შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
72 წლის თეთრკანიან მამაკაცს აღენიშნება მუცლის ტკივილის, გულისრევის, ძლიერი დიარეის, ცხელებისა და ზოგადად შეუძლოდ ყოფნის 5-დღიანი ისტორია. სიმპტომების დაწყებამდე 2 კვირით ადრე მან დაიწყო მკურნალობა ლევოფლოქსაცინით არაჰოსპიტალური პნევმონიის გამო, რასაც მოყვა ფილტვისმიერი სიმპტომების ალაგება. გასინჯვით გამოვლინდა 38.3°C (101°F) ცხელება და მუცლის მსუბუქი შებერილობა მინიმალური მტკივნეულობით. ლაბორატორიული ტესტებით გამოვლინდა ლეიკოციტების რაოდენობა 12,000/mm^3 და სუსტად დადებითი განავლის სინჯი ფარულ სისხლდენაზე.
სხვა გამოვლინებები
სიმპტომები მერყეობს მსუბუქი დიარეიდან ძლიერ წყლიან დიარეამდე ძლიერი მუცლის ტკივილითა და მაღალი ლეიკოციტოზით. შესაძლებელია, განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კოლიტი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. დიარეისა და ბოლო დროს ანტიბიოტიკების მიღების ანამნეზის მქონე პაციენტებში ლეიკოციტების უეცარი მომატება შეიძლება ფულმინანტური კოლიტის შესაძლო განვითარებაზე მიუთითებდეს.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას