დიფერენციული დიაგნოზები
სისტემური წითელი მგლურა (SLE)
ნიშნები / სიმპტომები
ფოტომგრძნობელობა უფრო ხშირია სისტემური წითელი მგლურას დროს.[21] პეპლისებრი გამონაყარი, არასპეციფიკური ცხელება, გამოხატული ართრალგია და მიალგია, რომლებიც შეუსაბამობაშია სახსროვანი გამოვლინებებთან. აქტიური დაავადების ფონზე შესაძლებელია წონის კლებაც აღინიშნოს.
კვლევები
ანტი-dsDNA ანტისხეულები დადებითია.
ჰომოგენური ანტინუკლეური ანტისხეულების (ANAs) არსებობა უფრო მეტად სავარაუდოა სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში, ვიდრე შოგრენის სინდრომის დროს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტინუკლეური ანტისხეულების ე.წ."დაწინწკლული" სურათი.
ანტი-La ანტისხეული ნაკლებსავარაუდოა მგლურას დროს.
რევმატოიდური ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
სახსრების ტკივილი და დილის შებოჭილობა, განსაკუთრებით მტევნებისა და ტერფების. შესაძლებელია სახსრის დესტრუქცია და დეფორმაცია.
კვლევები
რევმატოიდული ფაქტორი (RF) და ანტისხეულები ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის მიმართ (CCP) - ორივე დადებითია.
მხოლოდ რევმატოიდული ფაქტორი დადებითია შოგრენის სინდრომის 50% შემთხვევებში.[21]
C ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება არცერთი არ აღინიშნოს; ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს დაბინძურებულ სისხლთან ექსპოზიციის ფაქტი. ღვიძლის ქრონიკული დაავადება შეიძლება გამოვლინდეს გასინჯვისას, მაგრამ ყოველთვის არ ვლინდება (გადიდებული ან დანაწიბურებული ღვიძლი, ასციტი, ანასარკა, სიყვითლე, სისხლდენით მიმდინარე დაავადება, ენცეფალოპათია).
კვლევები
C ჰეპატიტის სეროლოგია დადებითია.
ასევე შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების ან ფუნქციური სინჯების პათოლოგია.
სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმა)
ნიშნები / სიმპტომები
თითების კანის სიმეტრიული გასქელება და დაჭიმვა, შესაძლო გავრცელებით მთელს ზედა კიდურზე, შემდეგ კი სახეზე, კისერსა და ტანზე.
კვლევები
Scl-70 ანტისხეულები დადებითია.
ANA-ს ანტინუკლეური დამახასიათებელი სურათი დაკავშირებულია სკლეროდერმასთან; თუმცა, შესაძლებელია ასევე ნანახი იყოს ჰომოგენური ან ე.წ."დაწინწკლული" სურათი.
ჰიპოთირეოზი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება მოიცავდეს წონის მატებას მადის დაქვეითების მიუხედავად, თმის ან კანის სტრუქტურის ცვლილებას.
კვლევები
შრატში მომატებულია თირეომასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), ხოლო T4 - შემცირებულია.
ფიბრომიალგია
ნიშნები / სიმპტომები
არა სპეციფიკური.
კვლევები
არ არის.
დეპრესია
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება მოიცავდეს გუნება-განწყობის ცვლილებას, მადის ცვლილებას, ჩვეული აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვას.
კვლევები
არ არის.
აივ
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს რისკფაქტორები, როგორიცაა: დაუცველი სქესობრივი კავშირი, ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება.
კვლევები
აივ-ტესტი დადებითია.
სარკოიდოზი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება მოიცავდეს ფილტვისმიერ სიმპტომებს, როგორიცაა: ხველა, სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის რენტგენოგრამაზე ორმხრივი ჰილარული ლიმფადენოპათია. კანის დაზიანება შეიძლება მოიცავდეს კვანძებს, კვანძოვან ერითემას. შესაძლებელია განვითარდეს უვეიტი.
კვლევები
დაზიანებული უბნის ბიოფსია დადებითია სარკოიდზე.
მედიკამენტური სიკა
ნიშნები / სიმპტომები
მკურნალობის ანამნეზში, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს პირის სიმშრალე, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები, ანტიდეპრესანტები, ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბენზოდიაზეპინები, შარდმდენები, სტიმულატორები ან ბრონქოდილატატორები.
კვლევები
არ არის.
იდიოპათიური ან ასაკობრივი სიკა
ნიშნები / სიმპტომები
არ არის.
კვლევები
სანერწყვე ჯირკვლის ბიოფსიით ატროფიული ჯირკვლები და ექსტენსიური ფიბროზი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას