კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული ანალიზია. ტესტი არასენსიტიური და არასპეციფიკურია. ნორმის შემთხვევაში იგი დიაგნოზს არ გამორიცხავს.

ელვისებრი კოლიტის დროს შეიძლება 30,000-დან 50,000/მმ^3-ს აღწევდეს.

შედეგი

ლეიკოციტების რაოდენობის მომატება

განავლის გვაიაკური სინჯი (განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე)

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული ანალიზია სხვა დიფერენციალური დიაგნოზების გამოსარიცხად. შედეგი ხშირად დადებითია, თუმცა დადებითი შედეგი დიაგნოზისთვის სპეციფიკური არ არის.

შედეგი

დადებითი ფარულ სისხლდენაზე

განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ერთი კვლევის სახით, თუ საავადმყოფოს და ლაბორატორიის პერსონალი თანახმაა განავლის ნიმუშის აღების შემდეგი კრიტერიუმების დაცვაზე: აუხსნელი, ახლად დაწყებული დიარეა (განისაზღვრება როგორც გაუფორმებელი განავლით 3 ან მეტი დეფეკაცია 24 საათის განმავლობაში) პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ საფაღარათო საშუალებებს.[2]

რეკომენდებულია მრავალსაფეხურიანი ალგორითმის ფარგლებში, თუ არ არსებობს განავლის ჩაბარების წინასწარ შეთანხმებული ინსტიტუციური კრიტერიუმები.[2]​​[69]

მაღალი მგრძნობელობის, დაბალი/საშუალო სპეციფიკურობით.

შედეგი

დადებითი

განავლის იმუნოლოგიური ანალიზი გლუტამატ დეჰიდროგენაზაზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადგენს ნაწლავში Clostridium difficile -ს არსებობას, თუმცა ინფექციის დადასტურებას არ იძლევა.

რეკომენდებულია მრავალსაფეხურიანი ალგორითმის ფარგლებში, თუ არ არსებობს განავლის ჩაბარების წინასწარ შეთანხმებული ინსტიტუციური კრიტერიუმები.[2]​​[69]

მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა ახასიათებს C difficile-ს ინფექციის დიაგნოსტიკის დროს.[70]

შედეგი

დადებითი

განავლის იმუნოლოგიური ანალიზი A და B ტოქსინებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია მრავალსაფეხურიანი ალგორითმის ფარგლებში, თუ არ არსებობს განავლის ჩაბარების წინასწარ შეთანხმებული ინსტიტუციური კრიტერიუმები.[2]​​[69]

ანალიზის სენსიტიურობა 65%-დან 85%-ს შეადგენს, ხოლო სპეციფიკურობა - 95%-დან 100%-ს.[3]

მგრძნობელობის ასამაღლებლად შეიძლება 3-ჯერ განმეორდეს, თუმცა განმეორებითი ენზიმ-შეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზის (ELISA) პასუხი საბოლოო ვერ იქნება.[71]

შედეგი

დადებითი

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინიშნება მუცლის გამოხატული შებერილობის დროს.

შედეგი

აირი ნაწლავში, ნაწლავის გაგანიერება

გასათვალისწინებელი კვლევები

უჯრედული კულტურის ციტოტოქსიკურობის ნეიტრალიზაციის ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ის ინიშნება ეპიდემიური აფეთქებების დროს ან როცა დასადგენია შემთხვევის ეპიდემიოლოგია.

შედეგის მიღებას 48 საათამდე შეიძლება დაჭირდეს.

ტესტის სენსიტიურობა 80%-დან 90%-ს შეადგენს, ხოლო სპეციფიკურობა - 99%-დან 100%-ს.[3]

შედეგი

დადებითია ციტოტოქსინზე

მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

მუცლის ღრუს კტ ნაჩვენებია მუცლის შებერილობის, ტკივილის გაუარესების ან ნაწლავური ხმიანობის არარსებობის შემთხვევაში.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის ღრუს კტ გამოსახულება, სადაც ჩანს მსხვილი ნაწლავის კედლის გასქელება და სანათურის ობლიტერაციაYates B, Murphy CM, et al. ფსევდომემბრანული კოლიტი ოთხ პაციენტში ცისტური ფიბროზით ფილტვის ტრანსპლანტაციის შედეგად. BMJ Case reports. 2009; doi: 10.1136/bcr.11.2008.1218 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@28451d26[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის ღრუს კტ გამოსახულებაზე ჩანს ნაწლავის დიფუზური შესქელება, რაც სავარაუდო კოლიტზე მიუთითებსექიმი ალი ჰასუნის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@52e7d2b5

შედეგი

ნაწლავის გაგანიერება და კედლის დიფუზური გასქელება

სიგმოიდისკოპია ან კოლონოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

გაწყლულოვნება და ფსევდომემბრანული წარმონაქმნები დიაგნოსტიკური ნიშნებს წარმოადგენს, თუმცა ეს ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს.

შედეგი

ნაწლავური ფსევდომემბრანები და კოლიტი

ახალი ტესტები

განავლის ლაქტოფერინი ან კალპროტექტინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ფეკალური ბიომარკერები სულ უფრო მეტად გამოიყენება დიარეის ანთებითი და არაანთებითი მიზეზების განსასხვავებლად. ამჟამად არასაკმარისი მტკიცებულება არსებობს ამ ბიომარკერების რეკომენდირებისთვის C difficile-ს ინფექციის დიაგნოსტიკისთვის.[2]

შედეგი

მოამტებულია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას