გართულებები
შეიძლება გამოვლინდეს: ოფლიანობა, მუცლის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანება, შარდვის გახშირება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, რინიტი, წამოწითლება, ცრემლდენის გაძლიერება და გულის ფრიალი.[114]
მიუხედავად აღნიშნული გვერდითი ეფექტების სიხშირისა, ისინი იშვიათად ცვლიან პაციენტების დამყოლობას ან მკურნალობას.[118]
ზოგად მოსახლეობასთან შედარებით რისკი ორმოცჯერ უფრო მაღალია. უმეტესობას აღენიშნება მარგინალური ზონის B-უჯრედოვანი ნეოპლაზმა, რომელიც კვანძგარეთ ან კვანძში წარმოიქმნება.[11] ლიმფომას განვითარების პროგნოზული ფაქტორებია: ანტიგენით ქრონიკული სტიმულაცია (ეგზოანტიგენი ან აუტოანტიგენი); მოლეკულური ონკოგენური მოვლენები, როგორიცაა მიკროსატელიტების არასტაბილურობა, B-უჯრედული ციკლის დარღვევა და სპეციფიკური B-უჯრედული ბიოლოგიური სტიმულატორების ჭარბი წარმოქმნა, პალპირებადი პურპურის არსებობა, დაბალი C4 და შერეული მონოკლონური კრიოგლობულინემია.[121]
შოგრენის სინდრომის დროს ლიმფომის მაღალი სიხშირის გამო რეკომენდებულია ციკლოფოსფამიდით პულსური თერაპია ყოველდღიურ მიღებასთან შედარებით.[122]
ვლინდება მზარდი წარმონაქმნის სახით, დიაგნოზი დგინდება ბიოფსიით. უმეტესობა სიცოცხლისათვის საშიში არ არის.
ლორწოვანთან დაკავშირებული ლიმფოიდური ქსოვილის (MALT) ლიმფომა დაახლოებით 80 -ჯერ უფრო ხშირია შოგრენის სინდრომის მქონე პაციენტებში, ვიდრე შესაბამის საკონტროლო ჯგუფში. მსგავსი ლიმფომები ეფექტურად იკურნება პერორალური მეთოტრექსატის დაბალი დოზით და იშვიათადაა სიცოცხლისათვის საშიში. აღნიშნული მძიმე/ფატალური გართულების მიზეზის არარსებობის ფონზეც, მეთოტრექსატის ან სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ანტაგონისტების გამოყენება აუტორეაქტიული B უჯრედების ჰიპერაქტივაციის დაქვეითების მიზნით, შეიძლება წარმოადგენდეს ლიმფოპროლიფერაციის პრევენციულ თერაპიას. თუმცა, თეორიულად ეს შეიძლება გახდეს სხვა ტიპის ლიმფოპროლიფერაციის (არა-შოგრენთან ასოცირებული ლიმფომები) ხელშემწყობი ფაქტორი.[123]
შესაძლებელია განვითარდეს ოსტეოპოროზი, დიაბეტი, ეფექტები გულსისხლძარღვთა სისტემაზე, გუნება-განწყობის ცვლილება.
შოგრენის სინდრომის მქონე პაციენტებს კორტიკოსტეროიდებთან დაკავშირებული უფრო მეტი გვერდითი ეფექტი აქვთ, ვიდრე მგლურას მქონე პაციენტებს. დაჩქარებულია სტომატოლოგიური დაავადებების (პარადონტიტი) და პერორალური კანდიდოზის განვითარება.[11]
ჰიდროქსიქლოროქინი, მეთოტრექსატი და აზათიოპრინი გამოიყენება კორტიკოსტეროიდების დოზის თანდათან შესამცირებლად.[11]
მშრალი თვალი იწვევს ქუთუთოების კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებას. მკურნალობა გულისხმობს ქუთუთოების გაწმენდას, თბილ კომპრესებსა და ანტიბიოტიკოთერაპიას.[77]
ხელოვნურ ცრემლში არსებული კონსერვანტების ხშირი კონტაქტი თვალთან იწვევს ტოქსიკურ ეფექტს და ლორწოვანი გარსის განლევას. მეთილცელულოზას ჩადგმა და ლუბრიკანტი მალამო შეიძლება გახდეს მხედველობის დაბინდვის მიზეზი.[77]
ხელოვნური ცრემლი, რომელიც კონსერვანტებს შეიცავს, არ შეიძლება დაინიშნოს დღეში 4-ჯერ მეტად. შესაძლებელია უკონსერვანტო ხელოვნური ცრემლის გამოყენება.
მეთილცელულოზის ჩადგმა და ლუბრიკანტი მალამოს გამოყენება უნდა გადავდოთ ღამისთვის.
ტოპიკური სოკოს საწინააღმდეგო თერაპია, რასაც უნდა მოჰყვეს სისტემური სოკოს საწინააღმდეგო თერაპია (პერსისტენტული ან განმეორებითი ეპიზოდებისთვის)
კანდიდოზის თავიდან ასაცილებლად პაციენტმა კბილის პროთეზი ღამით არ უნდა დაიტოვოს. პროთეზი ქლორჰექსიდინით უნდა გაიწმინდოს.
კანდიდოზის ჰიპერპლაზიური ვარიანტის მქონე პაციენტებში საჭიროა პირის ღრუს დაზიანებული უბნის ბიოფსია, რადგან არსებობს ავთვისებიანი ტრანსფორმაციის რისკი.
შესაძლებელია შეგვხვდეს სიმეტრიული სენსორიმოტორული პოლინეიროპათია, სიმეტრიული სენსორული ნეიროპათია, აუტონომიური ნეიროპათია და კრანიული ნეიროპათია.
შესაძლებელია განვითარდეს ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული ანემია, რომელიც დაღლილობას გააუარესებს; მითითებულია ჰემოგლობინის რუტინული შემოწმება.
მშრალი თვალის გართულებებია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას