განხილვები პაციენტთან

აუცილებელია სტომატოლოგიური პროფილაქტიკის და სრულფასოვნი ორალური ჰიგიენის დაცვის აქცენტირება. ორალური ჰიგიენა, რომელიც ითვალისწინებს პირის ღრუს პროფესიული წმენდის და სადეზინფექციო ხსნარით პირის ღრუს გამოვლების კომბინირებულ მიდგომებს, შესაძლებელს ხდის პათოგენური ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას ოროფარინგეალურ სეკრეტებში.[28] პაციენტი უნდა რჩებოდეს ვერტიკალურ, ან წამოწეულ პოზიციაში საკვების მიღებიდან მინიმუმ 1 ან 2 საათის განმავლობაში. გადაცდენის ან რეგურგიტაციის პრევენციისთვის მიზანშეწონილია ხანდაზმული ან ნევროლოგიური დისფუნქციის მქონე პაციენტების კვება მცირე ულუფებით, აუჩქარებლად და შესაბამისი კონსისტენციის საკვების გამოყენებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას