მონიტორინგი

გაურკვეველი საწყისი დიაგნოზის მქონე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ გამოჯანმრთელების ფაზის სეროლოგია 2-4 კვირაში.[30]

თავდაპირველი მკურნალობის შემდეგ, ლაიმის დაავადების შემთხვევაში, მათ შორის მენინგიტით მიმდინარე ფორმის დროს, აუცილებელია პაციენტებზე 1-2 კვირიანი დაკვირვება სიმპტომების სრული ალაგების შესაფასებლად.

პირები, რომლებმაც დამოუკიდებლად მოიშორეს ტკიპა, (პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაშიც) საჭიროებენ 30 დღემდე მონიტორინგს ტკიპათი გავრცელებადი დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებისა და ნიშნების დროული ინდეტიფიცირებისთვის.[25]

ლაიმის ართრიტის მქონე პაციეტებმა, რომელთაც პერსისტენტული ან განმეორებადი სიმპტომები აღენიშნებათ, შესაბამისი საწყისი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ უნდა ჩაიტარონ თერაპია პარენტერული ანტიბიოტიკებით, 2-4 კვირის განმავლობაში.[25] ართრიტის მქონე პაციენტები, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე, უნდა მივმართოთ რევმატოლოგთან დამატებითი გამოკვლევებისთვის და სხვა გამომწვევი მიზეზების სათანადო მკურნალობისთვის.

დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარე ლაიმის კარდიტის შემთხვევაში, როგორიცაა სინკოპე, დისპნოე, გულმკერდის ტკივილი, ან მეორე/მესამე ხარისხის ატრიოვენტერიკულიური ბლოკადა ან გახანგრძლივებული PR ინტერვალი (300 მილიწამი ან უფრო ხანგრძლივი) საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და უწყვეტი მონიტორინგი კარდილოგიურ განყოფილებაში.[25]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას