ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
საკვანძო რისკ ფაქტორები მოიცავენ შეცვლილ მენტალურ სტატუსს, ყლაპვის დისფუნქციას, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ინტუბაციას ან ტრაქეოსტომული მილის არსებობას, ხანდაზმულ ასაკს, საკვები მილების არსებობას, აგრეთვე ჰორიზონტალურ პოზიციას.
ხველა
არა-სპეციფიური სიმპტომი. შესაძლოა გასტანოს ასპირაციის ეპიზოდის მომდევნო 1 კვირის, ან მეტი დროის განმავლობაში.
ქოშინი
არა-სპეციფიური სიმპტომი. შესაძლოა გასტანოს ასპირაციის ეპიზოდის მომდევნო 1 კვირის, ან მეტი დროის განმავლობაში.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ცხელება
არა-სპეციფიური სიმპტომი. უნდა ზრდიდეს ეჭვს ასპირაციული პნევმონიის არსებობაზე.
გულმკერდი პლევრიტული ტკივილიგულმკერდის პლევრიტული ტკივილი
არა-სპეციფიური სიმპტომი. შესაძლოა გასტანოს ასპირაციის ეპიზოდის მომდევნო 1 კვირის, ან მეტი დროის განმავლობაში.
ტაქიპნოე
არა-სპეციფიური სიმპტომი. უნდა ზრდიდეს ეჭვს ასპირაციული პნევმონიის არსებობაზე.
ავსუნიანი სუნთქვა
ასოცირებულია ანაერობული ბაქტერიების არსებობასთან. ასპირაციული პნევმონიის მქონე პაციენტებს ახასიათებს ძალიან ვარიაბელური მიგნებები.
კრეპიტაციები
ასპირაციული პნევმონიის მქონე პაციენტებს ახასიათებს ძალიან ვარიაბელური მიგნებები.
ქაფიანი ან ჩირქოვანი ნახველი
არა-სპეციფიური სიმპტომი. უნდა ზრდიდეს ეჭვს ასპირაციული პნევმონიის არსებობაზე.
იშვიათი
ანამნეზში პირღებინების არსებობა
განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს კლინიკური ანამნეზი, რადგან პაციენტების უმრავლესობას ასპირაციის თვითმხილველი არ გააჩნია.
რისკფაქტორები
ძლიერი
შეცვლილი მენტალური სტატუსი
ყლაპვის დისფუნქცია
კუჭ-ნაწლავთა დაავადება
ქირურგიული ჩარევა კუჭ-ნაწლავთა ზედა ტრაქტზე და საყლაპავის ანომალიები აგრეთვე წარმოადგენენ ასპირაციის წინაპირობას.[12][13] გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, საყლაპავის თიაქარი, კუჭ-ნაწლავთა მოტორიკის სხვა დარღვევები და მდგომარეობები, რომლებიც აფერხებენ კუჭის დაცლას (სიმსუქნე და ორსულობა), ასევე ზრდიან რეგურგიტაციის და პულმონალური ასპირაციის რისკს.[19]
საინტუბაციო ან ტრაქეოსტომული მილი
უფროსი ასაკი
საკვები მილი
ნაზოგასტრალური და პერკუტანეური საკვები მილების გამოყენებისას ასპირაციული პნევმონიის განვითარების სიხშირე იდენტურია. შესაძლოა უკავშირდებოდეს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ფუნქციის დარღვევას.[8][12][13] გასტროსტომიულ ან იეიუნოსტომიურ მილები ყლაპვის ფუნქციაზე გავლენას არ ახდენენ. ასპირაციის პრევენციის მიზნით გასტროსტომიული მილები გამოსადეგია, თუმცა ისინი ვერ წყვეტენ ორალური სეკრეციის ასპირაციის პრობლემას.
სუსტი
თავის და კისრის ონკოლოგიური დაავადებების ქემორადიაციული თერაპია
ასპირაციის განვითარება ხშირად სდევს დასხივებას. მომდევნო პნევმონიის განვითარების რისკ ფაქტორებს წარმოადგენენ ტრაქეობრონქული ასპირაცია და მწეველობის ანამნეზი.[17]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას