დიფერენციული დიაგნოზები

ასპირაციული პნევმონიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კუჭის სტერილური შიგთავსის (ხშირად ესწრება ვინმე) ასპირაციის შედეგები, რაც იწვევს ფილტვის მწვავე დაზიანებას კუჭის შიგთავსის მჟავე ნაწილაკებით.

ვლინდება დაუყონებლივ პრეციპიტაციული მოვლენის კვალდაკვალ.

ტიპიურ შემთხვევებში, ის ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, ხოლო ძირითად რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ცნობიერების დონის მნიშვნელოვანი დათრგუნვა.[8]

რთული ამოსაცნობია კლინიკურად. სიმპტომები ვლინდება საწყისი 24 საათის შემდეგაც. ვლინდება მსგავსი პულმონალური ნიშნები, როგორიცაა ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ციანოზი, ჰიპოქსემია, ფილტვის შეშუპება, რესპირატორული დისტრესი, ან კუჭის შიგთავსის არსებობა პირხახის ღრუში.

აგრეთვე მსგავსიაკარდიალური ნიშნები, როგორიცაა ჰიპოტენზია.

კვლევები

არ არსებობს კარგი ანალიზი. კლინიკური ისტორია შესაძლოა დიფერენციაციაში დაგვეხმაროს.[8]

ატელექტაზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დამოკიდებულია დაზიანებული ფილტვის ზომაზე და არეზე, აგრეთვე ფილტვის კოლაფსის ტემპებზე. თუ ფილტვის მოზრდილი არის დაზიანება მიმდინარეობს სწრაფი დებიუტით, ტიპიურ შემთხვევებში ეს ხასიათდება ტკივილით დაზიანებულ გვერდში, დისპნოეს უეცარი განვითარებით, აგრეთვე ციანოზით. ფილტვის კოლაფსი შედარებით ნელი განვითარებისას შესაძლოა ასიმპტომურიც იყოს, ან ხასიათდებოდეს მხოლოდ მცირე სიმპტომატიკით. მკვეთრი, არაპროდუქტიული (მშრალი) ხველა ახასიათებს მარჯვენა შუა და ქვედა წილების თანდათანობრივ კოლაფსს.

კვლევები

ლეიკოციტოზის ან აქტიური ინფექციური პროცესის სხვა მარკერების არარსებობა. გულმკერდის რენტგენოგრაფია, ჩვეულებრივ, ავლენს ცვლილებებს უკანა მიმდებარე ასპექტებში.

ფილტვის ედემა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება სუნთქვის გახშირება (SOB), დაღლილობა, დისპნოე და ტაქიპნოე. ანამნეზში, ჩვეულებრივ, აღინიშნება გულის დაავადების ან შეგუბებითი მოვლენების არსებობა.

აუსკულტაციისას მოისმინება სველი ხიხინი.

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფია ტიპიურ შემთხვევებში ავლენს დაჩრდილვის სიმეტრიულ გავრცელებას, თუმცა ადრეულ სტადიებზე შესაძლოა არაინფორმატიული იყოს. მიზანშეწონილია მარცხენა ვენტრიკულური (პარკუჭის) დისფუნქციის გამოვლენა B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის (BNP) და ექოგრაფიული შეფასების გზით.

ლეიკოციტოზი, როგორც წესი, არ ვლინდება.

ლიპოიდური პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ასპირაციული პნევმონიის ფორმა, რომელიც ვითარდება მწვავედ ან ქრონიკულად მცენარეული ცხიმის ან მინერალური ზეთის ასპირაციის შედეგად (ეკზოგენური ფორმა). სახეზეა წინა პერიოდში ლიპიდების ყლაპვის ანამნეზური მონაცემები. მწვავე ფორმა შესაძლოა იყოს წარმოდგენილი ცხელების და ხველის თანხლებით, განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ქრონიკული ფორმა შესაძლოა ასიმპტომური იყოს.

შესაძლოა განვითარდეს ელექტრონულ სიგარეტში არსებული პროპილენგლიკოლის და სხვა ორთქლისებრი ნივთერებების შედეგად.

კვლევები

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ხანდახან ავლენს დაბალი ატენუაციის არეებს (-30HU).

არა-ჰოსპიტალური პნევმონია (CAP)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტები ტიპიურ შემთხვევებში უჩივიან პროდუქტიული ხველის, ხუთვის, გულმკერდის ან მუცლის ტკივილის, ცხელების არსებობას, აგრეთვე ზოგად დაუძლურებას. ხანდაზმული პაციენტების კლინიკური სურათი ხასიათდება ატიპური სიმპტომებით, როგორიცაა კონფუზია, ლეთარგია, აგრეთვე ზოგადი გაუარესება.

შესაძლებელია, რომ ასპირაციული პნევმონია უბრალოდ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიაა უფრო მეტი თანარსებული დაავადებების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.[4]

კვლევები

ნახველი კულტურაზე აღმოჩენილი გავრცელებული ორგანიზმებია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Staphylococcus aureus, Moraxella catarrhalis, Klebsiella pneumoniae, და სხვა გრამ-უარყოფითი ჩხირები.

ატიპური მიკროორგანიზმების დეტექცია შესაძლებელია შესაბამისი ტესტირების გზით (მაგ. სეროლოგია ან ანტიგენური ტესტირება).

ჰოსპიტალური პნევმონია (HAP)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნახველის მომწვანო-მოყვითალო შეფერილობა.

არანაირი განსხვავება სიმპტომებსა და ნიშნებში. ჰოსპიტალური პნევმონიის (HAP) შესაძლებლობა მოიაზრება ჰოსპიტალიზაციის მომდევნო 72 საათის შემდეგ განვითარებული ნებისმიერი პნევმონიის შემთხვევაში. აღნიშნული მოიცავს პნევმონიის ყველა ტიპს, ასპირაციული პნევმონიის ჩათვლით.

კვლევები

ნახველის კულტურა ავლენს გრამ-უარყოფითი ჩხირების ზრდას, ან უფრო სავარაუდოა Staphylococcus aureus.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას