კრიტერიუმები
შემთხვევების განსაზღვრებები[2]
შემთხვევის რეკომენდებული განმარტება დაკვირვებისთვის მოითხოვს შემდეგს:
დიარეა, ან მეგაკოლონის ან მძიმე ილეუსის ნიშნები
დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ტესტის დადებითი შედეგი, ან ფსევდომემბრანების ნიშნები ენდოსკოპიური ან ჰისტოპათოლოგიური კვლევით.
ახლად გამოვლენილი შემთხვევა:
სიმპტომების ახალი პირველადი ეპიზოდი (ბოლო 8 კვირის განმავლობაში სიმპტომების დაწყების ეპიზოდს დადებითი შედეგით ადგილი არ ჰქონია) და ანალიზის დადებითი შედეგი.
განმეორებითი შემთხვევა:
სიმპტომების დაწყების ეპიზოდი და ანალიზის დადებითი შედეგი, რომელიც მოჰყვა წინა 2-8 კვირის განმავლობაში გამოვლენილ ეპიზოდს.
დაავადების სიმძიმე[2][72]
არა მძიმე ფორმა
დამხმარე კლინიკური მონაცემები: ლეიკოციტოზი ≤15,000 უჯრედი/მლ და შრატის კრეატინინი <0.13 მმოლი/ლ (<1.5 მგ/დლ).
მძიმე
დამხმარე კლინიკური მონაცემები: ლეიკოციტოზი ≥15,000 უჯრედი/მლ და შრატის კრეატინინი >0.13 მმოლი/ლ (<1.5 მგ/დლ).
ფულმინანტური (მძიმე, გართულებული ინფექცია)
დამხმარე კლინიკური მონაცემები: ჰიპოტენზია, შოკი, ილეუსი ან მეგაკოლონი.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმები რეკომენდებულია ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების/ამერიკის ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის საზოგადოების მიერ (IDSA/SHEA). თუმცა, მძიმე ავადმყოფობის არსებული განმარტებები განსხვავდება გაიდლაინების მიხედვით და არ არსებობს ერთი საყოველთაოდ მიღებული განმარტება. კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინებში მძიმე დაავადების ყველაზე გავრცელებული კრიტერიუმები იყო სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა, ჰიპოალბუმინემია და მომატებული კრეატინინი.[73]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას