მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

ცნობილი მაღალი რისკის ტკიპის ნაკბენი

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკის ერთეული დოზა

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა დოქსიციკლინის ერთი დოზით რეკომენდებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციაში:[25][22][51]

1. ტკიპის მაღალი რისკის ნაკბენი: Ixodes-ის სახეობის ტკიპის ნაკბენი; მინიმუმ 36 საათიანი მიმაგრება ტკიპისა კანზე; და ლაიმის დაავადების მაღალი ენდემურობის ადგილი.

2. პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ტკიპას მოშორებიდან 72 საათში.

3. დოქსიციკლინი უკუნაჩვენები არ არის. დოქსიციკლინი ზოგიერთ ქვეყანაში არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში; ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38]

მაღალი ენდემურობის ადგილად მიიჩნევა ის არეა, სადაც Borrelia burgdorferi-ის პრევალენტობა ადგილობრივი ტკიპების >20%-ში გვხვდება.[25]

პაციენტები, რომელთაც არ შეუძლიათ დოქსიციკლინის მიღება, მკურნალობას ადრეული სიმპტომების გამოვლენისთანავე იწყებენ.

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 4.4 მგ/კგ/დღე პერორალურად, ერთჯერადი დოზით, მაქსიმუმ 200 მგ/დოზა; ზრდასრულები: 200 მგ პერორალურად, ერთჯერადი დოზით

მწვავე

მიგრატორული ერითემა

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია

პერორალური ანტიბიოტიკები რეკომენდებულია მიგრირებადი ერითემით მიმდინარე ლაიმის დაავადების მქონე (ადგილობრივი ან დისემინირებული) პაციენტებისთვის, კარდიოვასკულური ან ნევროლოგიური გართულებების არარსებობის შემთხვევაში.

დოქსიციკლინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ასაკის ბავშვებში (ზოგიერთ ქვვეყანაში), ასევე ორსულობის და ლაქტაციის დროს. დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება 8 წლის ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38]​ ამოქსიცილინი და ცეფუროქსიმი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული ამ პაციენტებში.

მაკროლდები (მაგ:. აზითრომიცინი) არ არის რეკომენდებული, როგორც პირველი რიგის მკურნალობა. ისინი გამოიყენება მხოლოდ პირველი რიგის პრეპარატებისადმი არატოლერანტულ პაციენტებში ან ალერგიის დროს და საჭიროებს სიმპტომების რეზოლუციის მკაცრ მონიტორინგს. შეერთებულ შტატებში მაკროლიდები, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურია ვიდრე ამოქსიცილინი, რანდომიზებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც აჩვენა სიმპტომების გაუმჯობესება და რეციდივის რისკის შემცირება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამოქსიცილინით, აზითრომიცინთან შედარებით.[48]

მკურნალობის კურსი: 10 დღე (დოქსიციკლინი); 14 დღე (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, პენიცილინი); 7-10 დღე (აზითრომიცინი). დიდ ბრიტანეთში რეკომენდებულია უფრო გრძელი კურსები: 21 დღე დოქსიციკლინისა და ამოქსიცილინისთვის და 17 დღე აზითრომიცინისთვის.[32]

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 2.2 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 100 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ამოქსიცილინი: ბავშვები: 50 მგ/კგ/დღე პერორალურად დაყოფილი 3 მიღებაზე,მაქსიმუმ 500 მგ/დოზა; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში სამჯერ

ან

ცეფუროქსიმი: ბავშვები: 30 მგ/კგ/დღე პერორალურად გაყოფილი 2 მიღებაზე დღეში,, მაქსიმუმ 500 მგ/დოზა; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

მეორეული ვარიანტები

აზიტრომიცინი: ბავშვებში: 10 მგ/კგ/დღე პერორულად, დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 500 მგ/დღეში; ზრდასრულებში: 500 მგ პერორულად დღეში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია

როდესაც მიგრატორული ერითემის ცელულიტისგან დიფერენცირება ვერ ხერხდება, ცეფუროქსიმი ან ამოქსიცილინ/კლავულინატი არის რეკომენდებული.

სხვადასხვა კვლევა იყენებდა მკურნალობის 10-დან 21 დღემდე ხანგრძლივობის კურსს, თუმცა აღნიშნული ფორმების ეფექტურობა დეტალურად არ შეუდარებიათ. უმეტეს შემთხვევაში 14 დღიანი კურსი ადექვატურია, თუმცა საეთო შეთანხმება მაინც ვერ მიიღწევა საჭირო მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე.

პირველადი პარამეტრები

ცეფუროქსიმი: ბავშვები: 30 მგ/კგ/დღე პერორალურად გაყოფილი 2 მიღებაზე დღეში,, მაქსიმუმ 500 მგ/დოზა; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ამოქსიცილინ/კლავულანატი: ზრდასრულებში: 500 მგ პერორალურად სამჯერ დღეში

მეტი

გულის დაზიანება

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია

პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.[25]

ანტიბიოტიკოთერაპია ტარდება 14-21 დღის განმავლობაში.[25]

დოქსიციკლინი ზოგიერთ ქვეყანაში არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში; ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38]

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 2.2 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 100 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ამოქსიცილინი: ბავშვები: 50 მგ/კგ/დღე პერორალურად 3 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 500 მგ/დოზა; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში სამჯერ

ან

ცეფუროქსიმი: ბავშვები: 30 მგ/კგ/დღე პერორალურად გაყოფილი 2 მიღებაზე დღეში,, მაქსიმუმ 500 მგ/დოზა; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

Back
1-ლი რიგის – 

ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია

ინტრავენური ანტიბიოტიკები და მუდმივი ეკგ მონიტორინგი რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც აღნიშნებათ გულის ისეთი მძიმე გართულებები ან მათი რისკი, როგორებიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, სინკოპე, დისპნოე, ატრიოვენტრიკულური ბლოკი, PR ინტერვალი 300 მილიწამი ან მეტი, სხვა ტიპის არითმიები, ან მიოპერიკარდიტის კლინიკური გამოვლინებები.[25]

ცეფტრიაქსონი არჩევის პრეპარატია ზრდასრულებსა და ბავშვებში.

ალტერნატიული აგენტებია ცეფოტაქსიმი ან ბენზილპენიცილინი.

დოქსიციკლინი ალტერნატიული მედიკამენტია გულისმიერი გართულებების მქონე პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ პენიცილინებს ან ცეფალოსპორინებს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში ის არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურებში; ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38]

კლინიკური გაუმჯობესების თვალსაჩინოების შემთხვევაში პაციენტებს უნდა დაენიშნოთ პერორალური ანტიბიოტიკები.

ანტიბიოტიკოთერაპია ტარდება 14-21 დღის განმავლობაში.[25]

პირველადი პარამეტრები

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50-75 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 200 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად დღეში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

ნატრიუმ ბენზილპენიცილინი: ბავშვებში: 25-50 მგ/კგ კუნთებში/ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 2.4 გ ყოველ 4 საათში ერთხელ; ზრდასრულებში: 2.4 გ კუნთებში/ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ

ან

ცეფოტაქსიმი: ბავშვებში: 150-200 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად 3-4 დაყოფილი დოზით, მაქსიმუმ 2000 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ

მესამე ვარიანტები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 2.2 მგ/კგ ინტრავენურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 100 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 100 მგ ინტრავენურად დღეში ორჯერ

მეტი
Back
განიხილე – 

დროებითი პეისმეიკერი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

დროებითი პეისმეიკერის გამოყენება რეკომენდებულია სიმპტომური ბრადიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, როდესაც ვერ ხერხდება მედიკამენტური მართვა.[25]

ნევროლოგიური დაავადება

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ან ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია

ლაიმის დაავადების ადრეული ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებმა, მენინგიტის,, კრანიული ნერვების, ნერვული ფესვების ან პერიფერული ნერვების (ბანვარსის სინდრომი) ჩართულობით, შეიძლება ჩაიტარონ 2 კვირიანი მკურნალობის კურსი პერორალური (დოქსიციკლინი) ან ინტრავენური ანტიბიოტიკით (ცეფტრიაქსონი, ცეფოტაქსიმი, ბენზილპენიცილინი). [25][33]

ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებული სახის დამბლის მქონე პაციენტებში მკურნალბობა ტარდება ანტიბიოტიკებით; აშშ-ის გაიდლაინების თანახმად რეკომენდებულია პერორალური დოქსიციკლინი.[25] შესაძლოა მკურნალობის დაწყება კორტიკოსტეროიდებით, ვინაიდან მათ იყენებენ სახის ნერვის იდიოპათიური დამბლის მკურნალობისთვის; თუმცა, ბორელიოზის იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი გამოყენება უნდა შეწყდეს.[25]

დოქსიციკლინი ზოგიერთ ქვეყანაში არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში; ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38]

სახსრებისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში მკურნალობა დამოკიდებულია ინდივიდიალურ შემთხვევებზე, ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ.

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 2.2 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 100 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50-75 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 200 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად დღეში ერთხელ

ან

ცეფოტაქსიმი: ბავშვებში: 150-200 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად 3-4 დაყოფილი დოზით, მაქსიმუმ 2000 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ

ან

ნატრიუმ ბენზილპენიცილინი: ბავშვებში: 25-50 მგ/კგ კუნთებში/ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 2.4 გ ყოველ 4 საათში ერთხელ; ზრდასრულებში: 2.4 გ კუნთებში/ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ან ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია

პერიფერული ნეიროპათიით მიმდინარე გვიანი ლაიმის დაავადების და ქრონიკული ატროფული აკროდერმატიტის შემთხვევაში რეკომენდებულია 3-კვირიანი მკურნალობა პერორალური დოქსიციკლინით ან ინტრავენური ცეფტრიაქსონით.[25][33]

დოქსიციკლინი ზოგიერთ ქვეყანაში არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში; ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38]

სახსრებისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში მკურნალობა დამოკიდებულია ინდივიდიალურ შემთხვევებზე, ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ.

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 2.2 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 100 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50-75 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 200 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად დღეში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

ინტრავენური ცეფტრიაქსონი

მიელიტის, ენცეფალიტის და ვასკულიტის გამოვლინებების მქონე პაციენტები საჭირეობენ ინტრავენურ ცეფტრიაქსონს 2 კვირის (ადრეული სიმპტომებისთვის) ან 3 კვირის (გვიანი სიმპტომებისთვის) განმავლობაში.[33]

პარენქიმული ლაიმის დაავადდების მქონე პაციენტებში ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფოკალური ნიშნების გამოვლენის დროს, მკურნალობა ტარდება 2-4 კვირის განმავლობაში, ინტრავენური ანტიბიოტიკებით.[25][33]

სახსრებისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში მკურნალობა დამოკიდებულია ინდივიდიალურ შემთხვევებზე, ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ.

პირველადი პარამეტრები

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50-75 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 200 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად დღეში ერთხელ

ართრიტი

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია

ლაიმის ართრიტის მკურნალობა იმავე პერორალური კურსით შეიძლება, რომლითაც გაურთულებელი ლაიმის დაავადება იკურნება, თუმცა უფრო ხანგრძლივი თერაპია არის საჭირო (ჯამში 28 დღე).

დოქსიციკლინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს და არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა 21 დღეს შეადგენს, ვინაიდან უსაფრთხოების მონაცემები არასაკმარისია.[37][38] დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში.

სახსრებისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში მკურნალობა დამოკიდებულია ინდივიდიალურ შემთხვევებზე, ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ.

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები: 2.2 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 100 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ამოქსიცილინი: ბავშვები: 50 მგ/კგ/დღე პერორალურად დაყოფილი 3 მიღებაზე,მაქსიმუმ 500 მგ/დოზა; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში სამჯერ

ან

ცეფუროქსიმი: ბავშვები: 30 მგ/კგ/დღე პერორალურად გაყოფილი 2 მიღებაზე დღეში,, მაქსიმუმ 500 მგ/დოზა; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

მეორეული ვარიანტები

აზიტრომიცინი: ბავშვებში: 10 მგ/კგ/დღე პერორულად, დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 500 მგ/დღეში; ზრდასრულებში: 500 მგ პერორულად დღეში ერთხელ

Back
განიხილე – 

არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო მედიკამენტები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო მედიკამენტების ანტიბიოტიკებთან კომბინციაში გამოყენება შესაძლებელია, ლაიმის ართრიტის სიმპტომების მოხსნის მიზნით.

პირველადი პარამეტრები

დიკლოფენაკის კალიუმის მარილი: ბავშვებში: 50 მგ პერორალურად (დაუყოვნებელი გამოტავისუფლების) დღეში სამჯერ, საჭიროებისამებრ

ან

იბუპროფენი: ბავშვებში: 10 მგ/კგ/დოზა პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღეში; 300-400 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

მიმდინარე

განმეორებადი ან პერსისტენტული ართრიტი

Back
1-ლი რიგის – 

ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია

ართრიტის მუდმივი ან განმეორებითი სიმპტომების მქონე პაციენტებში (პერორალური ანტიბიოტიკების საწყისი კურსის შემდეგ) უნდა ჩატარდეს 2-4-კვირიანი მკურნალობა ინტრავენური ცეფტრიაქსონით.[25][52][53]

დოქსიციკლინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს 8 წლამდე ბავშვებში, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა 21 დღეზე მეტს შეადგენს, ვინაიდან უსაფრთხოების მონაცემები არასაკმარისია.[37][38] დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში.

ართრიტის მქონე პაციენტები, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე, უნდა მივმართოთ რევმატოლოგთან დამატებითი გამოკვლევებისთვის და სხვა გამომწვევი მიზეზების სათანადო მკურნალობისთვის.

პირველადი პარამეტრები

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50-75 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 200 მგ/დოზა; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად დღეში ერთხელ

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას