მიდგომა
პანდემიის ფარგლებში, ხველისა და ცხელების ან სხვა მიმანიშნებელი სიმპტომების მქონე პაციენტებში ჩათვალეთ, რომ მიმდინარეობს COVID-19-ის ინფქეცია, თუ რაიმე სხვა არ დამტკიცდა. საეჭვო ან დადასტურებული COVID-19 პნევმონიის მქონე პაციენტების მართვისთვის იხ.კორონავირუსის დაავადება 2019 (COVID-19).
COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია ამ თემაში არ არის დაფარული.
აუცილებელია ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპიის დროული დაწყება ინფექციის მკურნალობის და ისეთი გართულებების განვითარების პრევენციის მიზნით, როგორიცაა ემპიემა და ფილტვის აბსცესი. ენდოტრაქეული მილის ან ტრაქეოსტომიის მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია სასუნთქი გზების ადექვატური ასპირაციის უზრუნველყოფა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თანმხლები პრობლემის კორექცია, რომელიც ასპირაციის განვითარებას ხელს უწყობს. მაგალითად, თუ პაციენტს ასპირაცია განუვითარდა ნაზოგასტრიული მილით კვების აუტანლობის გამო, მაშინ მილით კვება უნდა შეწყდეს.
არა-ფარმაკოლოგიური ზომები მოიცავს ჟანგბადით მომარაგებას, ჰიპოტენზიის მართვას, აგრეთვე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) და სეპტიური შოკის მკურნალობას, მათი აღმოცენების შემთხვევაში.
არ არსებობს ჰოსპიტალიზაციის ან მზრუნველობის ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, ხოლო გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება კლინიკურ გამოვლინებას. ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, როგორც წესი, ენიშნება ინტრავენური ანტიბიოტიკები. ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) გამართლებულია შეცვლილი მენტალური სტატუსის მქონე პაციენტის, ინტუბაციის და ჰიპოტენზიის შემთხვევებში. პნევმონიის სიმძიმის ქულები, რომელიც გამოიყენება პაციენტების გასანაწილებლად ჰოსპიტალში ან ICU-ში, არ მუშაობს ასევე, ან საერთოდ, ასპირაციული პნევმონიის მქონე პაციენტებში.[4][10]
ანტიბიოტიკებით მკურნალობა
ანაერობული პლევროპულმონური სინდრომის (კავიტარული პნევმონიის გვიანი გამოვლინება ან ემპიემა რომელიც დაკავშრებულია გადატანილ ცნობიერების დაკარგვასთან და კბილების ცუდად მოვლასთნ) გარდა ასპირაციული პნევმონიის ემპირული მკურნალობა არ საჭიროებს ანაერობული მიკროორგანიზმების დაფარვას.[7] ანალოგიურად, დამატებითი ანაერობული ანტიმიკრობული დაფარვა არ არის საჭირო პაციენტებში დისფაგიით ან ასპირაციასთან დაკავშრებული ინსულტით.[43]
ასპირაციული პნევმონიის ემპირული მკურნალობა იგივეა, რაც არა-ასპირაციული პნევმონიის მკურნალობა (საზოგადოებაში შეძენილი, ჰოსპიტალშ შეძენილი ან ვენტილატორ-დამოკიდებული). არ არსებობს ახალი მონაცემები ანაერობების დაფარვის მნიშვნელოვბის შესახებ ასპირაციული პნევმონიის სავარაუდო მკურნალობის დროს.[44] მიუხედავად მონაცემთა სიმცირისა, და ანაერობების დამფარველი მედიკამენტების მიცემისა მოწნააღმდეგე საერთაშორისო საზოგადოებების რეკომენდაციებისა ბევრი კინიცისტი აგრძელებს ანტიბიოტიკების მიცემას ანაერობული დაფარვით.[10]
პაციენტები, რომლებიც ასპირაციას განიცდიან ენდოტრაქეული მილით, ან რომელთაც 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არიან ჰოსპიტალიზებულნი, შეიძლება დაინფიცირდენენ ნოზოკომიური ორგანიზმებით და საჭიროებენ დაფარვას საავადმყოფოში-შეძენილ ან ვენტილატორთან ასოცირებული პნევმონიის გავრცელებული პათოგენებით, მაგალითად, გრამუარყოფითი ჩხირებით და Staphylococcus aureus.
ინფექციის არსსებობისას ანტიბიოტიკები უნდა გაგზღველდეს მინიმუმ 5 დღე მაინც პაციენტებში, რომლებიც კარგად რეაგირებენ და უფრო მეტ ხანსაც, თუ ხდება ისეთ მაღალი რეზისტენტობის პათოგენების იზოლირება, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa ან თ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება. როგორც კი ცნობილი კულტურის შედეგები ცნობილი ხდება, ანტიბიოტიკოთერაპიის შერჩევა ხორციელდება მიკროორგანიზმების მგრძნობელობების გათვალისწინებით.
რეზისტენტული მიკროორგანიზმების აღმოცენების რისკი გადატანილი ინფექციური დაავადებების რაოდენობათა და წარსულში ანტიბიოტიკების მიმართ ექსპოზიციის პროპორციულია. ასევე მაღალი რისკის ქვეშ ხვდებიან პაციენტები, რომელნიც ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც პრაქტიკაშია მრავალი სხვადასხვა ანტიბიოტიკის გამოყენება (მაგ. ხანდაზმულთა თავშედაფარში).[10]
ჯანდაცვის პირობებში ასპირაციული პნევმონიის პროსპექტული რანდომიზებული კვლევის არასაკმარისი რაოდენობა არსებობს. უმეტეს შემთხვევებში, ასპირაციული პნევმონიის თერაპია შეძლებისდაგვარად ინდივიდუალიზებული უნდა იყოს მასპინძლის ფაქტორების მიხედვით, MDR-პათოგენების აღმოცენების რისკ ფაქტორების, ანტიბიოტიკების ინსტიტუციონალური ფორმულირებების, აგრეთვე მიმდინარე პნევმონიის სიმძიმის გათვალისწინებით.
იხ. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია (არა COVID-19) და ჰოსპიტალური პმევმონია (არა COVID-19) მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას