პროგნოზი

რამდენიმე ბიომარკერი, შრატის პროკალციტონინის ჩათვლით, გამოკვლეულია ასპირაციული პნევმონიის ასპირაციული პნევმონიტისგან დიფერენცირების მიზნით, თუმცაღა უშედეგოდ.[57] პაციენტების უმრავლესობა პასუხობს ადექვატურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე 5 დღის განმავლობაში. ანტიბიოტიკების დაუყონებლივ ინიცირებას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ფილტვის აბსცესის ან ემპიემის განვითარების პრევენცია. გაურთულებელი ასპირაციული პნევმონიის ადექვატური ანტიბიოტიკებით დაუყონებლივი მკურნალობის პირობებში მოსალოდნელია პაციენტის სრული გამოჯანსაღება. თუმცა, თუ საჭიროა საკვები მილების გამოყენება, ან ადგილი აქვს ყლაპვის დისფუნქციას, ორალური ჰიგიენის არასრულფასოვან დაცვას, ან სხვა განმაპირობებელი ფაქტორების არსებობას, პაციენტი ხვდება განმეორებითი (რეკურენტული) ასპირაციული პნევმონიის რისკის ქვეშ. აღნიშნული განმაპირობებელი ფაქტორები ექვემდებარება კორექციას მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.

ასპირაციული პნევმონია ხშირად ვლინდება პაციენტებში, რომელთას ზოგადად სუსტი ჯანმრთელობა აქვთ. მიუხედავად თანაარსებული დაავადებებისა და ასაკისა ამ პაციენტების გრძელვადიანი გადარჩენადობა დაქვეითდა. ყლაპვის მკურნალობის შემთხვევაშიც კი, ქრონიკული ასპირაციის მქონე პაციენტებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუსწორდეს ყლაპვა და, სავარაუდოდ, ასპირაციული პნევმონიის კიდევ ერთი ეპიზოდი აქვთ. თანაარსებული დაავადებების და ცხოვრების ხარისხის, ასევე ასპირაციული პნევმონიის სიხშირის მიხედვით, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და მკურნალობის მიზნების პაციენტთან ან მის ოჯახთან განხილვა. ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა აირჩოს აიცილოს გასტროსტომიური მილები ან ენდოტრაქეული ინტუბაცია და აირჩიოს პერორალური კვების გაგრძელება და თან აცნობიერებდეს სიკვდილობის გაზრდილ რისკს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას