ახალი ტიპის მკურნალობა

ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორები

აგფ ინჰიბიტორები ფართოდ არის შესწავლილი იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა მათ გააუმჯობესონ სიმპტომატური დისფაგია ასპირაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, როგორიცაა ინსულტის ანამნეზის მქონე პაციენტები ან ისინი, ვინც იკვებება მილის საშუალებით. ინსულტგადატანილი პაციენტების პოპულაციაში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე უფრო ეფექტურად ამცირებს პნევმონიის განვითარების რისკს.[45][46] სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორები დაკავშირებულია პნევმონიის ოდნავ დაბალ რისკთან იმ ზრდასრულ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით; მაგრამ ეფექტი მცირე იყო.[47]

ცილოსტაზოლი

ცილოსტაზოლი არის ციკლური ადენოზინ მონოფოსფატის ფოსფოდიესთერააზას ინჰიბიტორი, რომელიც აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და წარმოადგენს პირდაპირ არტერიულ ვაზოდილატორს. პაციენტებში, რომლებსაც ცილოსტაზოლით მკურნალობდნენ ინსულტისთვის, აღინიშნა მეორადი ინსულტის და ასპირაციული პნევმონიის მეთხვევების შემცირება.[48][49] 

სენსორული გამღიზიანებელი

კაფსაიცინიხ, მენთოლის და/ან შავი წიწაკის ზეთი შესაძლოა იყოს დაბალი რისკის შემცველი მიდგომა ყლაპვის და ხველის რეფლექსების სტიმულაციისთვის.[35][50] 

სხვა სამკურნალო საშუალებები

ამანტადინი, კაბერგოლინი, თეოფილინი, კაპსიატი, მოსაპრიდი და ნიკერგოლინი ყველა შესწავლილია ასპირაციული პნევმონიის კონტექსტში და გამოვლინდა იმედისმომცემი შედეგები, განსაკუთრებით იმ კვლევებში, რომლებიც შეისწავლიდა ინსულტის შემდგომ პაციენტებს და რომლებიც ჩატარდა იაპონიაში.[51][52][53][54][34][55] ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მეტოკლოპრამიდის გამოყენებისას 7 დღის განმავლობაში ინსულტის მქონე პაციენტების ნაზოგასტრალური მილის საშუალებით კვების პირობებში პლაცებოსთან შედარებით გამოვლენილია პნევმონიის განვითარების ნაკლები სიხშირე.[56]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას