პირველადი პრევენცია
კბენისა და დანესტვრის პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კონტაქტის პირველადი არიდება. Common sense goes a long way. მნიშვნელოვანია ეცადოთ თავიდან აიცილოთ ექსპოზიცია იმ დროს როდესაც ბაღლინჯოები მეტად აქტიურები არიან. მაგალითად, კოღოები ყველაზე მეტად აქტიურები არიან განთიადისას და შებინდებისას. თავიდან აირიდეთ სუნამოები და სურნელოვანი კოსმეტიკა, ვინაიდან ზოგიერთი მწერისთვის მიმზიდველია ეს სუნები. არსებიბს ბევრი კომერციულად ხელმისაწვდომი ტოპიკური აეროზოლი და ლოსიონი, ისევე როგორც ადგილის-შემაჩერებლები (მაგ. აეროზული გენერატორი, სპირალი). გრძელსახელოებიანის, გრძელი შარვლისა და ქუდის ტარებამ შესაძლოა მოახდინოს კბენის უმეტესობის პრევენცია; ზოგიერთ ტანსაცმელს აქვს რეპელანტი.[29] ასევე რჩევაა რომ დაათვალიეროთ კაბინეტის ბნელი კუთხეები უკან მხარე სანამ რაიმეს აიღებდეთ რათა თავიდან აირიდოთ ობობას ნაკბენი და კრაზანების თავდასხმა; ასევე სასურველია ხელთათმანის ტარება, როდესაც გჭირდებათ იმ ადგილს მიწვდეთ სადაც შეზღუდულია მხედველობა. მწერების რეპელანტები ხელმისაწვდომია აეროზოლის, ლოსიონისა და სითხეების სახით, თუმცა ისინი ხშირად არ არის დამხმარე ჰიმენოპტერას ან არაქნიდის დანესტვრისა და დაკბენის პრევენციისთვის.
ამერიკის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია დამსაქმებლებისა და მათი მუშაკების მწერებთან და მორიელებთან ექსპოზიციის რისკის, დანესტვრის და ნაკბენების პრევენციის შესახებ. CDC: insects and scorpions Opens in new window
მეორეული პრევენცია
პაციენტები, რომელთაც მწერების ნაკბენის ან დანესტვრის შედეგად მძიმე ფორმის რეაქციები უვითარდებათ, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ მომავალში მსგავსი რეაქციების (ან უარესი) განვითარების რისკის ქვეშ არიან. ზოგიერთი დაზიანება საჭიროებს ტეტანუსის პროფილაქტიკას.
ადრენალინის (ეპინეფრინი) 2 აუტოინექტორის დანიშვნა
ინიშნება ანაფილაქსიის ნებისმიერი ეპიზოდის შემდეგ.[2][3][35][59] პაციენტმა ან მომვლელმა ორივე უნდა ატაროს ყოველთვის და იცოდეს მათი გამოყენების შესახებ.[49]ანაფილაქსიის რისკის მქონე ბავშვებისთვის ადრენალინის (ეპინეფრინი) აუტოინექციები უნდა დაინიშნოს პერსონალიზებულ გადაუდებელ გეგმასთან შეთანხმებით.[49][61] AAP: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window
იმუნოთერაპია მწერიდან მოპოვებული შხამებით
შესაძლოა იმუნოთერაპიის (ე.ი დესენსიტიზაციის თერაპია) მწერის ექსტრაქტირებული შხამისგან, რათა შემცირდეს რეაქციის სიმძიმე იმ პაციენტებში, რომლებსაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ გარკვეული მწერების დანესტვრის მიმართ.[15][31] ამას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი მგრძნობიარე პაციენტებში, მაგრამ უნდა შესრულდეს მხოლოდ ამ სპეციალობაში გამოცდილი ექიმების მიერ, ვინაიდან შხამის ექსპოზიცია ატარებს მკურნალობის განმავლობაში სერიოზული არასასურველი რეაქციების მცირე მაგრამ რეალურ რისკს.[81][82]
[ ]
ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა
ტეტანუსისკენ მიდრეკილი ჭრილობებისთვის (ღრმა/ბინძური/დანეკროზებული ან recluse ობობას მძიმე ფორმის ინტოქსიკაცისას) საჭიროა ტეტანუსის პროფილაქტიკა თუ ბოლო იმუნიზაცია იყო 5 წელზე მეტი ხნის წინ.[40] ტეტანუსისკენ არამიდრეკილი ჭრილობები (მაგ. დანესტვრა, შავი ქვრივის ნაკბენი) პროფილაქტიკა საჭიროა თუ ბოლო იმუნიზაცია იყო 10 წელზე მეტი ხნის წინ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას