ეპიდემიოლოგია

ასპირაცია შესაძლებელია განვითარდეს სქესის, ასაკობრივი ჯგუფის, ან ეთნიკურობის მიუხედავად.[9] ასპირაციული პნევმონიის ჭეშმარიტი ინციდენტობის შეფასება გაძნელებულია, რადგან არაჰოსპიტალური (CAP) ან ჰოსპიტალური პნევმონიის ბევრი შემთხვევა სავარაუდოდ წარმოადგენს არადიაგნოსტირებული ასპირაციის ფაქტობრივ შედეგს. თუმცა, ზოგიერთი კვლევის მონაცემებით, ასპირაციული პნევმონია შესაძლოა არაჰოსპიტალური (CAP) პნევმონიის 5%-დან 15%-მდე შემთხვევის მიზეზს წარმოადგენდეს.[10][11] ყველაზე ხშირად იგი ვლინდება ჰოსპიტალების და ინტერნატების ხანდაზმულ პაციენტებს შორის, განსაკუთრებით ყლაპვის დისფუნქციის, შეცვლილი მენტალური სტატუსის, ნევროლოგიური დაავადებების ან საჭმელის მომნელებელი სისტემის მექანიკური დაზიანებების დროს.[4][9] ასპირაციული პნევმონია წარმოადგენს ნევროლოგიური დაავადებების დროს ყლაპვის დისფუნქციის მქონე პაციენტების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას