ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

ეპიდემიოლოგია

წინაგულების ციმციმი ყველაზე გავრცელებული მდგრადი გულის არითმიაა მსოფლიოში.[1] 2017 წლის დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევამ აჩვენა, რომ AF-ის პრევალენსი იყო 481.5 100,000 /წელიწადში, აქედან 19.8 მილიონი მამაკაცი და 17.8 მილიონი ქალი მსოფლიოში.[4] 2020 წელს სავარაუდო გლობალური გავრცელება იყო 50 მილიონი.[1] თუმცა ნამდვილი პრევალენტობა რთული დასადგენია. ინსიდენსისა და პრევალენსის მაჩვენებლები უფრო მაღალია ხანდაზმულ პირებში, და განვითარებულ ქვეყნებში, ყველაზე მაღალი გავრცელებით მაღალშემოსავლიან ჩრდილოეთ ამერიკაში.[4][5]

მაშინ როცა წინაგულების ფიბრილაციის ასაკობრივად-მორგებული ინციდენტობა და პრევალენტობა უფრო მეტად დაბალია ქალებში, ვიდრე კაცებში, წინაგულების ფიბრილაციით განპირობებული სიკვდილობის რისკი მსგავსია ან მაღალია ქალებში მამაკაცებთან შედარებით.[2] წინაგულების ფიბრილაციის მქონე ქალები შესაძლებელია მეტად სიმპტომურები, ხანდაზმულები იყვნენ და/ან ჰქონდეთ მეტი თანმხლები მდგომარეობები კაცებთან შედარებით.[5] დიდ ბრიტანეთში წინაგულების ციმციმის პრევალენსი დაახლოებით 2.5%-დან 5.0%-მდეა, და მწვავე გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა 3%დან 6%-მდე პაციენტებს აღენიშნებათ წინაგულების ციმციმი.[6][7][8][9][10][11]

ეპიდემიოლოგიური მონაცემები წინაგულების ახლად გამოვლენილ ან მწვავე ფიბრილაციის შესახებ შეზღუდულია. ფრემინგემის კვლევის ექსტრაპოლაცია მიუთითებს, რომ წინაგულების ახალგამოვლენილი ან მწვავე ფიბრილაცია შუახნის (55წლის) ქალებსა და კაცებში არის 0.2% და 0.3 %, შესაბამისად.[12] პაციენტებში პირველი იშემიური ინსულტისას, არსებობს წინაგულების ფიბრილაციის მაღალი პრევალენტობა (15%დან-25%მდე) და წინაგულების ინციდენტობა არის დაახლოებით 5%.[13][14] კვლევების შეფასების პროლონგირებული ეკგ მონიტორინგმა (30 დღიანი შემთხვევის ჩამწერი ან გულის მონიტორინგის ჩადგმადი მოწყობილობა) კრიპტოგენური ინსულტის მქონე პაციენტებში გამოავლინა რომ წინაგულების ფიბრილაცია გავრცელებულია ამ პაციენტებში.[15][16][17] ახლადაღმოცენებული წინაგულების ციმციმი ვლინდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტთა დაახლოებით 10%-ში და გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა 20%-ში, და აღნიშნული პირობების მქონე პაციენტებში მოკლე და გრძელვადიანი გაუარესებული პროგნოზის დამოუკიდებელ პრედიქტორს წარმოადგენს.[18][19][20][21][22]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას