კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

შირმერის ტესტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

რაოდენობრივად განსაზღვრავს ცრემლების რაოდენობას. ფილტრიანი ფურცელი იდება კონიუნქტივის ნაკეცის ქვეშ. ტესტი დადებითია თუ 5 წუთის შემდეგ ფურცელი 5 მმ-ზე ნაკლებად დასველდა.[77][78]

შედეგი

დადებითი

ანტი-60 kD (SS-A) და ანტი-La (SS-B)

ტესტი
შედეგი
ტესტი

შოგრენის სინდრომის მქონე პაციენტების 90%-ში გვხვდება 60 kD Ro და La რიბონუკლეოპროტეინების საწინააღმდეგო ანტისხეულები.[22]

ანტი-60 kD Ro არ არის სპეციფიკური შოგრენის სინდრომისთვის და გვხვდება სხვა აუტოიმუნურ დაავადებებშიც, განსაკუთრებით მგლურას შემთხვევაში.[21]

კვლევების მიხედვით ანტი-60 kD Ro და La-ს დონე პაციენტში კორელირებს დაავადების ადრეულ გამოვლინებასთან, დაავადების ხანგრძლივ მიმდინარეობასთან, ყბაყურა ჯირკვლის განმეორებით გადიდებასთან და ჯირკვალგარე გამოვლინებების სიხშირესთან.[22]

ვასკულიტი ასოცირებულია შრატში ანტი-Ro და ანტი-La ანტისხეულების არსებობასთან.

შედეგი

დადებითი

გასათვალისწინებელი კვლევები

სიალომეტრია

ტესტი
შედეგი
ტესტი

15 წუთის განმავლობაში ნერწყვის არასტიმულირებული დინების განსაზღვრა კალიბრირებული მილით. ვერ ახდენს დიფერენცირებას ქსეროსტომიის მიზეზებს შორის.[77]

შედეგი

დაქვეითებული

მცირე სანერწყვე ჯირკვლების ბიოფსია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ერთბირთვიანი უჯრედების ინფილტრატები (B და T უჯრედები და დენდრიტული უჯრედები) სისხლძარღვების გარშემო ან სადინრების გარშემო (ჯირკვლის ნიმუშში). ფოკუს-ქულა 1 განისაზღვრება, როგორც ერთბირთვიანი უჯრედების ინფილტრატების რაოდენობა, რომლებიც სულ მცირე 50 ანთებით უჯრედს შეიცავენ ჯირკვლის 4 მმ^2 წილში.[79]

ფოკუს-ქულა 1 ან მეტი მიუთითებს შოგრენის სინდრომზე და აკმაყოფილებს ამერიკულ-ევროპულ კრიტერიუმებს იმ შემთხვევაში, თუ ვლინდება მშრალი თვალის ან მშრალი პირის ღრუს სიმპტომები და სიკა კერატოკონიუნქტივიტის ან სანერწყვე ჯირკვლის ჰიპოფუნქციის ობიექტური მტკიცებულება.[69]

შედეგი

ფოკუს-ქულა 1 ან მეტი

ლისამინის მწვანით ტესტირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

თვალის ლისამინის მწვანით შეღებვის ქულა (OSS) - ხარისხი 0 განისაზღვრება, როგორც 0 - 9 შეღებილი წერტილი ქუთუთოებს შორის ბულბალურ კონიუნქტივაზე (ცხვირის და საფეთქლის წილები ცალცალკე ფასდება); ხარისხი 1 განისაზღვრება, როგორც 10 - 32 შეღებილი წერტილი; ხარისხი 2 განისაზღვრება როგორც 33 - 100 წერტილი; ხოლო ხარისხი 3 განისაზღვრება100-ზე მეტი წერტილის არსებობისას.[80]

თუ OSS > 0, შედეგი პათოლოგიურად ითვლება და შეიძლება წარმოადგენდეს სიკას კერატოკონიუნქტივიტის ნიშანს, თუმცა 1-ლი და მე-2 ხარისხი ასევე შეიძლება იყოს გვიანი შეღებვის არტიფაქტი თუ ფლურესცინით შეღებილი რქოვანას ნიმუშის ინტერპრეტაცია 8 წუთზე მეტი ხნით დაყოვნდა. (თვალების გასინჯვა და ხარისხის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს ლისამინის მწვანე საღებავის შეყვანისთანავე, რადგანაც შეღებვის ინტენსივობა და ფართობი სწრაფად მცირდება პირველი 2 წუთის შემდეგ.) რადგანაც აღნიშნული ფაქტი შეიძლება არასწორი კლასიფიკაციის მიზეზი იყოს, პათოლოგიური OSS განისაზღვრება მე-3 ან მეტი ხარისხის შედეგით.[80]

წარსულში გამოიყენებოდა ვარდისფერი ბენგალის საღებავი, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იყო სიკას კერატოკონიუნქტივიტის მქონე პაციენტებისთვის, რის გამოც საღებავი ჩანაცვლდა ლისამინის მწვანეთი.

შედეგი

ქულა 3 ან მეტი

რქოვანას შეღებვა ფლურესცინით

ტესტი
შედეგი
ტესტი

რქოვანას აბრაზიისა და წყლულის გამოსავლენად.

შედეგი

ქულა 3 ან მეტი

ყბაყურა ჯირკვლის სიალოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური კვლევა სადინრების სისტემაში გაუმჭვირვალე საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ - ინვაზიურია, ძლიერ ოპერატორ-დამოკიდებულია, უმჯობესია ჩატარდეს კვლევით ცენტრებში.[77][81][82]

შედეგი

ყბაყურა ჯირკვლის მცირე ზომის სადინრების ნორმალური ნიმუშის მკვეთრი გამოვლენა შეუღლებული საკონტრასტო ნივთიერების მნიშვნელოვან შეკავებასთან

სანერწყვე ჯირკვლის სცინტიგრაფია ტექნეტიუმ-99 მ პერტექნეტატით

ტესტი
შედეგი
ტესტი

სანერწყვე ფუნქციის ობიექტური საზომი მეთოდი. ასევე შესაძლებელია განისაზღვროს, მკურნალობის შემდეგ არის თუ არა სანერწყვე დინების გაუმჯობესების პოტენციალი.[38][77]

შედეგი

დაქვეითებულია მიტაცება და სეკრეცია

კანის ბიოფსია

ტესტი
შედეგი
ტესტი

კანზე გამონაყარის მქონე შოგრენის სინდრომიან პაციენტში კანის ბიოფსიით შესაძლებელია ვასკულიტის დიაგნოსტიკა.

შედეგი

კეროვანი და სეგმენტური ტრანსმურული მანეკროზებელი ანთება საშუალო კალიბრის სისხლძარღვებში (მაგ. მცირე ან საშუალო ზომის არტერია)

ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოსადეგია შოგრენის სინდრომის მქონე პაციენტებში, რომელთაც დიდი ზომის სისხლძარღვის ვასკულიტი აღენიშნებათ.

შედეგი

სისხლძარღვის ფორმის ცვლილება, ანევრიზმა ან გლუვი, თანდათანობითი სტენოზი

შარდის საერთო ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შოგრენის სინდრომის მქონე იმ პაციენტში, სადაც ეჭვია თირკმლის მილაკოვან აციდოზზე.

შედეგი

შეუძლია გამოავლინოს ფოსფატის, კალციუმის, კალიუმისა და გლუკოზის დონის პათოლოგია

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შოგრენის სინდრომის მქონე იმ პაციენტში, სადაც ეჭვია თირკმლის მილაკოვან აციდოზზე.

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოკალიემია ნორმალური ანიონური სხვაობით და ჰიპერქლორული მეტაბოლური აციდოზი.

ახალი ტესტები

სანერწყვე ჯირკვლების MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

კვლევითი მეთოდი, უმჯობესია ჩატარდეს კვლევით ცენტრებში.

შედეგი

სანერწყვე ჯირკვლების ანთება

სანერწყვე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია კორელაცია მთავარი სანერწყვე ჯირკვლების ულტრაბგერით კვლევასა და ფოკუს-ქულას შორის.[71][72][73]შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ სანერწყვე ჯირკვლების ულტრაბგერითი ორი ოთხხარისხის ნახევრად რაოდენობრივი SGUS სკორინგის სისტემა (შედეგის ზომები რევმატოლოგიაში [OMERACT] და De Vita et al) საიმედოა სანერწყვე ჯირკვლების შესაფასებლად pSS-ის მქონე პაციენტებში.[74]

შედეგი

სანერწყვე ჯირკვალის ულტრაბგერით კვლევას მაღალი ქულა ენიჭება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას