ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია ინფიცირებულ ტკიპასთან ექსპოზიცია, ნაკბენის ხანგრძლივობა და შენობისგარე აქტივობები.

მიგრატორული ერითემა

ტიპური გამონაყარი ტკიბას ნაკბენიდან 1-2 კვირაში ვითარდება (1-36 დღის ინტერვალი).[2]

ცენტრალური დაუზიანებელი არეები კლასიკური ნიშანია, თუმცა არ არის აუცილებელი დიაგნოზის დასასმელად.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მიგრატორული ერითემაექიმ კრისტიან სპეილის პირადი კოლექციიდან,ნებადართულია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@c96dca2[Figure caption and citation for the preceding image starts]: მიგრატორული ერითემაექიმ კრისტიან სპეილის პირადი კოლექციიდან,ნებადართულია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3adae75e[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლაიმის დაავადების მქონე პაციენტის მარჯვენა მხრის უკანა ნაწილი, რომელზეც გამოხატულია მიგრატორული ერითემაCDC გამოსახულებების ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4e2eb6f3[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლაიმის დაავადების დიაგნოზის მქონე პაციენტის მარცხენა ბარძაყის ლატერალური ნაწილი, რომელზეც გამოხატულია დამახასიათებელი მოწითალო, მზარდი გამონაყარი (მიგრატორული ერითემა)CDC გამოსახულებების ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@73eb0b4

კონსტიტუციური სიმპტომები

ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, დაღლილობა ან ართრალგია შეიძლბა განვითარდეს ინფექციის შემდეგ.

გულზიდვა და გულღებინება იშვიათია.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

სახის დამბლა

ქვედა მოტორული ნეირონების დაზიანებისთვის დამახასიათებელი სახის კუნთების ცალმხრივი სისუსტე (VII კრანიული ნერვი) შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათად, ლაიმის დაავადება სახის ნერვის ორმხრივ დამბლას იწვევს.

ართრიტი ან ართრალგია

ერთი ან მრავალი სახსრის შესიება და ტკივილი. ყველაზე ხშირად მუხლის სახსარი ზიანდება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლაიმის დაავადების მქონე ამ პაციენტს მარჯვენა მუხლის სახსრის ართრიტის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები გამოუვლინდა, რომლებიც Borrelia burgdorfer-ის ინფექციითაა გამოწვეულიCDC გამოსახულებების ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4a84713d

რეგიონული ლიმფადენოპათია

მადრენირებელი ლიმფური კვანძები შეიძლება გადიდდეს.

კისრის გაშეშება

ვითარდება ასეპტიკური მენინგიტის დროს.

კანის ლიმფოციტომა

უმტკივნეულო, მოლურჯო-მოწითალო კვანძი ან ფოლაქი ყურის ბიბილოზე, ძუძუს დვრილზე ან სათესლე პარკზე, რომელიც მხოლოდ ევროპაში დაფიქსირდა.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბორელიალური ლიმფოციტომაGzzz, CC BY-SA 4.0 Wikimedia Commons-ის მეშვეობით; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@cabf09f

ქრონიკული ატროფული აკროდერმატიტი

მოწითალო-მოლურჯო შეფერილობა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში ატროფიას განიცდის.

გვხვდება ევროპაში.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტინგუენ AL და სხვ. შემთხვევის ანგარიშები 2016; 2016: bcr2016216033; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@48d5a98c

ატრიოვენტრიკულური (AV) ბლოკადა ან მიოპერიკარდიტი

კარდიოვასკულური გართულებებია კარდიტი თანდართული AV ბლოკადით (მეორე ან მესამე ხარისხის) და, იშვიათად, მიოპერიკარდიტი.

რადიკულონეიროპათია

ნევროლოგიური გამოვლინებები მოიცავს მტკივნეულ რადიკულონევროპათიას.

ენცეფალომიელიტი, პერიფერული ნეიროპათია, ენცეფალოპათია

გვიანდელი ნევროლოგიური გართულებები ძირითადად მოიცავს ენცეფალომიელიტს, პერიფერულ ნეიროპათიას ან ენცეფალოპათიას.

პერიფერიული ნეიროპათია ვლინდება,როგორც სუსტად დიფუზური პოლინეიროპათია,ე.წ.ხელთათმანების და წინდების არეში.

რისკფაქტორები

ძლიერი

ინფიცირებულ ტკიპასთან ექსპოზიცია

ინფიცირებულ ტკიპათა პრევალენტობა გეოგრაფიულ რეგიონებზეა დამოკიდებული.

აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ და შუა დასავლეთში ზრდასრული ტკიპების დაახლოებით 30%-დან 40%-მდე დაინფიცირებულია Bburgdorferi-ით.​[20][21]

შენობისგარე აქტივობები

პროფესიულ, რეკრეაციულ და დასახლებულ პირობებში ტკიპებით მდიდარ ტყეებთან ექსპოზიცია ან მათთან ახლოს მდებარე მდელოები, ენდემურ რეგიონებში მნიშვნელოვან რისკფაქტორებს წარმოადგენს.

ზოგადად, თვითონ ტყეები უფრო სარისკოა, ვიდრე მათ სიახლოვეს მდებარე მდელოები.

ტკიპას კბენის ხანგრძლივობა

ტკიპას კბენის ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს 48 საათს ინფექციის ტრანსმისია რომ მოხდეს. ტკიპას კბენის ანამნეზი უფრო ხშირია ევროპაში, ვიდრე აშშ-ში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას