ეტიოლოგია
კბენა ხდება მწერის პირის ნაწილიდან, ვინაიდან ცდილობენ საკვების მოპოვებას ან იღებენ დამცველობით პოზიციას. გავრცელებული მწერები,რომლებიც იკბინებიან არიან კოღოები, ტკიპები, მკოცნავი ბაღლინჯოები (assassin ბაღლინჯოები) და ზოგიერთი ბუზი (მათ შორის horseflies). კოღოს მსგავსი მწერებს კბენისას შეჰყავთ ხორთუმი კანში. Horseflies იყენებს ღეჭვით მექანიზმს.
დანესტვრა დამცველობითი ან თავდასხმითი შეტევების შედეგია, რაც როგორც წესი ხდება ფუტკრების და კრაზანების მოდიფიცირებული კვერცხსადებით (სანესტრეები), ფიზიკური სტრუქტურებით (მაგ: ფუტკრის ნესტარი), ან საშიში ქიმიკატების ინექციით (მაგ; ხანძრის ჭიანჭველებიდან).[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუტკრის ნესტრის ანატომიაCourtesy of Rick Vetter [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუტკრის ნესტრის დახურვაCourtesy of Rick Vetter [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუტკრის დანესტვრაCourtesy of Rick Vetter [Citation ends].
სამედიცინო თვალსაზრისით ობობას მნიშვნელოვანი ნაკბენები ობობას მიერ თავდაცვის შედეგია. კბენა უმეტესად ხდება როდესაც ობობას უნებლიედ დააბიჯებენ ან დააწვებიან კანის საწინააღმდეგოდ. შავი ქვრივის ობობები ხშირად ცხოვრობენ ავტოფარეხების, ინსტრუმენტების, თაროების, კაბინეტების, სახლების ბნელ კუთხეებში და სხვა იშვიათად გამოყენებულ ადგილებში. კბენა ხდება როცა ადამიანს შეხება აქვს ამ კუთხეებთან და მოულოდნელად ხვდება ობობას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები); წითელი ქვიშის საათის ნიშანი ყოველთვის არ არის ამ ფორმის და შეიძლება არ იყოს წარმოდგენილიCourtesy of Rick Vetter [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები)Courtesy of Bill Banner [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები)Courtesy of Bill Banner [Citation ends].
ყავასფერი განდეგილი ობობები ირჩევენ მშრალ, ბნელ ადგილებს, როგორიცაა გარდერობი და მანქანის ბორბლები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse ობობა(Loxosceles სახეობები); შენიშნეთ ვიოლინოს ფორმა, მუქი ფერის ცეფალოთორაქსზე და 3 წყვილი თვალები ვიოლინის ფუძეზეCourtesy of Rick Vetter [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse ობობა (Loxosceles სახეობები)Courtesy of Rick Vetter [Citation ends].
ობობის ნაკბენი ვლინდება მხოლოდ ობობის შემცველი ტანსაცმლის ჩაცმის შედეგად და ობობის კანზე მიჭერისას.
პათოფიზიოლოგია
ნესტარში არსებული ქიმიური ნივთიერებები განაპირობებს მძიმე ფორმის რეაქციებს და ანაფილაქსიურ პასუხებს ვიდრე ნაკბენებს. ჰიმენოპტერას შხამი ფართოდაა შესწავლილი.[18][19][20] ონავართა და კრაზანათა შხამები მნიშვნელოვანწილად მსგავსია. პაციენტებს, ამ მწერებიდან ერთ-ერთის ნესტარზე მძიმე ფორმის რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აქვთ მგრძნობელობის ალბათობა სხვა მწერის ნესტრისადმი. კრაზანას შხამი შეიცავს ისეთ მოლეკულებს, როგორიცაა ფოსფოლიპაზა A და , ჰიალურონიდაზა და ხერხემლისშორის ნეიროტოქსინს. ფუტკრის შხამი იმუნოქიმიურად განსხვავდება კრაზანას შხამისგან და შესაბამისად ერთი ოჯახის მიმართ მგრძნობელობა და გულისხმობს სხვების მიმართ მგრძნობელობას. ფუტკრის შხამი შეიცავს ჰიალურონიდაზას, ფოსფოლიპაზა A2, მჟავა ფოსფატაზას, მელეტინსა და სხვა კინინებს. რეაქციები შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ამ კომპონენტის მიმართ მგრძნობელობია შემთხვევაში ან ალერგიია შემთხვევაში. ნესტარით დაავადების გავრცელება ნაკლებად მოსალოდნელია.
შხამის ექსპოზიციის პასუხად ჰისტამინის გამოთავისუფლება (ძლიერი ვაზოდილატატორი) წარმოდგენილია რეაქციათა უმრავლესობაში. ადგილობრივი რეაქციებისას ეს იწვევს შეშუპებას, ედემასა და ტკივილს. [Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა თვალის ზემოთ პერიორბიტალური შეშუპება Yellow jacket დანესტვრიდან 24 საათის შემდეგCourtesy of Tom Morrissey [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრაზანას მიერ დანესტვრის შემდეგ ბლისტერის ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
მძიმე ფორმის რეაქციებში იმუნოგლობულინი E-ით განპირობებულმა ჰისტამინის გამოყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოტენზია. კანში, ფილტვებსა და გასტროინტესტინური ტრაქტის ლორწოვანში ჰისტამინის რეცეპტორების შედარებით მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება ამ ორგანოთა სისტემებში.
Fire ჭიანჭველას ნესტარი შეიცავს მხოლოდ მცირე რაოდენობის შხამს, მაგრამ ის შეიცავს ალკალოიდ ტოქსინის უჩვეულო სუსპენზიას. ეს კომპონენტები იწვევს ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზს და მახასიათებელი სტერილური პუსტულების ფორმირებას დანესტვრიდან დაახლოებით 24 საათში. [Figure caption and citation for the preceding image starts]: Fire ჭიანჭველას მიერ დანესტვრის შემდეგ ფსევდოპუსტულას ფორმირებაCourtesy of Theodore Freeman [Citation ends]. ეს არ არის ინფექციური პროცესი და შესაძლოა ვეზიკულას ასეთივე სახით დატოვება. თუ ღიაა, ეს დაზიანებები შესაძლოა იქცეს მეორეული ინფექციის წყაროდ. ისინი უნდა იყოს სუფთად და დაფარული.[21][22]
შავი ქვრივი ობობას სახეობების შხამები შეიცავს ნეიროტოქსინს, რომელიც იწვევს ნეიროტრანსმიტერების პრესინაფსურ გამოთავისუფლებას, მათ შორისაა აცეტილქოლინი, ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი), დოპამინი, გლუტამინი და ენკეფალინები. ნაკბენებმა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური ეფექტები, როგორიცაა ტკივილი, კუნთების სპაზმური ტკივილი, ოფლიანობა, ტრემორი, პარესთეზია, გულისრევა/ღებინება და თავისტკივილი. აუტონომიურმა არამდგრადობამ შესაძლოა გამოიწვიოს სრული ჰიპერტენზია და ტაქიკარდია.[23][24]
Recluse ობობას ნაკბენი შეიცავს ენზიმებს, რომლებიც იწვევს ადგილობრივი ქსოვილის განადგურებას. [Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse (Loxosceles სახეობები) შხამით განპირობებული დაზიანებებიCourtesy of Theodore Freeman [Citation ends].
ფიქრობენ, რომ კლინიკურად ყველაზე მეტად რელევანტურია ფერმენტი სფინგომიელინაზა D. ის პირდაპირ ტოქსიკურია კანისა და ქსოვილებისთვის, ააქტიურებს სხვა დამშლელ ფერმენტებს და ააქტიურებს კომპლემენტსა და სხვა ანთებით კომპონენტებს. ამ ჭრილობებს აქვთ მეორეული ინფექციის მაღალი რისკი.[23][25]
ანაფილაქსია არის IgE-განპირობებული ჰიპერმგრძნობელობითი პასუხი ანტიგენის ექსპოზიციის პასუხად პრესენსიტირებულ ადამიანში.[26][1][27] ანტიგენის ექპოზიცია იწვევს პოხიერი უჯრედების სწრაფ დეგრანულაციას და ჰისტამინის გამოთავისუფლებას ( და სხვა ვაზოაქტიური ნივთიერებების/კინინების). ეს გამოწვეული კაპილარული გამოჟონვით და ედემასთან ერთად უამრავი გამოვლინებით. ანაფილაქტოიდური რეაქცია არა-IgE განპირობებული იდიოსინკრატული რეაქციაა გარკვეული მაექსპოზირებლების მიმართ. ისინი არ საჭიროებენ პრესენსიბილიზაციას.
კლასიფიკაცია
ბიოლოგიური ტაქსონომია
მწერები არიან Insecta კლასის წევრები, ტიპი Arthropoda. მწერების სხეული დაყოფილია თავის, გულმკერდისა და მუცლის ნაწილად და აქვთ 3 წყვილი ფეხი.
ობობასნაირები არიან Arachnida კლასის წარმომადგენლები, Arthropoda-ს ტიპი და ხასიათდებიან 2 სეგმენტიანი სხეულითა (ცეფალოთორაქსი და მუცელი) და 4 წყვილი ფეხით. ობობები და ტკიპები განსხვავებული თანმიმდევრობითაა არაქნიდის კლასში.
მწერების და arachnids ნაკბენები
გავრცელებული მწერები, რომლებიც იკბინებიან არის კოღოები, ბაღლინჯოები (მკვლელი ხოჭოები) და ზოგიერთი ბუზი (მათ შორის მაწუხელა დიდი ბუზი). მკბენარ ობობსანაირებს მიეკუთვნება ტკიპები, შავი ქვრივი ობობები (Latrodectus სახეობები) და recluse ობობები (Loxosceles სახეობები).[Figure caption and citation for the preceding image starts]: შავი ქვრივი (Latrodectus სახეობები); წითელი ქვიშის საათის ნიშანი ყოველთვის არ არის ამ ფორმის და შეიძლება არ იყოს წარმოდგენილიCourtesy of Rick Vetter [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყავისფერი recluse ობობა(Loxosceles სახეობები); დაიმახსოვრეთ ვიოლინოს ფორმა, მუქი ფერის ცეფალოთორაქსზე და 3 წყვილი თვალები ვიოლინის ფუძეზეCourtesy of Rick Vetter [Citation ends].
ნესტრიანი მწერები
დანესტვრა ყველაზე ხშირია hymenoptera-ს შედეგად. ყველაზე მეტად გავრცელებული დამაზიანებელი ოჯახებია:
ფუტკრები (Apidae): დიდი ფუტრკრები, აფრიკული ფუტრკრები ("მკვლელი ფუტკრები), შინაური ფუტკრები[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუტკრის დანესტვრაCourtesy of Rick Vetter [Citation ends].
ბზიკები (vespidae): paper ბზიკები, ონავარი, yellow jackets[Figure caption and citation for the preceding image starts]: Yellow jacketCourtesy of Rick Vetter [Citation ends].
ჭიანჭველები (Formicidae): fire ჭიანჭველები, harvester ჭიანჭველები.
ფუტკრები დანესტვრას მხოლოდ ერთხელ აკეთებენ, ნესტარი რჩება მსხვერპლში და ფუტკარი გამოიშიგნავს თავის თავს ვინაიდან იბრძვის გასაფრენად. უმეტესობა სხვა მწერებს შეუძლიათ რამდენჯერმე დანესტვრა. აფრიკული ფუტკრის ნესტარი იგივეა როგორც რეგულარული ფუტკრის ნესტარი, მაგრამ აფრიკული ფუტკრების უფრო აგრესიულ ბუნებას შეუძლია გამოიწვიოსფუტკრების გუნდთან შეტაკება რაც განაპირობებს დიდი ოდენობით დანესტვრას .
რეაქცია ნაკბენზე ან დანესტვრაზე
ადგილობრივი რეაქციები
შესაძლოა იყოს ნაკბენის ან დანესტრილი ადგილის ადგილობრივი გაღიზიანება ან შეშუპება ფიზიკური ან ქიმიური ნიშნებით.
სისტემური რეაქციები
სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები იშვიათია, მაგრამ საჭიროა სასწრაფო მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აშორებული სერიოზული შედეგები.
ანაფილაქსია (IgE განპირობებული) ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (არა IgE განპირობებული)რომლებიც განპირობებულია ნაკბენის ან დანესტვრის ექსპოზიციის შედეგად, შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების კლინიკური გამოვლინება და მართვა მსგავსია, ორივე განიხილება ერთი და იგივე ერთეულად, ამ მონოგრაფიის მიზნებისთვის.
ანაფილაქსიაზე შესაძლოა ვიფიქროთ ჩამოთვლილი 3 კრიტერიუმიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:[1][2][3]
რეაქციის მწვავე გამოვლინება მოიცავს კანს, ლორწოვან ქსოვილებს, ან ორივეს, რომელსაც ახლავს სასუნთქი სისტემის ჩართულობა ან არტერიული წნევის დაქვეითება და/ან საბოლოო ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებული სიმპტომები
შესაძლო ალერგენთან ექსპოზიციის შემდეგ შესაძლებელია სწრაფად განვითარდეს ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი მოვლენის განვითარება: კანის და ლორწოვანი ქსოვილის ჩართულობა, სასუნთქი სისტემის ჩართულობა, არტერიული წნევის დაქვეითება ან დაკავშირებული სიმპტომები, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები
ცნობილ ალერგენთან ექსპოზიციის შემდეგ სისხლის წნევის დაქვეითება.
ადრენალინის (ეპინეფრინის) ინექცია მთავარია მძიმე ფორმის რეაქციების სამკურნალოდ. მძიმე ფორმის რეაქციებისას არ არსებობს ადრენალინის (ეპინეფრინის) მკურნალობისთვის აბსოლუტური უკუჩვენებები.
მეორეული ინფექცია
ინფექცია შესაძლოა განვითარდეს ნაკბენის ან დანესტვრის ადგილზე.
ეს არ არის დაზიანებული მწერის მიერ, მაგრამ არის ნორმალური კანის ბარიერის დარღვევის შედეგი.
დაავადების გადატანა
კოღოს ნაკბენმა შესაძლოა გადაიტანოს მალარია, დენგეს ცხელება, ყვითელი ცხელება, ზიკა ვირუსი და ენცეფალიტის ზოგიერთი ფორმა.
ტკიპის ნაკბენმა შესაძლოა გადაიტანოს ლაიმის დაავადება, კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება.
შრატისმიერი დაავადება
მიუხედავად იმისა რომ არ არის გავრცელებული, ეს დაყოვნებული რეაქცია შესაძლოა მოხდეს ინტოქსიკაციიდან 1 კვირის შემდეგ.
სიმპტომებია: ცხელება, მიალგია, ართრალგია, გამონაყარი, ადენოპათია და თავისტკივილი. ძალიან იშვიათად, ვასკულიტმა და იმუნოლოგიურმა გართულებებმა შესაძლოა გამოიწვიოს გლომერულონეფრიტი, გიენ-ბარეს სინდრომი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპირა, განივი მიელიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი და სხვა ნეიროპათიები.[4][5][6][7]
გალაქტოზა-ალფა-1,3-გალაქტოზა (ალფა-გოლ) ალერგია
გალაქტოზა-ალფა-1,3-გალაქტოზური ალერგია (ტკიპის ნაკბენით განპირობებული) იწვევს ჭინჭრის ციებას, ანგიონევროზს ან ანაფილაქსიას, ძუძუმწოვრების ხორცის მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ (მაგ., საქონლის ხორცი, ღორის, ცხვრის).
ტკიპის მრავლობით ნაკბენი იწვევს სენსიბილიზაცია.
ტკიპის სახეობები ყველაზე ხშირად ვლინდება აშშ-ში, არის მარტოხელა ვარსკვლავისებრი ტკიპა (Amblyomma americanum).[8] მსოფლიოს სხვა ნაწილებში გავრცელებულია სხვა სახეობები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას