სკრინინგი
კონტაქტების მოძიება
ის პიროვნებები, რომლებიც მოგზაურობდნენ, ცხოვრობდნენ ლასას ცხელების მქონე პაციენტთან ერთად ან უვლიდნენ პაციენტს ბოლო 21 დღის განმავლობაში და არ აღენიშნებათ სიმპტომები, უნდა შეფასდნენ კლინიკურად და მიეცეთ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა პერორალური რიბავირინით იმ შემთხვევაში თუ ისინი აკმაყოფილებენ მაღალი რისკის შემცველი ექსპოზიციის შემდეგ კრიტერიუმებს:[38]
კანის პენეტრაცია დაბინძურებული ხელსაწყოთი
ლორწოვანი გარსის ან დაზიანებული კანის ექსპოზიცია
გადაუდებელ პროცედურებში მონაწილეობა შესაბამისი პირადი დაცვის ხელსაწყოების (PPE) გამოყენების გარეშე
გახანგრძლივებულია უწყვეტი ექსპოზიცია დახურულ სივრცეში, შესაბამისი პირადი დაცვის ხელსაწყოების (PPE) გამოყენების გარეშე.
ამ პიროვნებებს უნდა დავაკვირდეთ ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობით (21 დღე), რათა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ იზოლაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც განმარტავს პაციენტის კონტაქტების მოძიებას ებოლას ინფექციის დროს. იმავე გზამკვლევის გამოყენება შეიძლება ლასას ცხელების შემთხვევაშიც:
WHO: implementation and management of contact tracing for Ebola virus disease Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას