შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

18 წლის მამაკაცი აღნიშნავს არამოქავებადი, ერითემატოზული გამონაყარის, სუბფებრილური ცხელებისა და ართრალგიის 1 კვირიან ანამნეზს, ივლისის თვეში. ფიზიკური გამოკვლევისას, პაციენტს კანზე აღენიშნება დაახლოებით 4-10 სმ დიამეტრის მქონე მრავლობითი დაზიანებები, ცენტრალური გაწმენდილი არეებით. პაციენტს შენობისგარე გარემოსთან ექსპოზიიციის მნიშვნელოვანი ანამნეზი ჰქონდა, თუმცა ტკიპას ან მწერის კბენის შემთხვევას ვერ იხსენებდა.

სხვა გამოვლინებები

ლაიმის დაავადების ადრეული ეტაპი მოიცავს მიგრირებად ერითემას და ნაადრევ დისემინირებულ ინფექციას (მრავლობითი მიგრირებადი ერითემები, კარდიტი, კრანიული ნერვების დამბლა [ყველაზე ხშირად VII კრანიული ნერვის], ასეპტიკური მენინგიტი ან მწვავე რადიკულოპათია). კონტინენტებს შორის ბორელიას გენოსახეობებში განსხვავებები იწვევს განსხვავებებს კლინიკურ პრეზენტაციაში.[1]

მიგრირებადი ერითემა (EM), რომელიც ყველაზე ხშირ ნიშანს წარმოადგენს, ლაიმის დაავადების მქონე პაციენტთა დაახლოებით 50-90%-ში გვხვდება. ის ვითარდება ტკიპის ნაკბენის ადგილზე, ჩვეულებრივ 1-დან 2 კვირამდე; ამის საპირისპიროდ, ტკიპის ნაკბენის რეაქტიული გამონაყარი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში, ასოცირდება კანის ქავილთან და სიცხესთან და ზოგადად ქრება რამდენიმე დღის შემდეგ.[1]ეს არის კანის უმტკივნეულო, რკალისებრი დაზიანება, რომელიც არ იწვევს ქავილს და შეიძლება ჰომოგენურად ერითემატოზული იყოს ან ცენტრში დაუზიანებელი რეგიონი აღენიშნებოდეს (ხარის თვალი) და ჩვეულებრივ დიამეტრში ≥5სმ-ს ან მეტს შეადგენს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მიგრატორული ერითემაექიმ კრისტიან სპეილის პირადი კოლექციიდან,ნებადართულია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@e23735c[Figure caption and citation for the preceding image starts]: მიგრატორული ერითემაექიმ კრისტიან სპეილის პირადი კოლექციიდან,ნებადართულია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@75e74c

B burgdorferi ss და B garinii ჩვეულებრივ იწვევს ერთგვაროვან EM-ს, განსხვავებით B afzelii-სთან დაკავშირებული EM-ისგან, რომელიც ხასიათდება ცენტრალური გაწმენდით შემთხვევების 60%-ში.[1]​ ამიტომ, ცენტრალური გაწმენდა ნაკლებად ხშირია პაციენტებში აშშ-ს ენდემურ რაიონებში (აღმოჩენილია პაციენტების დაახლოებით 20%-ში), ვიდრე აშშ-სა და ევროპის არაენდემურ რაიონებში (დაფიქსირებული პაციენტების დაახლოებით 80%-ში).[2] EM ხშირად თან ახლავს კონსტიტუციური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ართრალგია.[3]​​ არანამკურნალევი მარტოხელა EM დაზიანებები ჩვეულებრივ უმჯობესდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. მრავლობითი დაზიანება შეიძლება მოხდეს, რადგან ორგანიზმი ვრცელდება ინფექციის პირველადი ადგილიდან. ევროპაში პირველადი ინფექციის ადგილას ძირითადად უმტკივნეულო ერითემა მიგრანსი ვლინდება, ნაკლები ანთებითი რეაქციებითა და ნელი პროგრესიით.[3]

ბორელიალური ლიმფოციტომა, კანის იშვიათი გამოვლინებაა,იგი ვლინდება როგორც ერთეული, უმტკივნეულო მოლურჯო-წითელი შეშუპება, ჩვეულებრივ ყურის ბიბილოზე, ძუძუს დვრილის ან სათესლე პარკის არეში. ის ძირითადად ევროპაში გვხვდება და ჩვეულებრივ გამოწვეულია Borrelia garinii ან B afzelii-ით​​[1] უპირატესად აღინიშნება ბავშვებში. ხშირად, არის წინა ან თანმხლები მიგრირებადი ერითემა. ანტიბიოტიკოთერაპიისას ბორელიალური ლიმფოციტომა ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე კვირაში.[1]​​

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბორელიალური ლიმფოციტომაGzzz, CC BY-SA 4.0 Wikimedia Commons-ის მეშვეობით; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@557a3609

ძვალსახსროვანი სისტემის სიმპტომები ართრალგიას და ართრიტს მოიცავს. ართრიტი, როგორც წესი, ვლინდება სახსრის შეშუპების განმეორებითი შეტევებით 1 ან მეტ სახსარში, როგორც წესი, მოიცავს მუხლებს, ინფექციიდან სამიდან ექვს თვემდე. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ განიცადონ სახსრების პერი0დული ან მუდმივი შეშუპება. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ართრიტი უმეტეს შემთხვევაში განიკურნება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში პროლიფერაციული სინოვიტი შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან რამდენიმე წლის განმავლობაში. B burgdorferi ss ჩრდილოეთ ამერიკაში უფრო ართრიტოგენურია, ვიდრე სხვა გენოტიპები, ამიტომ ლაიმის ართრიტი უფრო ხშირია ჩრდილოეთ ამერიკაში (შემთხვევების 28%) ვიდრე ევროპაში (3%-დან 7%-მდე).[1]

ნევროლოგიური გამოვლინებები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია როგორც ლაიმის ნეირობორელიოზი, აღინიშნება ლაიმის დაავადების შემთხვევების დაახლოებით 10%-ში.[1]​ ადრეული სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება ტკიპის კბენის დღიდან რამდენიმე კვირამდე, როგორც ლიმფოციტური მენინგიტი, კრანიალური ნერვის დამბლა (ყველაზე ხშირად გავლენას ახდენს სახის ნერვზე [კრანიალური ნერვი VII]) ან რადიკულონევროპათია. აშშ-ში, ადრეული ლაიმის ნეირობორელიოზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა სახის დამბლა.[3]​ ის შეიძლება იყოს ორმხრივი პაციენტების 25%-მდე და უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.[1]​ სხვა გამოვლინებები მოიცავს ქვემწვავე მენინგიტს და, ნაკლებად ხშირად, რადიკულონევრიტს.[3]​ ევროპაში B garinii განსაკუთრებით ნეიროტროპულია და ნეირობორელიოზი ჩვეულებრივ ვლინდება მტკივნეული რადიკულონევრიტით და ლიმფოციტური მენინგიტით, კრანიალური ნევრიტით ან მის გარეშე.[1]​ სიმპტომების ეს ტრიადა ცნობილია როგორც ბანვარტის სინდრომი და დაფიქსირდა რამდენიმე ათეული წლით ადრე ლაიმის ბორელიოზის ეტიოლოგიის დადგენამდე.[4]​ მენინგიტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ ლიმფოციტების შედარებით მაღალი კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში (პლეოციტოზი).[5]

კარდიოვასკულური გართულებებია კარდიტი, თანდართული AV ბლოკადით (მეორე ან მესამე ხარისხის), რომელიც სპონტანურად ლაგდება რამდენიმე დღეში ან კვირაში და მიოპერიკარდიტი. ლაიმის კარდიტი ჩვეულებრივ თვითშეზღუდულია, მაგრამ მკურნალობის გარეშე შეიძლება პოტენციურად ფატალური იყოს.[1]

ლაიმის დაავადების გვიანდელი გამოვლინებებია (ექსპოზიციიდან >6 თვეში) ართრიტი (ქრონიკული მონო- ან ასიმეტრული ოლიგოართრიტი), ნევროლოგიური ჩართულობა (ენცეფალოპათია, ენცეფალომიელიტი, პერიფერული ნეიროპათია ან ქრონიკული პროგრესირებადი მენინგოენცეფალიტი) და ატროფიული ქრონიკული აკროდერმატიტი (ACA). ACA კანის ქრონიკული და ნელა პროგრესირებადი მდგომარეობაა, კანის მოლურჯო-მოწითალო ატროფული დაზიანებებით კიდურების იმ არეში, რომლიც მზესთან ექსპოზიციას განიცდის. ევროპაში ის გვხვდება ლაიმის დაავადების შემთხვევების 1%-დან 3%-მდე და გამოწვეულია Borrelia afzelii-ით.[1] ის პრაქტიკულად არ არის ჩრდილოეთ ამერიკაში. ხშირია თანმხლები პერიფერიული ნეიროპათია და შეიძლება მოხდეს ლოკალური სახსრის ჩართვა.[1]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტინგუენ AL და სხვ. შემთხვევის ანგარიშები 2016; 2016: bcr2016216033; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@440e6fd5

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას