პირველადი პრევენცია
ლაიმის დაავადების პრევენციისთვის ურჩიეთ პაციენტებს:[22][23] CDC: Lyme disease Opens in new window CDC: tickborne diseases Opens in new window
მოერიდეთ ტკიპებით სავსე ადგილებს, მაგ. ბუჩქნარს და იარეთ ბილიკების ცენტრში.
თუ ისინი ცხოვრობენ ან იმყოფებიან ტკიპების გავრცელების რეგიონში:
გამოიყენეთ დამცავი ტანისამოსი, როგორებიცაა გრძელი შარვლები და გრძელსახელოებიანი მაისურები, რათა არ მიეცეთ ტკიპებს კანთან შეხების საშუალება.
გამოიყენეთ მწერებისგან დამცავი საშუალებები, როგორიცაა 20-30%-იანი N,N-დიეთილ-მეტა-ტოლუამიდი ტანსაცმელზე და ექსპოზირებულ კანზე. ბავშვებში რეკომენდებულია 10%-იანი N,N-დიეთილ-მეტა-ტოლუამიდი-ის გამოყენება. N,N-დიეთილ-მეტა-ტოლუამიდის ალტერნატივებია პიკარიდინი, ლიმონის ევკალიპტის ზეთი, ეთილ ბუტილაცეტილამინოპრიპიონატი (IR3535), პარა-მენთან-დიოლი ან 2-უნდეკანონი.
გამოიყენეთ პერმეთრინის სპრეი ტანისამოსისთვის, (შარვლები, მაისურები, წინდები და ფეხსაცმელები) კარვებისა და საბანაკო აღჭურვილობისთვის. პერმეთრინის გამოყენება პირდაპირ კანზე დაუშვებელია.
ყოველდღე უნდა შემოწმდეს კანი ტკიპას ნაკბენზე და დადასტურების შემთხვევაში უცებ მოშორდეს. ტკიპას მოშორება პინცეტის ან მსგავსი მოწყობილობების საშუალებით კანიდან აძრობით ხდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტკიპას პირის ნაწილი კანზე რჩება მიმაგრებული, ბაქტერია მაინც არ ვრცელდება. დაზიანებული კანის ნაწილი საპნით და წყლით უნდა ჩამოიბანოს. თავი უნდა აარიდონ ტკიპას სხეულის გაჭყლეტვას.
მიიღეთ ზომები ტკიპების რაოდენობის შესამცირებლად ლაიმით დაინფიცირებულ უბნებში, მაგალითად:
გამოიყენონ ინსექტიციდები (აკარიციდები).
მოუარონ გარემოს ისე, რომ ის ნაკლებად ხელსაყრელი იყოს ტკიპების საცხოვრებლად (მაგ. ჩამოცვენილი ფოთლების მოშორება, მაღალი ბალახის გაკრეჭა და საცხოვრებელი სახლების გარშემო არსებული ჯაგნარის მოშორება, რათა ტერიტორია კარგად ნიავდებოდეს და მზის სხივებით თბებოდეს, რაც ტკიპების რაოდენობას შეამცირებს).
მოაშორონ ტერიტორიას ირმები.
ამჟამად ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი. წარსულში შემუშავებული ვაქცინა, რომლის ეფექტურობაც დაახლოებით 80%-ს შეადგენდა, ამერიკაში ამოიღეს ბაზრიდან, ვაქცინაზე დაბალი მოთხოვნის გამო. აგრეთვე დიდი ინტერესსა და ეჭვს იწვევდა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა.[24]
მეორეული პრევენცია
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა დოქსიციკლინის ერთი დოზით რეკომენდებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციაში:[22][25][51]
ტკიპის მაღალი რისკის ნაკბენი: Ixodes-ის სახეობის ტკიპის ნაკბენი; მინიმუმ 36 საათიანი მიმაგრება ტკიპისა კანზე; და ლაიმის დაავადების მაღალი ენდემურობის ადგილი (მაღალი ენდემურობის ადგილად მიიჩნევა ის არეა, სადაც Borrelia burgdorferi-ის პრევალენტობა ადგილობრივი ტკიპების >20%-ში გვხვდება).
პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ტკიპას მოშორებიდან 72 საათში.
დოქსიციკლინი უკუნაჩვენები არ არის. დოქსიციკლინი ზოგიერთ ქვეყანაში არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში; ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში. აშშ-ში ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ ნებადართულია დოქსიციკლინის ხანმოკლე გამოყენება (21 დღემდე)8 წლამდე ბავშვებში ლაიმის დაავადების დროს.[37][38]
ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება.[25] უსაფრთხოების სტანდარტული ზომების გარდა, დამატებით სხვა სპეციფიკური ღონისძიებების გატარება არ არის საჭირო საავადმყოფოში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით. CDC: Lyme disease Opens in new window CDC: tickborne diseases Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას