ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ელექტროკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა იყოს პირველი შეკვეთილი ტესტი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მოციმციმე არითმიაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@25bf3063

ეკგ-მ შესაძლებელია აჩვენოს შესაძლო ფონური მიზეზის მტკიცებულება, როგორიცაა მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია ან მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი.

ამის საპირისპიროდ, P კბილები,რომლებიც ჩანაცვლებულია ხერხისებრი კბილებით ქვედა კიდურების განხრებში, და QRS კომპლექსები, რომლებიც რეგულარულად (ძირითადად 2:1, 3:1, 4:1 QRS-ის სიხშირის მიმართ ) არის დარღვეული, დამახასიათებელია წინაგულთა თრთოლვისთვის. პათოლოგიური და ცვალებადი მორფოლოგიის მქონე P კბილები შეიძლება გამოვლინდეს წინაგულოვანი ტაქიკარდიის დროს.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: წინაგულოვანი თრთოლვაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1b68c0a4[Figure caption and citation for the preceding image starts]: მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდიაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7920312cპაციენტებს თანმხლები მძიმე ატრიოვენტრიკულური ბლოკადით (თანდაყოლილი ან მედიკამენტით გამოწვეული [მაგ,დიგოქსინით ინტოქსიკაცია]) შესაძლოა ჰქონდეთ ბრადიკარდია და რეგულარული პარკუჭოვანი რითმი, რაც ეკგ-ზე გამოვლინდება რეგულარული QRS კომპლექსებით. პეისმეიკერის მქონე პაციენტებში ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს რეგულარული პარკუჭოვანი კომპლექსები. აღნიშნულ პაციენტებში წინაგულოვანი რიტმი კვლავ აჩვენებს არარეგულარული ფიბრილატორულ ტალღებს წინაგულების ციმციმიდან.

შედეგი

P კბილების არარსებობა; ფიბრილაციური ტალღების არსებობა, რომლებიც განსხვავდება ზომის, ფორმის და დროის მიხედვით; არარეგულარულად არარეგულარული QRS კომპლექსები ადასტურებს წინაგულების ციმციმის დიაგნოზს

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული ბიოქიმია უნდა გაკეთდეს სხვა თანმხლები მდგომარეობების არსებობისა და ელექტროლიტური და მეტაბოლური სტატუსის შესაფასებლად.

აგრეთვე დამხმარეა ანტი არითმიული აგენტებისა და მათი დოზირების შერჩევისას.

შედეგი

შეიძლება აჩვენოს მაღალი ან დაბალი კალიუმი, ან დაბალი მაგნიუმი

გულის ბიომარკერები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიოკარდიული იშემია შეიძლება იყოს წინაგულების ფიბრილაციის გამომწვევი მიზეზი ან შედეგი.

ტროპონინის დონე შესაძლებელია მომატებული იყოს წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტებში. მაღალი-მგრძნობელობის (hs) ტროპონინის დონე დამოუკიდებლადაა დაკავშირებული ინსულტის, გულის სიკვდილის და ძირითადი სისხლდენების გაზრდილ რისკთან და აუმჯობესებს რისკის სტრატიფიკაციას CHA2DS2-VASc ქულის მიხედვით.[87][88]

შედეგი

მომატებული ტორპონინები და კრეატინ კინაზა-MB მიოკარდიუმის იშემიასთან ერთად

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

თირეოტოქსიკოზი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს წინაგულების ფიბრილაციით: დაქვეითებული TSH მომატებული თავისუფალი T4 და/ან T3-ით.[86]

შედეგი

დაქვეითებული TsH თიროტოქსიკოზისას.

გულმკერდის რენტგენზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

გულმკერდის რენტგენი სხვა მხრივ ჯანმრთელ პაციენტებში რომლებიც წარმოდგენილია წინაგულების ახალგამოვლენილი ფიბრილაციით (მაგ ალკოჰოლის მიღების მეორეულად განვითარებული) შესაძლებელია ნორმალური იყოს.

პნევმონიამ, პერიკარდიტმა ან გულის უკმარისობამ შესაძლებელია დააჩქაროს წინაგულების ახალგამოვლენილი ფიბრილაცია.

შედეგი

შეიძლება აჩვენოს კარდიომეგალია, განსაკუთრებით მარცხენა წინაგულის გადიდება, გულის უკმარისობის ნიშნები; სხვა პრეციპიტირებადი პათოლოგია, როგორიცაა პნევმონია

ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლებელია აჩვენოს პათოლოგიები, როგორიცაა მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, მარცხენა წინაგულის გადიდება, კედლის სეგმენტური ან გლობალური მოძრაობის პათოლოგიები, სარქვლოვანო სტენოზური ან რეგურგიტაციული პათოლოგიები, კარდიომიოპათიები მარცხენა პარკუჭოვანი განდევნის დაბალი ფრაქციით ან პერიკარდული დაავადება.[89]

ექოკარდიოგრამა სხვა მხრივ ჯანმრთელ პაციენტებში, რომლებიც წარმოდგენილია წინაგულების ახალგამოვლენილი ფიბრილაციით(მაგ ალკოჰოლის მიღების მეორეულად განვითარებული) შესაძლებელია იყოს ნორმალური.

შედეგი

შესაძლებელია აჩვენოს გაფართოებული მარცხენა წინაგული; სარქვლოვანი დაავადება; მარცხენა პარკუჭოვანი განდევნის დაბალი ფრაქცია; დიასტოლური დისფუნქცია

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრამა საჭიროა წინაგულების ახალგამოვლენილი ფიბრილაციით წარმოდგენილ პაციენტებში, სადაც წინაგულების ფიბრილაციის ზუსტი დაწყება გაურკვეველია და კარდიოვერსია საჭიროა სინუსური რითმის აღსადგენად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრამა აჩვენებს მარცხენა წინაგულის ყურის კოლტს. LA, მარცხენა წინაგული; LAA, მარცხენა წინაგულის დანამატი; LV,მარცხენა პარკუჭიDr Bharat Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@ccecc2b

წინაგულის თრომბის არსებობა ზრდის ემბოლიური ინსულტის რისკს.

შედეგი

შესაძლებელია აჩვენოს წინაგულის თრომბის არსებობა

გასათვალისწინებელი კვლევები

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლებელია აჩვენოს დამატებითი გვერდითი ტრაქტი, რომელიც იწვევს არითმიებს, როგორიცაა ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი ან სხვა არითმიები, როგორიცაა ატრიოვენტრიკულური კვანძოვანი უკუქცევითი ტაქიკარდია და წინაგულოვანი ტაქიკარდია.

შედეგი

შესაძლებელია აჩვენოს დამატებითი აბერანტული გზები ან სხვა არითმიები.

ფიზიკური დატვირთვის ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

დატვირთვის ექოკარდიოგრაფია და დატვირთვის ბირთვული გამოსახვის სტრეს ტესტი ორთავე გამოსადეგია გულის სტრუქტურული პათოლოგიების დასადგენად და კორონარული არტერიების დაავადების (CAD) შესაფასებლად, ასევე ადექვატური სიხშირის კონტროლის შესაფასებლად, და იმის დასადგენად, არის თუ არა Ic კლასის ანტიარითმიული საშუალებების ,,გამოყენებაზე დამოკიდებული" პრო-არითმული ეფექტი (ანუ როდესაც არხის მაბლოკირებელ აგენტებს უფრო ძლიერი ეფექტი აქვთ გულისცემის მეტად სწრაფ სიხშირეზე, და შესაბამისად შესაძლოა იყოს პრო-არიმული უფრო სწრაფი სიხშირისას).[90]

სარბენ ბილიკზე ფიზიკური დატვირთვის ტესტი შესაძლებელია გამოსადეგი იყოს უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის გამოსავლენად ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის მქონე პაციენტებში. ფიზიკური დატვირთვის ტესტის დროს პრე-ეგზიტაციური დელტა კბილების უეცარი კარგვა გულისცემის სწრაფი სიხშირისას მიუთითებს რომ დამატებითი შემოვლითი ტრაქტის გამტარიანობის თვისება სუსტია და შესაბამისად წინაგულების ფიბრილაციის გამო უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი დაბალია.

შედეგი

სტრუქტურული პათოლოგიების დადგენა ან კორონარული არტერიის დაავადება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას