ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

ეტიოლოგია

კორონარული არტერიების დააავადება, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, სარქვლოვანი დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სეფსისი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, გულის ქირურგია, ფქოდი, ძილის ობსტრუქციული აპნოე, ცხოვრების მჯდომარე წესი და ხანდაზმული ასაკი წარმოადგენს დადგენილ რისკფაქტორებს ახლადგამოვლენილი წინაგულების ციმციმის განვითარებისათვის.[1][11][17][23][24][25][26][27]​თუმცა წინაგულების ფიბრილაცია შესაძლოა მოხდეს ნებისმიერი ფონური კარდიული ან არა კარდიული დაავადების არარსებობისას, მაგალითად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შედეგად.[23][28][29][30]

პათოფიზიოლოგია

წინაგულების ფიბრილაციის პათოფიზიოლოგია გულისხმობს რამდენიმე ეტიოლოგიას და კომპლექსურ ელექტროფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომლისთვისაც წინაგულების ფიბრილაცია საბოლოო გავრცელებული გზაა.[1][23][31][32][33]​როგორც წესი, ფილტვის ვენებში.არსებული კერები შესაძლოა გახდეს წინაგულების ციმციმის მიზეზი, რომელიც შემდეგ შენარჩუნებულია ფიბროზული და ხშირად დილატირებული წინაგულების დარღვეული ელექტროფიზიოლოგიის მეშვეობით. წინაგულების ფიბროზი და ანთება იწვევს განსხვავებას წინაგულების ქსოვილში გამტარობის თვისებებსა და რეფრაქტერულ პერიოდებში და ხელს უწყობს ელექტრულ შემოვლით გზას, რაც იწვევს წინაგულების ფიბრილაციას. მთავარი ტალღის დანაწილება მრავლობით პატარა ტალღებად გადიდებული წინაგულის არსებობისას წინაგულების ხანმოკლე რეფრაქციული პერიოდითა და ნელი გამტარიანობის თვისებით განაპირობებს წინაგულების ფიბრილაციის შენარჩუნებას.[32][34][35]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: წინაგულების ფიბრილაციის რამდენიმე პატარა ტალღა ერთმანეთს ეჯიბრება წინაგულში და ტვირთავს ატრიოვენტრიკულურ კვანძს ბევრი სიგნალით.Cox D, Dougall H. Student BMJ. 2001;09:399-442 2001; 09: 399-442 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@153c2155

წინაგულების ფიბრილაციამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სხვა სწრაფი არითმიები, როგორიცაა წინაგულოვანი ტაქიკარდია, წინაგულთა თრთოლვა, ან ატრიოვენტრიკულური კვანძოვანი უკუქცევითი ტაქიკარდია და ატრიოვენტრიკულური უკუქცევითი ტაქიკარდია. ეს უკანასკნელი ვლინდება თანდაყოლილი დამხმარე ფარული ან აშკარა შემოვლითი შუნტის არსებობისას (ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი).[23][31][33]

მიუხედავად იმისა, რომ წინაგულების ციმციმიდან მაღალმა პარკუჭოვანმა სიხშირემ შეიძლება გამოიწვიოს კორონარული ნაკადის ზრდა, ეს შესაძლოა არ იყოს ადექვატური მიოკარდიუმის მიერ ჟანმგბადის გაზრდილი მოთხოვნილების კომპენსაციისთვის, რაც ვლინდება არარეგულარული პარკუჭოვანი რითმის შედეგად.[36] გულის იშემია შესაძლოა განვითარდეს პაციენტში კორონარული არტერიების დაავადების გარეშეც კი და ეს ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის დისფუნქციასა და შემდგომ გულმკერდის არეში დისკომფორტის, თავბრუსხვევისა და სუნთქვის უკმარისობის სიმპტომებს.[36]

წინაგულების ციმციმი ასოცირებულია თრომბოემბოლიზმის გაზრდილ რისკთან.[34] წინაგულების ციმციმი იწვევს კოაგულაციური კასკადის გააქტიურებას, სტრუქტურული ცვლილებები (ორივე როგორც წინაგულების ციმციმის მიზეზი და შედეგი) ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას, ხოლო წინაგულების სისტოლის შეჩერება იწვევს სისხლის შედარებით შეგუბებას.[37]

კლასიფიკაცია

წინაგულების ფიბრილაციის ქვეტიპების კლასიფიკაცია და დეფინიცია

წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტების მართვის პრაქტიკული გაიდლაინი, რომელიც შემუშავდა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის, ამერიკის გულის ასოციაციის, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებისა და გულის რითმის საზოგადოების მიერ წინაგულების ფიბრილაციას ყოფს რამდენიმე ტიპად:[1][2][3]

  • პაროქსიზმული წინაგულების ციმციმი: წინაგულების ციმციმი, რომელიც განმეორებითია (>1 ეპიზოდზე ≥30 წამის ხანგრძლივობით) და რომელიც მთავრდება სპონტანურად ან ინტერვენციით 7 დღის მანძილზე.

  • პერსისტული წინაგულების ციმციმი: წინაგულების ციმციმი, რომელიც მუდმივად გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მათ შორის ეპიზოდები, რომლებიც სრულდება კარდიოვერსიით 7 დღის ან მეტი ხნის შემდეგ.

  • ხანგრძლივი პერსისტული წინაგულების ციმციმი: პერსისტული წინაგულების ციმციმის ქვეჯგუფი, რომელიც გრძელდება >1 წელზე.

  • წინაგულების პერმანენტული ფიბრილაცია: რეზისტენტული კარდიოვერსიის მიმართ და სინუსური რითმის აღდგენა ან შენარჩუნება შეუძლებელია, წინაგულების ფიბრილაცია მიღებულია საბოლოო რითმად. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პაციენტმა და ექიმმა რომ არ მიმართონ სინუსური რითმის აღდგენას ნებისმიერი გზით, მათ შორის კათეტერით ან ქირურგიული აბლაციით.

  • სუბკლინიკური წინაგულების ციმციმი:ტერმინი სუბკლინიკური წინაგულების ციმციმი ჩვეულებრივ წარმოადგენს წინაგულების ციმციმის ასიმპტომურ ეპიზოდებს, რომლებიც გამოვლინდება ან გულის იმპლანტირებული ელექტრონული მოწყობილობით გულის მონიტორირებით.

შემდეგი ტერმინები უკვე აღარ არის რეკომენდებული:[1]

  • არა- სარქვლოვანი წინაგულების ციმციმი: წინაგულების ციმციმი რევმატული მიტრალური სტენოზის, გულის მექანიკური ან ბიოხელოვნური სარქველის ან აღდგენილი მიტრალური სარქვლის არარსებობისას. ტერმინები სარქვლოვანი/არა-სარქვლოვანი განასხვავებს წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ/ან არ აქვთ ზომიერი ან მძიმე მიტრალური სტენოზი ან გულის ხელოვნური სარქველი. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება გვაფრთხილებს, რომ ეს ტერმინოლოგია შესაძლოა დამაბნეველი იყოს და ამიტომ არ არის სასურველი მისი გამოყენება.[2]

  • ,,მარტოხელა" წინაგულების ციმციმი:ეს ტერმინი ეხება <60 წელზე პაციენტებს, რომლებსაც არფა აქვთ გულის, ფილტვის ან სისხლის მიმოქცევის დაავადების ექოკარდიოგრაფიული ან კლინიკური მტკიცებულება. თუმცა, იმის გამო, რომ განმარტებები ცვალებადია, და წინაგულების ციმციმის მქონე ყველა პაციენტს აქვს ფათოფიზიოლოგიური საფუძველი, ტერმინი ,,მარტოხელა წინაგულების ციმციმი" პოტენციურად დამაბნეველია და არ უნდა იქნას გამოყენებული.

  • ქრონიკული წინაგულების ციმციმი: აქვს ცვლადი განმარტებები. ქრონიკული წინაგულების ციმციმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დადგენილი წინაგულების ფიბრილაცია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას