ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
პროფესიული, რეკრეაციული და გეოგრაფიული ექსპოზიციას მწერების მიმართ შეუძლია გაზარდოს დაკბენის ან დანესტვრის რისკი. ანაფილაქსიის ან ანაფილაქტოიდური პასუხების ანამნეზი ზრდის მძიმე ფორმის ალერგიული რეაქციების რისკს.
დაფიქსირებული კბენა/დანესტვრა
მხოლოდ მაშინ როდესაც შეტევას ჰყავს თვითმხილველები დაზუსტებითაა შესაძლებელი კბენის ან დანესტვრის დიაგნოსტირება. [Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუტკრის დანესტვრაCourtesy of Rick Vetter [Citation ends]. როგორც ჩანს პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს რომ უკბინა ობობამ და სინამდვილეში აქვთ ადგილობრივი კანის ინფექციები ან სხვა რეაქციები,რომლებიც არ არის განპირობებული ობობას ნაკბენით.[9][10]
ადგილობრივი ედემა
როგორც წესი წარმოდგენილია ნაკბენი/დანესტვრილი ადგილის შეშუპება და ვითარდება მყისიერად. [Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა თვალის ზემოთ პერიორბიტალური შეშუპება Yellow jacket დანესტვრიდან 24 საათის შემდეგCourtesy of Tom Morrissey [Citation ends]. თუ ის განვითარდა დანესტვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა იყოს ცელულიტის ნიშანი, თუმცა მეორეული ინფექცია იშვიათია.
ადგილობრივი ტკივილი
შესაძლოა იყოს ან არ იყოს წარმოდგენილი ან იყოს გვიანი ნიშანი.
ადგილობრივი სიმხურვალე
შესაძლოა იყოს ან არ იყოს წარმოდგენილი.
ადგილობრივი ნიშნები
მყისიერად, ობობას ნაკბენმა შესაძლოა აჩვენოს ერთი ან ორი პატარა კბილის ნიშანი. დამნესტრავმა ჭიანჭველებმა შესაძლოა დატოვონ დანესტვრის წრე, იმიტომ რომ ისინი კბენენ პირით და დანესტვრისას ბრუნდებიან მუცლის ორგანოებით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრის შემდეგ ფსევდოპუსტულას ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
ქავილი
დამახასიათებელია არა-ანაფილაქსიური/არა-ანაფილაქტოიდური ალერგიული რეაქციებისთვის.
ბლისტერი და შეწითლება
ასეთი ფორმირება დამახასიათებელია არა-ანაფილაქსიური/არა-ანაფილაქტოიდური ალერგიული რეაქციებისთვის.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრაზანას მიერ დანესტვრის შემდეგ ბლისტერის ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
კანის სიფერმკრთალე
შესაძლოა მიუთითებდეს ვაზოკონსტრიქციაზე მძიმე ფორმის ალერგიული პასუხის შემთხვევაში.
წებოვნება
შესაძლოა მიუთითებდეს ვაზოკონსტრიქციაზე მძიმე ფორმის ალერგიული პასუხის შემთხვევაში.
იშვიათი
სასუნთქი გზების ფუნქციის დაქვეითების ნიშნები
სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური პასუხის ნიშანი. შესაძლოა განპირობებული იყოს პირ-ხახის ედემით. სტრიდორი როგორც წესი ჩასუნთქვისასაა და შესაძლოა მოსმენა კისრის ან ყელის მიდამოში. ნერწყვდენა შესაძლოა მოხდეს როდესაც პაციენტს არ შეუძლია გადაყლაპოს საკუთარი სეკრეტები. შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ჰაერის უკმარისობა.
პირ-ხახის ედემა
შესაძლოა იყოს ტუჩების, პირის, ენის ან ხახის შეშუპება, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური პასუხის ნიშანი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზის ობსტრუქცია.
ქოშინი
სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური/ ანაფილაქტოიდური პასუხისას პაციენტებში შესაძლოა გართულებული იყოს სუნთქვა ან სწრაფი სუნთქვა.
ხიხინი/ხიხინი/მსტვენავი სუნთქვა
შესაძლოა იყოს კარდიოვასკულური უკმარისობის ნიშანი სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური პასუხისას. მსტვინავი სუნთქვა როგორც წესი ამოსუნთქვისასაა და ისმინება ფილტვებზე.
ტაქიკარდია
არარეგულარული პულსი
შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური პასუხის ნიშანი
კანის სიწითლე
შესაძლოა მიუთითებდეს ვაზოდილატაციაზე მძიმე ფორმის ალერგიული პასუხის შემთხვევაში.
სიფხიზლის ცვლილება
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე. შესაძლოა განპირობებული იყოს შავი ქვრივი ობობას ნაკბენის ნევროლოგიური ეფექტით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები); წითელი ქვიშის საათის ნიშანი ყოველთვის არ არის ამ ფორმის და შეიძლება არ იყოს წარმოდგენილიCourtesy of Rick Vetter [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები)Courtesy of Bill Banner [Citation ends].
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
პუსტულები
შესაძლოა იყოს წარმოდგენილი. პატარა პუსტულას არსებობა მიუნიშნებს fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრაზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრის შემდეგ ფსევდოპუსტულას ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
ბულოზური ფორმის გამონაყარი
ტკიპას ნაკბენის შემდეგ ეს მიუთითებს ლაიმის დაავადებაზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლაიმის დაავადების გარდამავალი ერითემაCourtesy of Janak Koirala, MD, MPH; Tin Han Htwe, MD; and Christian Speil, MD [Citation ends].
ხელისგულებსა და ფეხისგულებზე გამონაყარი
ტკიპას ნაკბენის შემდეგ ეს მიუთითებს კლდოვანი მთების ლაქოვან ცხელებაზე.
ხაზობრივი კანიდან ამოწეული გამონაყარი
მწერის დანესტვრაზე უფრო ხშირად შესაძლოა გამოვლინდეს ურტიკარია caterpillars ან კონტაქტური დერმატიტის ( მომწამვლელი სუროს მსგავსად) სურათი.
ჰიპერტენზია
ცხელება
ცხელება შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი ინფექციის, ცელულიტის ან შრატისმიერი დაავადების შედეგად (იშვიათი დაყოვნებული რეაქცია, რომელიც როგორც წესი ხდება ინტოქსიკაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ).
კუნთების სპაზმური ტკივილი
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე. მიალგია შესაძლოა გამოვლინდეს შრატისმიერი დაავადების შედეგად (იშვიათი დაყოვნებული რეაქცია, რომელიც როგორც წესი ხდება ინტოქსიკაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ). შესაძლოა განპირობებული იყოს შავი ქვრივი ობობას ნაკბენის ნევროლოგიური ეფექტით.
ოფლიანობა
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე. შესაძლოა განპირობებული იყოს შავი ქვრივი ობობას ნაკბენის ნევროლოგიური ეფექტით.
ტრემორი
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე. შესაძლოა განპირობებული იყოს შავი ქვრივი ობობას ნაკბენის ნევროლოგიური ეფექტით.
პარესტეზია და/ან ფასციკულაციები
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე. შესაძლოა განპირობებული იყოს შავი ქვრივი ობობას ნაკბენის ნევროლოგიური ეფექტით.
გერენალიზებული ტკივილი
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე. შესაძლოა განპირობებული იყოს შავი ქვრივი ობობას ნაკბენის ნევროლოგიური ეფექტით.
გულისრევა/ღებინება
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე.
თავის ტკივილი
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე. ეს შეიძლება მიუთითებდეს შრატისმიერ დაავადებაზე ( იშვიათი დაყოვნებული რეაქცია, რომელიც როგორც წესი ვითარდება ინტოქსიკაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ).
მუცლის ტკივილი
შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე ფორმის ალერგიულ პასუხზე.
შავი ქვრივის ობობას ნაკბენი შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის მწვავე სპაზმური ტკივილით, რომელიც ჰგავს მწვავე ქირურგიულ მუცელს.
იმუნოკომპრომისული მდგომარეობა ანამნეზში
ნაკბენის ან დანესტვრის შემდეგ პაციენტი განიხილება მეორეული ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ.
ანამნეზში გულსისხლძარღვთა დაავადება
კარდიოვასკულური დაავადება შესაძლოა გაუარესდეს დაზიანებითაც და მკურნალობითაც. ბეტა ბლოკერები და სხვა წამლები შესაძლოა ურთიერთქმედებდეს წამლებთან, რომლებიც გამოიყენება დაზიანების სამკურნალოდ.
იშვიათი
აბსცესი
შესაძლოა წარმოდგენილი იყოს და როგორც წესი აქვს პალპირებადი ფლუქტუირება
ნეკროზი
იშვიათად, ყავისფერი განდეგილი ობობის ნაკბენი შესაძლოა ნელა განვითარდეს, მაგრამ მკაცრად პროგრესირდეს ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზისკენ. [Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse ობობა (Loxosceles სახეობები)Courtesy of Rick Vetter [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
Fine ჭიანჭველას ნესტარი იწევს ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზს და მახასიათებელი სტერილური პუსტულების ფორმირებას დანესტვრიდან დაახლოებით 24 საათში.[21][22][Figure caption and citation for the preceding image starts]: Fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრის შემდეგ ფსევდოპუსტულას ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
ხველა
ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს ხველის სახით (მაგ. ასთმის სახეობა)
ჰიპოტენზია
მძიმე ფორმის რეაქციებში IgE-ით განპირობებულმა ჰისტამინის გამოყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოტენზია. შესაძლოა განპირობებული იყოს შავი ქვრივი ობობას ნაკბენის ნევროლოგიური ეფექტით.
ართრალგია
შესაძლოა მოხდეს შრატისმიერი დაავადების შედეგად (იშვიათი დაყოვნებული რეაქცია, რომელიც როგორც წესი ვითარდება ინტოქსიკაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ).
ადენოპათია
შესაძლოა მოხდეს შრატისმიერი დაავადების შედეგად (იშვიათი დაყოვნებული რეაქცია, რომელიც როგორც წესი ვითარდება ინტოქსიკაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ).
რისკფაქტორები
ძლიერი
პროფესიული ან რეკრეაციული ექსპოზიცია მწერების მიმართ
უფრო ხშირად ხდება ადამიანების დაკბენა თუ ისინი ისე იქცევიან რომ ახლო კონტაქტში არიან ბაღლინჯოებთან. მაღალი რისკის აქტივებებში შედის ბანაკის გაშლა, ბაღის მოვლა, მიწის დამუშავება და გაზაფხულზე დაწმენდა.
კბენა და დანესტვრა უფრო ხშირად ხდება გასაფხულისა და ზაფხულის თვეებში, როდესაც ბაღლინჯოები უფრო მეტად გავრცელებულია და ადამიანები უმეტესად გარეთ არიან.
გეოგრაფიული ექსპოზიცია მწერების მიმართ
ზოგიერთი ობობა და მწერი გავრცელებულია მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, თუმცა უახლოეს ათწლეულში ხშირი მოგზაურობა შეუძლებელს ქმნის გამოირიცხოს ექსპოზიცია მხოლოდ გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
ობობას ნაკბენი როგორც წესი ვითარდება როდესაც ბრმად შეხვდებით ობობას გარემოში ან შემთხვევით მიაწვებით კანით (მაგ. ფარეხის დასუფთავებისას ან შენახული ტანსაცმელის ჩაცმისას.)
ანაფილაქსიური (ან ანაფილაქტოიდური) პასუხის ანამნეზი
პაციენტები, რომლებმაც გამოსცადეს წარსულში ნაკბენის ან დანესტვრის შედეგად მძიმე ფორმის რეაქციები, მომავალი ექსპოზიციისას მსგავსი რეაქციების მაღალი ალბათობა აქვთ. თუმცა, არსებობს ფენომენი (ბავშვობაში მძიმე ფორმის რეაქციები არ განსაზღვრავს მოზრდილების სენსიტიურობას ისე ძლიერად, როგორც მოზრდილობაში წინა რეაქციები).[28]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას