განხილვები პაციენტთან

მწერის დანესტვრის ან ნაკბენის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა გავნუმარტოთ, რომ კანზე სიწითლე და ქავილი ხშირია და შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა კანის ინფიცირება.[64] პაციენტებმა შეძლებისდაგვარად უნდა აირიდონ დაზიანებული ადგილის დაკაწვრა, ვინაიდან ეს ამცირებს ანთებას და ინფექციის რისკს. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას სამედიცინო დახმარების მოთხოვნის საჭიროებას სიმპტომების სწრაფი ან მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში ნებისმიერ დროს, ან მაშინ, როდესაც პაციენტი სისტემურად შეუძლოდ გრძნობს თავს.[64]

პაციენტები, რომელთაც მწერების ნაკბენის ან დანესტვრის შედეგად მძიმე ფორმის რეაქციები უვითარდებათ, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ მომავალში მსგავსი რეაქციების ( ან უარესის) განვითარების რისკის ქვეშ არიან. პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ რესპირატორული სიმპტომები ან ანაფილაქსიური რეაქციები, უნდა გაეწერონ საავადმყოფოდან ისე, რომ დაენიშნოთ ადრენალინის (ეპინეფრინი) აუტოინექციები (მაგ. EpiPe, Twinject) და უნდა მიეცეთ ისნტრუქციები მათი სწორად გამოყენების შესახებ.[64][3][35][59] ანაფილაქსიის რისკის მქონე ბავშვებისთვის ადრენალინის (ეპინეფრინი) აუტოინექციები უნდა დაინიშნოს პერსონალიზებულ გადაუდებელ გეგმასთან შეთანხმებით.[49][61] AAP: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window

იდეალურ შემთხვევაში, თითოეულ იმ პაციენტს, რომელსაც დანიშნული აქვს ადრენალინის (ეპინეფრინი) აუტო-ინექტორი, უნდა ჩაუტარდეს ულტრაბგერითი კვლევა კანიდან კუნთამდე დისტანციის და კანიდან ძვლამდე დისტანციის დასადგენად, რაც გვეხმარება კანქვეშა ან ძვალშიდა ინექციის რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებაში.[78] რადგანაც აუტოინექციები სწრაფად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პაციენტებმა უნდა ატარონ ორივე მათგანი ყიველთვის.[2][3][35][59] აღნიშნული საშუელაბას იძლევა პაციენტს დამატებით დოზები ქონდეს უკუქცევითი ან ბიფაზური რეაქციების შემთხვევაში.[38][79][34]პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მათი გამოყენება განკუთვნილია მხოლოდ დამხმარე საშუალებად (და არა შემცვლელად). EpiPen ინსტრუქციები გვაფრთხილებს აუტოინექციების გაკეთების შესახებ უკიდურესი ტემპერატურის დროს, განსაკუთრებით იძლევა რეკომენდაციებს, რომ არ მოხდეს მათი შენახვა მანქანის სანივთე თაროში.

პაციენტებსა და მომვლელებს ურჩევენ დროდადრო შეამოწმონ აუტო-ინექტორის მოხმარების ცოდნა და ივარჯიშონ გამოყენებაზე. EpiPen ადრენალინის (ეპინეფრინის) აუტო-ინექტორის მომხმარებლებმა უნდა დაათვალიერონ მოწყობილობა, შეამოწმონ ცისფერი გამშვები და რამდენად ადვილად ამოდის მოწყობილობა სათავსოდან.[80]

პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მკურნალობის შეჩერებისას უკუქცევითი რეაქციების ალბათობის შესახებ. უნდა გავაფრთხილოთ, დაბრუნდნენ საავადმყოფოში სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეების შემთხვევაში (მაგ. მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის უკმარისობა), პირის ან ყელის შეშუპება/ჩხვლეტა. ასევე დერმატოლოგიური რეაქციების მქონე პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ მომავალში უფრო მძიმე ფორმის რეაქციების ალბათობის შესახებ. მათ უნდა ასწავლონ თვითმკურნალობა ანტიჰისტამინური მედიაკამენტებითა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, თუ სიმპტომები მხოლოდ დერმატოლოგიური რეაქციებით შემოისაზღვრება, მაგრამ უნდა დაბრუნდნენ საავადმყოფოში თუ აქვთ რესპირატორული ან პერორალური სიმპტომები.

პაციენტებს უნდა ასწავლონ გააგრძელონ წამლის მიღება ისე როგორც დაუნიშნა ექიმმა, ეს შეიძლაბა იყოს კორტიკოსტეროიდები (მაგ.პრედნიზოლონი) ან ანტიჰისტამინური მედიკამენტები (მაგ. დიფენჰიდრამინი). მათ უნდა ასწავლონ რომ ინფორმაცია მიაწოდონ მათ ექიმს შემთხვევისა და ნებისმიერი გამოწერილი რეგულარული წამლის შესახებ. პაციენტის ინფორმაცია მწერების ნაკბენებსა და დანესტვრის შესახებ ხელმისაწვდომია. NHS choices: insect bites and stings Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას