განხილვები პაციენტთან
ხელოვნური ცრემლი და ნერწყვი გამოიყენება თვალისა და პირის ღრუს სიმშრალის სამკურნალოდ. ეს მნიშვნელოვანია არამარტო კომფორტისთვის, არამედ სერიოზული გართულებების პრევენციისთვის, როგორიცაა თვალისა და პირის ღრუს ინფექციები, კბილის მძიმე კარიესი, ძილის პრობლემები, ყლაპვისა და გემოს აღქმის პრობლემები, ხანგრძლივად მეტყველების გართულება.
მნიშვნელოვანია თავი ავარიდოთ ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური საშუალებების, ასევე შარდმდენების გამოყენებას, რათა თვალის სიმშრალე არ გამწვავდეს.
კონსერვანტების შემცველი ხელოვნური ცრემლი დღეში არაუმეტეს 4-ჯერ უნდა დანიშნოთ, რათა თავიდან ავირიდოთ ჭარბი კონტაქტი და ტოქსიკურობა. განიხილეთ უკონსერვანტო პროდუქტზე გადასვლის საკითხი.
პაციენტმა ღამით პროთეზი არ უნდა დაიტოვოს, რათა თავიდან ავირიდოთ კანდიდოზი. პროთეზი ქლორჰექსიდინით უნდა გაიწმინდოს. მნიშვნელოვანია პრევენციული სტომატოლოგიური მკურნალობა და ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება.
თვალის დამცავი სათვალის გამოიყენება თვალების გარშემო ნოტიო გარემოს შესანარჩუნებლად.
კითხვისას პაციენტმა რეგულარულად უნდა შეისვენოს.
კანიდან აორთქლებით წყლის კარგვის მინიმიზაცია (ოთახის დატენიანება, დამატენიანებელი კრემები, ტუჩებზე ვაზელინი ნახეთქებისა და სიმშრალის თავიდან ასაცილებლად).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას