მიდგომა
დიაგნოზი თითქმის ყოველთვის დაფუძნებულია ანამნეზზე, გასინჯვასა და კლინიკურ განხილვაზე. პირველი საფეხურია დადგინდეს რეაქცია მძიმე ფორმისაა თუ არა (სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები). ანაფილაქსიაზე ნებისმიერი ეჭვისას საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედება. ნაკლებად მძიმე რეაქციების მკურნალობა შესაძლებელია სანუგეშო ზომებით. ძალიან ცოტა (თუ ასეთი არის) ფორმალური ტესტირება არის დამხმარე მწვავე შეტაკებისას; ხშირად დასკვნითი დიაგნოზი არ დგინდება მყისიერად.
რისკის დაყოფა
რისკის დაყოფის მიდგომა კრიტიკულია მკურნალობის დაგეგმვისთვის და უნდა გაკეთდეს მხოლოდ კლინიკურ საფუძველზე. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ პაციენტის ხშირი ხელახალი შეფასება, ვინაიდან მათი მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად გაუარესდეს.
პირველადი ABC შეფასება: ამ ნებისმიერ ასპექტებში პათოლოგიები არის სიგნალი დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევისთვის (დაუყოვნებელი მკურნალობა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ან გაუმჯობესებული მოვლის გარემოში გადაყვანა):
სასუნთქი გზების ღია მდგომარეობა და სასუნთქი გზების შენარჩუნების უნარი
პირის ან ენის შეშუპების მტკიცებულება
სტრიდორის არსებობა მოისმინება კისერთან ან ყელთან
საკუთარი გამონაყოფის გადაყლაპვა ან ნერწყვდენის არსებობა
სპონტანურ სუნთქვასთან, დისპნოესთან, მსტვინავ სუნთქვასთან, ხველას, ჰაერის უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემები
პალპირებადი პულსები, პულსის სიხშირე და რითმი
კანის შეწითლება (ვაზოდილატაცია) ან კანის სიფერმკრთალე წებოვნებასთან ერთად (ვაზოკონსტრიქცია).
საწყისი რეაქციის სიმძიმის განსაზღვრა
ადგილობრივი რეაქციები
როგორც წესი წარმოდგენილია ედემითა და ტკივილით[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა თვალის ზემოთ პერიორბიტალური შეშუპება Yellow jacket დანესტვრიდან 24 საათის შემდეგCourtesy of Tom Morrissey [Citation ends].
მყისიერად, ობობას ნაკბენმა შესაძლოა აჩვენოს ერთი ან ორი პატარა კბილის ნიშანი.
ნაკბენის ან დანესტვრის მიმართ არა-ანაფილაქსიური ან არა-ანაფილაქტოიდური ალერგიული რეაქციები ნაკბენ/დანესტვრის ადგილას ხასიათდება ტკივილით, ბლისტერისა და სიწითლის ფორმირებით, სიმხურვალითა და ქავილით.[30][Figure caption and citation for the preceding image starts]: კრაზანას მიერ დანესტვრის შემდეგ ბლისტერის ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
როგორც წესი თვით განკურნებადია და შემოფარგლულია კანსა და რბილ ქსოვილებში.
აბსცესებს როგორც წესი აქვთ პალპირებადი ფლუქტუირება.
შესაძლოა რთული ან შეუძლებელი იყოს ნაკბენისა და ცელულიტის განსხვავება მყისიერად. თუმცა, თავიდან თითქმის არასოდეს არის ინფექცია.
თუ არ შეინიშნება დადებითი დინამიკა რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლოა მეორეული ინფექცია განვითარდა.
ხშირია გვიანი კანქვეშა ალერგიული რეაქციები. დანესტვრის შემდეგ კანი შესაძლოა სენსიტიური იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა მოხდეს კანის შეფერილობის მუდმივი ცვლილება.
სისტემური რეაქციები
ანაფილაქსიის სიმძმე შესაძლოა ცვალებადობდეს ურტიკარიისა და ანგიოედემის, ბრონქოსპაზმის, დიდი სასუნთქი გზების ან ჰიპოტენზიის კომბინაციიდან სიცოცხლისათვის საშიშ ანაფილაქსიამდე, რომელიც მოიცავს სუნთქვის უკმარისობას და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსს.[15][31]
ანაფილაქსიაზე შესაძლოა ვიფიქროთ ჩამოთვლილი 3 კრიტერიუმიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:[1][2][3]
რეაქციის მწვავე გამოვლინება მოიცავს კანს, ლორწოვან ქსოვილებს, ან ორივეს, რომელსაც ახლავს სასუნთქი სისტემის ჩართულობა ან არტერიული წნევის დაქვეითება და/ან საბოლოო ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებული სიმპტომები
ალერგენთან ექსპოზიციის შემდეგ შესაძლოა სწრაფად განვითარდეს ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი მოვლენა კანის და ლორწოვანი ქსოვილის ჩართულობა, სასუნთქი სისტემის ჩართულობა, არტერიული წნევის დაქვეითება ან დაკავშირებული სიმპტომები, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები
ცნობილ ალერგენთან ექსპოზიციის შემდეგ სისხლის წნევის დაქვეითება.
ანამნეზი.
გარდა ადგილობრივი რეაქციების და ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციების სიმპტომების განსაზღვირისა, მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ანამნეზის ფაქტორები, როგორიცაა გამოვლინების დრო, ქცევა, რომელიც განაპირობებს განწყობას მწერის ექსპოზიციის და კბენისადმი. ანამნეზი უნდა მოიცავდეს კბენის შესახებ ინფორმაციას: რა, სად, როდის და როგორ მოხდა; იყო თუ არა კბენის ან დანესტვრისას თვითმხილველი; რამდენი ხანი გავიდა ინციდენტიდან; რას აკეთებდა პაციენტი ექსპოზიციისას და დადგინდეს პაციენტს ჰქონდა თუ არა მიღებული რაიმე წამალი ან ჩაიტარა თუ არა თვითმკურნალობა.
გამოვლინების დრო
ზოგიერთი ნაკბენი და ნესტარი (მაგ. დიდი ზომის ბიზების ნაკბენი, კრაზანას ნაკბენი) იწვევს დაუყოვნებლივ ტკივილსა და ადგილობრივ დაზიანებას/სისხლდენას. სხვები, მაგალითად ტკიპის ნაკბენები არ შეიგრძნობა დაუყოვნებლივ. იშვიათად, ყავისფერი განდეგილი ობობის ნაკბენი შესაძლოა ნელა განვითარდეს, მაგრამ მკაცრად პროგრესირდეს ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზისკენ. [Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse ობობა (Loxosceles სახეობები)Courtesy of Rick Vetter [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
Fine ჭიანჭველას ნესტარი იწევს ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზს და მახასიათებელი სტერილური პუსტულების ფორმირებას დანესტვრიდან დაახლოებით 24 საათში.[21][22][Figure caption and citation for the preceding image starts]: Fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრის შემდეგ ფსევდოპუსტულას ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
შესაძლოა იყოს დაყოვნებული რეაქცია იმ ნივთიერებების მიმართ, რომელიც წარმოდგენილია კბენისას/დანესტვრისას და სიმპტომები, რომლებიც არ შეინიშნებოდეს რამდენიმე საათის/დღის განმავლობაში. ასევე დაუყოვნებლივ არ ხდება ნაკბენის მიერ ინფექციის გადატანის შეგრძნება.
შრატისმიერი დაავადება იშვიათი დაყოვნებული რეაქციაა, ძირითადად ვითარდება ინტოქსიკაციიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ. სიმპტომებია: ცხელება, მიალგია, ართრალგია, გამონაყარი, ადენოპათია და თავისტკივილი. ძალიან იშვიათად, ვასკულიტმა და იმუნოლოგიურმა გართულებებმა შესაძლოა გამოიწვიოს გლომერულონეფრიტი, გიენ-ბარეს სინდრომი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, განივი მიელიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი და სხვა ნეიროპათიები.[4][5][6][7]
ანაფილაქსიის დროს, შესაძლოა განვითარდეს ბიფაზური რეაქციები ან სიმპტომების განმეორება კუპირების შემდეგ.[32][33][34] ბიფაზური ან გახანგრძლივებული ანაფილაქსიის რისკის პროგნოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ძალინ დაბალი სარწმუნოების მტკიცებულებების თანახმად, ბიფაზური ანაფილაქსიის მომატებულ რისკთან დაკავშირებულია შემდეგი ფაქტორები:[2]
მედიკამენტური ანაფილაქსია <18 წლის ასაკში
ანაფილაქსია, რომელიც განპირობებულია უცნობი გამომწვევით
ანაფილაქსიური სიმპტომები გამოვლინებებით კანზე
ფართო პულსური წნევა საწყისი რეაქციის დროს
მძიმე საწყისი ანაფილაქსიური სიმპტომები
ანაფილაქსია <18 წლის ასაკის პაციენტებში, რომელთაც მკურნალობა უტარდებათ კორტიკოსტეორიდებით
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ადრენალინის ერთზე მეტ დოზას (ეპინეფრინი).
სამედიცინო ისტორიამ შესაძლოა გამოავლისნოს წინა ექსპოზიცია (მძიმე ფორმის რეაქციის, ატოპიის/ალერგიის, რამდენიმე წინა ექსპოზიციის ანამნეზი). ასევე შესაძლოა გამოავლინოს წინა ინფექცია ან იმუნოკომპრომისული მდგომარეობა, ცხელება და შეციება, და/ან ინფექციურ წყაროსთან კონტაქტი ( მიუთითებს ინფექციისკენ). იმუნოკომპრომისული მდგომარეობა პაციენტს აყენებს ნაკბენის/დანესტვრის შემდეგ მეორეული ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს წარსულში კარდიოვასკულური დაავადება, რომელიც შესაძლოა გამწვავდეს როგორც დაზიანებით ასევე მკურნალობით.
წამლის ანამნეზმა შესაძლოა გამოავლინოს ისეთი წამლების გამოყენება,რომლებიც აქვეითებს მკურნალობის ეფექტს (მაგ. ბეტა ბლოკერები).
ფიზიკური გამოკვლევა
ნაკბენებისა და დანესტვრის უმეტესობა ტკივილის, ქავილის ან გამონაყარის მხოლოდ დერმატოლოგიურ გამოვლინებას იწვევს. თუმცა პირდაპირი გასინჯვა პირველ რიგში ფოკუსირებული უნდა იყოს უფრო დაუყოვნებლივ საშიშ გამოვლინებებზე, უნდა შეფასდეს რესპირატორული, კარდიოვასკულური და გასტროინტესტინური სისტემები. მხოლოდ მას შემდეგ რაც დარწმუნდებით რომ სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ყურადღება უნდა მიმართოთ დერმატოლოგიური გასინჯვისკენ.
თუ პაციენტი სტაბილურია, გასინჯვა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგი ჩამოთვლილი სისტემების შეფასებას:
კარდიოვასკულური: შეაფასეთ გულისცემის სიხშირე, რითმი, შუილი, არტერიული წნევა, პულსის სიძლიერე, კაპილარების ავსების დრო, კიდურების ფერი, კიდურების ტემპერატურა.
რესპირატორული: შეაფასეთ სუნთქვის სიხშირე, სუნთქვა, ჟანგბადით გაჯერება, სტრიდორი (როგორც წესი ჩასუნთქვისას, მოისმინება კისერთან), მსტვინავი სუნთქვა (როგორც წესი ამოსუნთქვისას, მოისმინება ფილტვებთან), ხიხინი ან ჭრაჭუნი (კარდიოვასკულური უკმარისობის ნიშანი)
ნევროლოგიური : შეაფასეთ სიფხიზლე, შეგრძნების სიცხადე, ავტონომიური ნერვული სისტემის არამდგრადობა (არამდგრადი პულსი ან არტერიული წნევა, ადგილობრივი ან გენერალიზებული ოფლიანობა), ტრემორი, სპაზმური ტკივილი, ფასციკულაციები, ადგილობრივი ტკივილი, გენერალიზებული ტკივილი. შავი ქვრივი ობობას ნაკბენმა შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიური ეფექტები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები); წითელი ქვიშის საათის ნიშანი ყოველთვის არ არის ამ ფორმის და შეიძლება არ იყოს წარმოდგენილიCourtesy of Rick Vetter [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები)Courtesy of Bill Banner [Citation ends].
გასტროინტესტინური/შარდ-სასქესო: შეაფასეთ მუცლის ტკივილის არსებობად, ადგილმდებარეობა და ხარისხი ( დაჭიმულობა, დამცავი ფიქსაცია, უკუცემითი ტკივილი, საშვილოსნოს სპაზმური ტკივილი); ნაწლავთა ხმიანობის არსებობა. შავი ქვრივის ობობას ნაკბენი შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის მწვავე სპაზმური ტკივილით, რომელიც ჰგავს მწვავე ქირურგიულ მუცელს.
დერმატოლოგიური შეფასება
არის ნაკბენის ან დანესტვრის ადგილი ხილვადი არის კანის დიდი დეფექტი? არის კბილი ხილვადი?
სად არის და რა რაოდენობისაა ნაკბენი ან ნესტარი?
არის თუ არა წარმოდგენილი კვლავ ნესტარი?
არის კანიდან ამოწეული და ქავილის გამომწვევი გამონაყარი ( ბლისტერები/ურტიკარია ტიპურია ფუტკრისა და კრაზანას ნესტარისთვის)?[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრაზანას მიერ დანესტვრის შემდეგ ბლისტერის ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
არის თუ არა ადგილობრივი სიწითლე ან შეშუპება?[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა თვალის ზემოთ პერიორბიტალური შეშუპება Yellow jacket დანესტვრიდან 24 საათის შემდეგCourtesy of Tom Morrissey [Citation ends].
კანის გამონაყარი დიფუზურია თუ გენერალიზებული?
ვიზუალურად ჰგავს თუ არა ცელულიტს?
არსებობს აბსცესის ფორმირების მტკიცებულება? ( კანქვეშა ან ღრმა ქსოვილში ქსოვილის არამდგრადობა)
აქვს გამონაყარს ფორმა ან დამახასიათებელი სურათი? ხაზობრივი კანიდან ამოწეული გამონაყარი შესაძლოა მწერის ნესტარზე უფრო ხშირად წარმოადგენდეს ურტიკარია caterpillars, ან კონტაქტურ დერმატიტს (მომწამვლელი სუროს მსგავსად) .
არის პუსტულა წარმოდგენილი? პატარა პუსტულას არსებობა მიუნიშნებს fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრაზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრის შემდეგ ფსევდოპუსტულას ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
ტკიპის ნაკბენის შემდეგ ბულოზური-ფორმის გამონაყარი მიუთითებს ლაიმის დაავადებას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლაიმის დაავადების გარდამავალი ერითემაCourtesy of Janak Koirala, MD, MPH; Tin Han Htwe, MD; and Christian Speil, MD [Citation ends].
ტკიპის ნაკბენის შემდეგ ხელისგულებისა და ფეხისგულების ჩართულობა მიუთითებს კლდოვანი მთების ლაქოვან ცხელებას.
არის ნეკროზი? იშვიათად, ყავისფერი განდეგილი ობობის ნაკბენი შესაძლოა ნელა განვითარდეს, მაგრამ მკაცრად პროგრესირდეს ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზისკენ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse ობობა (Loxosceles სახეობები)Courtesy of Rick Vetter [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
ტრიპტაზას დონეები
გაურკვეველ შემთხვევებში, სისხლის აღებით ტრიფტაზის დონეების გასნასაზღვრად სიმპტომების დაწყებიდან 1 - 5 სთ-ში, შესაძლოა შემოწომდეს, რომ პოხიერი უჯრედები გააქტივდა და შესაძლოა დაგვეხმაროს ანაფილაქსიის დიაგნოზის დასმაში.
შრატის ტრიფტაზის მომატება მჭიდროდაა დაკავშირებული მწერის ნაკბენზე მძიმე ანაფილაქსიის რისკთან და შრატში ბაზური ტრიფტაზის შემოწმება რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ ანაფილაქსიური რიეაქცია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე.[15][35][36]
მგრძნობელობის ტესტირება
კანის ტესტირება, მათ შორის შხამიანი კანის ტესტი ან რადიოალერგოსორბენტის ტესტი შესაძლოა დამხმარე იყოს განისაზღვროს ადამიანი, რომელიც დაშავდა წარსულში მძიმე ფორმის შეტევით, არის თუ არა კარგი კანდიდატები დესენსიტიზაციური მკურნალობისთვის.[15][18][37]ეს არ უნდა გაკეთდეს მწვავე მდგომარეობისას, ვინაიდან რეაქციისას მედიატორების გამოლევამ შესაძლოა განაპირობოს ცრუ დადებითი პასუხი. კანის ტესტირება უნდა დაყოვნდეს მწვავე შემთხვევის შემდეგ 2-6 კვირის განმავლობაში. მძიმე ფორმის (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური) რეაქციების დაბალი ინციდენტობა და იდიოსინკრეზული ბუნება გენერალიზებულ სკრინინგს არაპრაქტიკულს ხდის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას