პროგნოზი

პროგნოზი შესანიშნავია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მწერმა უკბინა და მხოლოდ ადგილობრივი ეფექტები აქვთ (ტკივილი , ქავილი). ხშირად, პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რაც შეუძლიათ სახლში გააკეთონ ექსპოზიციის შემდეგ, თავიდან გვარიდებს სამკურნალოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ან ექიმის ოფისში არასაჭირო ვიზიტებს.

მძიმე ფორმის რეაქციებს, როგორიცაა ანაფილაქსია, კარგი პროგნოზი აქვს, თუ ამოცნობა და მკურნალობა სწრაფად მოხდება. სასუნთქი გზებისა და კარდიოვასკულარული დახმარება ანაფილაქსიური რეაქციების შედეგად უმრავლესი არასასურველი შედეგების პრევენციას მოახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე ფორმის რეაქციის მქონე მსხვერპლების ინფორმირება, ვინაიდან მათ აქვთ მძიმე ფორმის სხვა შემთხვევის გაზრდილი რისკი. განათლება, ადრენალინის (ეპინეფრინის) ორი ავტომატური ინექციის უზრუნველყოფა,[2][3][35][59] და ამ პაციენტებისთვის შესაძლო დესენსიბილიზაციის თერაპიაზე გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია.[69]

შავი ქვრივი ობობას ნაკბენისთვის ხანგრძლივი პროგნოზი ძალიან კარგია. ყავისფერი recluse ინტოქსიკაციის შედეგი განსხვავებულია, არსებობს ხილული ნაწიბურის ან დამახინჯების რისკი.

ყველა პაციენტი, რომელიც გამოწერეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებიდან უნდა გაფრთხილდეს გვიანი ფაზის (დაყოვნებული) ანაფილაქსიური რეაქციების შესახებ. მონიტორინგის რეკომენდებული ხანგრძლივობა მინიმუმ 4-დან 6 საათამდე მერყეობს, პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ანაფილაქსია,[70][2]24 საათში ან უფრო მძიმე შემთხვევებში.[71]არ არის შესწავლილი განსხვავებული დაკვირვების პერიოდები ან მათი მოქმედება პაციენტის შესაბამის შედეგებზე.[72]

მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის რეაქციების მქონე პაციენტები უნდა აკნოტროლოს მათმა ექიმმა სიმპტომების ალაგების მეთვალყურეობისთვის. სიწითლის, ტკივილის ან ცხელების გაგრძელება ან გაუარესება შესაძლოა მიუთითებდეს მეორეულ ინფექციაზე. ობობას ნაკბენი და ცელულიტი ხშირად კლინიკურად ერთმანეთისგან განურჩეველია. ხილული ნაკბენის არარსებობისას ანტიბიოტიკები ხშირად ემპირიულად იწყება. ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში, ისინი მიმართული უნდა იყოს კანის საერთო პათოგენებზე (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და საზოგადოებაში შეძენილი MRSA-ზე (ადგილობრივი მგრძნობელობის მიხედვით).

მძიმე ფორმის რეაქციის მქონე პაციენტები უნდა გასინჯოს მათმა პირველადმა ექიმმა ალერგოლოგთან/იმუნოლოგთან შემდგომი ტესტირებისთვის გადაგზავნის თაობაზე.[37][72][73][74][75]ეს შესაძლოა გულისხმობდეს კანის ტესტირებას, ინ ვიტრო ტესტირებას და შესაძლო დესენსიტიზაციურ თერაპიას. აღნიშნული დეტალურად განხილულია AAAAI/ACAAI (ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული აკადემია; ალერგიის ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული კოლეჯი) გაიდლაინში .[15][31]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას