბრილაციის რისკთან ორივე სქესში (შანსების თანაფარდობა 4.5 კაცებისთვის და 5.9 ქალებისთვის).[25] წინაგულების ციმციმი გვხვდება პაციენტების დაახლოებით 35%-ში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მწვავე უკმარისობა; პაციენტები გულის უკმარისობით და წინაგულების ციმციმით არიან ყველა მიზეზით სიკვდილიანობის უფრო დიდი რისკის ქვეშ.[21] ახლადგამოვლენილი წინაგულების ციმციმი გულის უკმარისობის დროს, ან პირიქით, ასოცირებულია მნიშვნელოვნად უარეს პროგნოზთან, ვიდრე ქრონიკული თანმხლები წინაგულების ციმციმი და გულის უკმარისობა.[21][41]​​წინაგულების ციმციმი ასოცირდება ყველა სტადიისა და ტიპის გულის უკმარისობასთან მათ შორის შენარჩუნებული განდევნის ფრაქციის გულის უკმარიობასთან (HFpEF) . პაციენტებში აუხსნელი ქოშინით და ნორმალური განდევნის ფრაქციით, ძირითადი HFpEF-ის ალბათობა შეიძლება შეფასდეს H2FPEF ქულის სისტემით (მძიმე 2, ჰიპერტენზია 1, AF 3, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია 1, უფროსი 1 და ავსების წნევა 1), რომელიც იძლევა მაქსიმალურ ქულას 3 -ს წინაგულების ციმციმის არსებობისა და ანამნეზისთვის.[42]​წინაგულების ციმციმი ძალზე გავრცელებულია HFpEF-ში და ასოცირდება დაავადების პროგრესირებასთან, ვარჯიშის გაუარესებულ შესაძლებლობასა და გაზრდილ სიკვდილობასთან.[43]

გულის სარქვლოვანი და სტრუქტურული დაავადება

მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული წინაგულების ფიბრილაციის რისკთან ორივე სქესში (შანსების თანაფარდობა 1.8 კაცებისთვის და 3.4 ქალებისთვის). კერძოდ, მიტრალური სარქვლის დაავადება და გულის რევმატული დაავადება განვითარებად ქვეყნებში.[25][26] კარდიომიოპათია ასევე მნიშვნელოვნად ასოცირდება წინაგულების ციმციმთან; ნებისმიერი წარმოშობის კარდიომიოპათიის მქონე პაციენტების 20% (გარდა მშობიარობის შემდგომი კარდიომიოპათიისა) აქვთ წინაგულების ციმციმი.[26][44]

კორონარული არტერიების დაავადება და მწვავე კორონარული სინდრომი

კორონარული არტერიების დაავადება (CAD) და მწვავე კორონარული სინდრომი (ACS) მნიშვნელოვანდ ასოცირდება წინაგულების ციმციმის რისკთან (შანსების თანაფარდობა 1.4 კაცებისათვის და 1.2 ქალებისათვის ).[25] წინაგულების ციმციმის განვითარებასთან ასოცირებული რისკ-ფაქტორები პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ACS, მოიცავს ხანდაზმულ ასაკს და უფრო მაღალ გულისცემის სიხშირეს დემონსტრირებისას.[22] ახლადგამოვლენილი წინაგულების ციმციმი მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად ასოცირდება იშემიურ ინსულტთან.[45]

წინაგულოვანი სხვა არითმიები

შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წინაგულების თრთოლვასთან, ვოლფ-პარინსონ-უაიტის სინდრომთან ან ატრიოვენტრიკულურ კვანძოვან უკუქცევით ტაქიკარდიასთან.[2] ნაადრევი წინაგულეოვანი კომპლექსები (PACs) ასოცირებულია წინაგულების ციმციმის სამჯერ გაზრდილ რისკთან.[46]

სეფსისი და კრიტიკული ავადმყოფობა

წინაგულების ციმციმი არის გავრცელებული აღმოჩენა სეფსისის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ინტენსიურ განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, ინსიდენსი 46%-მდესეპტიური შოკის მქონე პაციენტებში.[47][48]​​პაციენტთა ამ ჯგუფში წინაგულების ციმციმი ასოცირდება ინტენსიური თერაპიის ხანგრძლივობის გაზრდასტან, იშემიური ინსულტის ჰოსპიტალიზაციის >2-ჯერ გაზრდილ რისკთან და ასევე გაზრილ სიკვდილობასთან.[24][47][48]​​[49][50]​​​​ახლადაღმოცენებული წინაგულების ციმციმის გაზრდილი რისკი აღინიშნება სეფსისის მქონე პაციენტებში,რომლებიც საჭიროებენ ვაზოპრესორით მკურნალობას, ასევე სოკოვანი ინფექციით პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მარჯვენა გულის კათეტერიზაციას და ასევე, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით.[50] ანთებითი პროცესები არის მრავალი მდგომარეობისა და თანმხლები დაავადების საერთო მნიშვნელი, რომლებიც დაკავშირებულია წინაგულების ციმციმთან, მაგრამ შეიძლება ასევე შეასრულოს პირდაპირი როლი წინაგულების ციმციმის წარმოქმნაში, როგორც ამას გვიჩვენებს C-რეაქტიული ცილის გაზრდილი დონე წინაგულების ციმციმის დაწყებამდე.[3][24]

გულის ან გულმკერდის ოპერაცია

წინაგულების ციმციმი არის მთავარი პოსტოპერაციული გართულება.[2][48]​​[51]​​​ თანმხლებმა რისკ-ფაქტორებმა, როგორიცაა სიმსუქნე და D ვიტამინის დეფიციტი, შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს წინაგულების ციმციმის რისკი გულის ოპერაციის შემდეგ.[52][53]

სიმსუქნე

სიმსუქნე მტკიცედ არის დაკავშირებული წინაგულების ციმციმის განვითარებასთან და რეციდივთან; წონის მომატება არის წინაგულების ციმციმის რისკის ფაქტორი, შეფასებით, რომ სხეულის მასის ინდექსის ყოველი 5 ერთეული გაზრდით, წინაგულების ციმციმის რისკი იზრდება დაახლოებით 29%-ით.[52][54][55][56] სიმსუქნის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მარცხენა პარკუჭის გაზრდილი დიასტოლური დისფუნქცია, სიმპათიკური აქტივობა და ანთება და წინაგულების ცხიმოვანი ინფილტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძაბვის დარღვევები და გამტარობის ბლოკადა და ასევე წინაგულების ციმციმიის გაზრდილი რისკი.[2][52] არსებობს ჰიპოთეზა, რომ ეპიკარდიული ცხიმოვანი ინფილტრაცია არის პრო-არითმიული სუბსტრატი; ეს შეიძლება იყოს წინაგულების ციმციმის მნიშვნელოვანი რისკი სიმსუქნის დროს.[52]

ჰიპერთირეოზი

უმკურნალო თიროტოქსიკოზისი მქონე პაციენტების დაახლოებით 10დან -15% მდე უვითარდებათ წინაგულების ფიბრილაცია.[57]

სუსტი

ჰიპოქსიური პულმონური მდგომარეობები

მათ შორის ფქოდ და ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი.[2][27] წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტების 13%-ს აღენიშნება ფქოდი; შედეგები ხშირად უარესია ამ პაციენტებში, ორჯერ მეტია სიკვდილის რისკი ყველა მიზეზით, და გაზრდილია გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის და სისხლდენის რისკი, ვიდრე პაციენტებში რესპირატორული დაავადების გარეშე..[58] ახლადაღმოცენებული წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტების შესახებ, რომლებიც მკურნალობდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ერთი სისტემური მიმოხილვა აღიარებს, რომ მწვავე სუნთქვის უკმარისობა არის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორი წინაგულების ციმციმისათვის.[24]

ალკოჰოლის მოხმარება

წინაგულების ციმციმი არის ზოგადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორი, მაგრამ ალკოჰოლის მოკრძალებული მიღებაც კი, 1-2 ერთეული დღეში, ძლიერ ასოცირდება წინაგულების ციმციმის გაზრდილ რისკთან სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან შედარებით.[29][30] ალკოჰოლის მოხმარება ასოცირებულია იშემიური ინსულტის გაზრდილ რისკთან ახლადდიაგნოსტირებული წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტებში.[59] ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის წინაგულების ციმციმის რისკს მომავალში, საფრთხის კოეფიციენტი 1.45 კაცებში, რომლებიც მოიხმარენ ≥35 ერთეულს კვირაში.[28]

მოწევა

შეიძლება დაკავშრებული იყოს AF- სთან. კოჰორტული პროსპექტურლი კვლევის ერთ-ერთმა ანალიზმა აჩვენა, რომ რისკი უფრო მაღალი იყო მამაკაც მწეველებში, მწეველ ქალებთან შედარებით.[60] რისკი ყველაზე მაღალია მიმდინარე მწეველებში, რომელთაც აღენიშნებათ წინაგულების ციმციმის რისკის გაზრდა 32%-ით მთელი ცხოვრების განმავლობაში არამწეველებთან შედარებით.[61]

ანთებითი დაავადებები

ისეთი ანთებითი დარღვევები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზი, ასოცირდება AF-ის გაზრდილ რისკთან.[62][63]

გადაჭარბებული ვარჯიში

ვარჯიშის ექსტრემალური დონეები შესაძლოა დაკავშირებული იყოს წინაგულების ციმციმის მომატებულ რისკთან,ან უბრალოდ არ იყოს დამატებითი სარგებელი.[64][65][66]

ზომიერი ვარჯიში, 5-20 მეტაბოლური ეკვივალენტის მოცულობით (METs) კვირაში, და კარდიორესპირატორული ფიტნესის მაღალი დონე, როგორც ჩანს, სასარგებლოა და ასოცირდება წინაგულების ციმციმის დაქვეითებულ რისკთან.[64][66][67][68]

სიმაღლე

უფრო მაღალი პირები, სავარაუდოდ, იმყოფებიან წინაგულების ციმციმის გაზრდილი რისკის ქვეშ. სავარაუდო მექანიზმები დაკავშირებულია მარცხენა წინაგულის მომატებულ ზომასთან, რომელიც ასოცირდება სხეულის მაღალ აგებულებასთან.[69] კოპენჰაგენის ქალაქის გულის კვლევაში დადგინდა,რომ წინაგულების ციმციმის რისკფაქტორი, 10 სმ სხვაობა სიმაღლეში, 35%-დან 65%-მდე ზრდის წინაგულების ციმციმის რისკს.[70]

კიბო და ქიმიოთერაპია

დადასტურებულია, რომ წინაგულების ციმციმი დაკავშირებულია კიბოს სხვადასხვა ფორმებთან, მათ შორის სარძევე ჯირკვლის, კოლორექტალური, ფილტვის, თირკმელების და საკვერცხეების ჩათვლით და შეიძლება წინ უსწრებდეს კიბოს დიაგნოზს.[71] ერთი პოპულაციაზე დაფუძნებული შემთხვევა-კონტროლის კვლევა დანიიდან, რომელიც ტარდებოდა წინაგულების ციმციმის მქონე 28,833 პაციენტზე და 283,260 სქესის, ასაკისა და ქვეყნის შესაბამისი მოსახლეობის საკონტროლო ჯგუფზე, აჩვენა, რომ AF მქონე პაციენტებს უფრო მეტად ჰქონდათ დიაგნოზირებული კოლორექტალური კიბო AF-მდე 90 დღის განმავლობაში. დიაგნოზი (OR 11.8, 95% CI 9.3-დან 14.9-მდე).[72]

კიბოს თერაპიის სხვადასხვა ფორმებით გამოწვეული სხვადასხვა არითმიებიდან, AF არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, რომელიც გვხვდება, განსაკუთრებით თიროზინკინაზას ინჰიბიტორებთან.[73][74]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას