მიდგომა

COVID-19 პანდემიის დროს, პაციანტებში საეჭვო ან დადასტურებული COVID-19 პნევმონიის შემთხვევის სიმპტომებით და ნიშნებით, რომლებიც იწყება საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ნებისმიერ მომენტში, იხ.კორონავირუსის დაავადება 2019 (COVID-19).

  • ხველისა და ცხელების ან სხვა მიმანიშნებელი სიმპტომების მქონე პაციენტებში ჩათვალეთ, რომ მიმდინარეობს COVID-19-ის ინფქეცია, თუ რაიმე სხვა არ დამტკიცდა. COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია ამ თემაში არ არის დაფარული.

  • პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაქტერიული პნევმონიის (COVID-19-ის მეორეულად განვითარებული) სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც იწყება საავადმყოფოში მიღებიდან 1 ან 2 დღეს, იხ.საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია (არა-Covid-19).

განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს კლინიკური ანამნეზი, რადგან პაციენტების უმრავლესობას ასპირაციის თვითმხილველი არ გააჩნია. ასპირაციული პნევმონიის რისკ-ფაქტორები მოიცავს ცუდი თანკბილვის მდგომარეობას, ხანდაზმულ ასაკს, ყლაპვის დისფუნქციას, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლას, ინტუბაციას ან ტრაქეოსტომის მილს, კუჭ-ნაწლავის დაავადებას, მწოლიარე მდგომარეობას და მკვებავი მილის არსებობას. სიმპტომები მოიცავენ ხველას, დისპნოეს და გულმკერდის პლევრიტულ ტკივილს, თუმცა შესაძლოა იყოს არასპეციფიური და გასტანოს ასპირაციის ეპიზოდის მომდევნო 1 კვირის, ან მეტი დროის განმავლობაში. შემცივნება, ან უფრო მწვავე კლინიკური სურათის მანიფესტაცია უჩვეულოა. ისეთი სიმპტომების აღმოცენება, როგორიცაა ცხელება, ხიხინი, ტაქიპნოე, აგრეთვე ქაფიანი ან ჩირქოვანი ნახველი, აუცილებლად უნდა ზრდიდეს ეჭვს ასპირაციული პნევმონიის არსებობაზე. ნახველი უსამოვნო სუნის არის ანაერობული ინფექციის არსებობისას, თუმცა ანაერობული ინფექცია ნაკლებად ხშირია, ვიდრე გასულ დეკადებში.

დიაგნოსტიკური ტესტები

ასპირაციული პნევმონიის საწყისი ტესტები, ძირითადად, იგივეა, რაც ტიპიური პნევმონიისთვის. გულმკერდის რენტგენოგრაფია და სისხლის საერთო ანალიზი (FBC) რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის დიაგნოსტიკური ტესტები. გულმკერდის რენტგენოგრაფია უნდა გაკეთდეს მნიშვნელოვანი პულმონალური სიმპტომების არასებობის შემთხვევაშიც, რათა ფილტვების მიმდებარე რეგიონებში გამოირიცხოს ახალი ინფილტრატების არსებობა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა ზედა წილის ადრეული სუსტად გამოხატული დაჩრდილვა ჰორიზონტალური ნაპრალის თავზე შეესაბამება ასპირაციული პნევმონიისთვის დამახასიათებელ ადრეულ ცვლილებებს.გამოყენებულია დ-რ როი ჰამონდის კეთილი თანხმობით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@53c4d7c0[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა პერიჰილარული რეგიონის და მარჯვენა ქვედა და ზედა წილების ზედა სეგმენტის გაზრდილი დაჩრდილვა შეესაბამება გაუარესებით მიმდინარე ასპირაციულ პნევმონიას.გამოყენებულია დ-რ როი ჰამონდის კეთილი თანხმობით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@31fa0ed0 ფილტვების ულტრაბგერა უნდა განიხილებოდეს, თუ რენტგენოგრაფია უარყოფითია და პაციენტი არის ხანდაზმული და სუსტი ან კლინიკური ეჭვი დადასტურებული არ არის.[40] ექიმთა ამერიკული კოლეჯი რეკომენდაციას უწევს ულტრაბგერითი გამოკვლევას, თუ მწვავე დისპნოეს მქონე პაციენტებში არსებობს დიაგნოსტიკური გაურკვევლობა.[41]

ხშირად ვლინდება ლეიკოციტოზი. აუცილებელია O2-ის სატურაციის განსაზღვრა, ხოლო არტერიული სისხლის გაზების (ABG) შეფასება რეკომენდებულია პაციენტის კლინიკური სცენარიდან გამომდინარე (მაგ. გაუარესებული ოქსიგენაცია, გაძნელებული სუნთქვა, აგრეთვე ორგანოთა დისფუნქციის სხვა სისტემური ნიშნები).

დაბალი თვით-ღირებულების და ნიმუშის მიღების სიადვილის გათვალისწინებით რეკომენდებულია ნახველის შეღებვა გრამის წესით. გრამის წესით შეღებვისას შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოციტები (WBC) და შერეული ბაქტერიული ფლორა. გრამის წესით შეღებვისას შედეგები ხშირად არადამაჯერებელია, თუმცა ზოგჯერ ხერხდება მაინფიცირებელი მიკროორგანიზმის ვერიფიკაცია.

შეძლებისდაგვარად აუცილებელია ამოხველებული ნახველის კულტურის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ნახველის კულტურა არ წარმოადგენს სპეციფიურ ჩვენებას და მისი შედეგები არ არის ძალიან ინფორმატიული, მისი მიღება ხორციელდება რუტინულად, მათ შორის სხვა ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური ტესტების სიმწირის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ბაქტერიული ნიმუშების მიღების არა-ინვაზიურ და იაფადღირებულ გზას. უმეტეს შემთხვევებში მიღებული კულტურის შედეგები არადამაჯერებელია. მიღებულ კულტურაში, როგორც წესი, გავრცელებული პულმონალური პათოგენების ზრდა ვერ ხერხდება. თუმცა, თუ მოხერხდა მიკროორგანიზმების და მათი მგრძნობელობების იდენტიფიკაცია, მიღებული შედეგების მიხედვით შესაძლებელი ხდება თერაპიის წარმართვა.

სისხლის კულტურის, როგორც დიაგნოსტიკური ტესტის სასარგებლოდ მტკიცებულება არასაკმარისია, რადგან ასპირაცია წარმოადგენს მწვავე მოვლენას. სისხლის კულტურის მიღება, ჩვეულებრივ, დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან ასპირაციული პნევმონიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდება ბაქტერიემიის განვითარებამდე.

დიდი მოცულობის მქონე და ნაწილაკების შემცველი ასპირატების არსებობისას შესაძლებელია ბრონქოსკოპიის ჩატარება, თუმცა აღნიშნული ინტერვენციის სარგებლიანობის დამადასტურებელი კვლევები არ არსებობს. დაცული ჯაგრისის მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მეცნიერული კვლევების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია ასპირაციული პნევმონიის ეტიოლოგიის დადგენაზე; აღნიშნული ინტერვენციის ზეგავლენა ასპირაციული პნევმონიის მართვის პროცესზე არ არის განსაზღვრული. ასპირაციული პნევმონიის განვითარებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულთა ინტერნატის ან ჰოსპიტალის პირობებში, ამჟამად რეკომენდებულია ნახველის ან ქვედა რესპირატორული ტრაქტის სრულფასოვანი ნიმუშების მიღება, როგორც ეს მოწოდებულია საზოგადოებაში შეძენილი და ჰოსპიტალური პნევმონიის მართვის გაიდლაინებით.[20][7]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას