პროგნოზი

მკურნალობის შედეგად მოსალოდნელია ცხელების და დიარეის ალაგება 4-დან 6 დღის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობა ექვემდებარება საწყის მკურნალობას.

ახალი ეპიდემიური შტამის (Clostridium difficile BI/NAP1) გამოჩენამ ბოლო ხანებში გამოიწვია უფრო სერიოზული დაავადების განვითარება, რომელიც მკურნალობის მიმართ უფრო მდგრადია. ამას შედეგად მოყვა ტოქსიკური მეგაკოლონის სიხშირისა და C difficile-თან დაკავშირებული სივდილიანობის გაზრდა.

რეციდივების მაჩვენებელი დამოკიდებულია დაავადების გამოვლინებაზე, იმუნურ ფუნქციასა და დაავადების სიმძიმეზე, ასევე მკურნალობის ტიპსა და ხანგრძლივობაზე. რეციდივის მაჩვენებლები მერყეობს 5%-დან 50%-მდე, თუმცა ერთი კვლევით დადგინდა, რომ სულ მცირე ერთი რეციდივი ვითარდება ჰოსპიტალური ინფექციების 21%-ში და არაჰოსპიტალური ინფექციების 14%-ში.[6] პაციენტების მცირე რაოდენობას აღენიშნება განმეორებითი რეციდივები, რაც მკურნალობის რამდენიმე კურსს მოითხოვს ან საცდელ თერაპიას ვანკომიცინის დოზის თანდათანობით ან საფეხურებრივი შემცირებით.[21] საწყისი ეპიზოდის შემდეგ პირველი რეციდივის განვითარების რისკი 25%-ს შეადგენდა, მეორესი - 38%-ს, მესამე რეციდივის - 29%-ს, ხოლო მეოთხესი - 27%-ს. მძიმე ინფექციის რისკი ყოველ მომდევნო რეციდივთან ერთად მცირდება.[14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას