მიდგომა

მკურნალობის საყრდენი არის ინფექციის დროული აღმოჩენა, ეფექტური იზოლაცია, ანტივირუსული მედიკამენტის- რიბავირინის ადრეული ინიცირება და საუკეთესო ხელმისაწვდომი მხარდაჭერის თერაპია ჰოსპიტალურ პირობებში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლასას ცხელების შესაძლო შემთხვევის მართვაAdapted from Houlihan C, Behrens R. Lassa fever. BMJ. 2017;358:j2986 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@23592868

იზოლაცია და ინფექციის კონტროლი

სიმპტომური პაციენტები ან საეჭვო შემთხვევები უნდა მოთავსდნენ იზოლირებულ ჰოსპიტალურ პირობებში. მათთან კონტაქტში მყოფი ჯანდაცვის ყველა მუშაკი უნდა ატარებდეს პირად დაცვით ხელსაწყოებს (PPE).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დეპარტამენტმა შეიმუშავეს დეტალური გაიდლაინები პირად დამცავ საშუალებებთან დაკავშირებით ჰემორაგიული ცხელებების, მათ შორის ებოლასათვის. ლასას ცხელების დროს გასათვალისწინებელია შემდეგი საფეხურები:

სისხლის ნიმუშის აღება, შეფუთვა და ტრანსპორტი, ეს პროცესები უნდა განხორციელდეს ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, ხოლო პაციენტი უნდა იყოს იზოლაციაში. გამოყენებული უნდა იყოს პირადი დაცვის საშუალებები. ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის პათოგენებზე სამუშაოდ. ნიმუშების გაგზავნამდე, ლაბორატორიებთან ფრთხილად კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია ლაბორატორიის პერსონალზე გადაცემის თავიდან ასაცილებლად.

კონტაქტების მოძიება და ტრანსმისიის პრევენცია

კონტაქტების მოძიება საჭიროა იმ პიროვნებების გამოსავლენად, რომლებიც ცხოვრობდნენ, მოგზაურობდნენ პაციენტთან ერთად ან უვლიდნენ მას ბოლო 21 დღის განმავლობაში და არ აღენიშნებათ სიმპტომები. ეს პიროვნებები უნდა შეფასდნენ კლინიკურად და მიეცეთ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა პერორალური რიბავირინით, თუ ისინი აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს (მაგ.: კანის პენეტრაცია დაბინძურებული ინსტრუმენტით, ლოროწვანი გარსის ან დაზიანებული კანის ექსპოზიცია, გადაუდებელ პროცედურებში მონაწილეობა შესაბამისი PPE გარეშე ან გახანგრძლივებული/უწყვეტი ექსპოზიცია დახურულ სივრცეში შესაბამისი PPE გარეშე).[38] მათ ასევე უნდა დავაკვირდეთ ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობის დროით, რათა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ იზოლაციაში. ანტივირუსული მედიკამენტები (მათ შორის რიბავირინი) არ არის რეკომენდებული არა-ექსპოზირებული ახლო კონტაქტებისთვის, რადგანაც მტკიცებულება არ არსებობს ასეთ შემთხვევებში პროფილაქტიკის ეფექტურობაზე. UK Department of Health: management of Hazard Group 4 viral haemorrhagic fevers and similar human infectious diseases of high consequence Opens in new window

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც განმარტავს პაციენტის კონტაქტების მოძიებას ებოლას ინფექციის დროს. იმავე გზამკვლევის გამოყენება შეიძლება ლასას ცხელების შემთხვევაშიც:

WHO: implementation and management of contact tracing for Ebola virus disease Opens in new window

ჯანმომ ასევე გამოაქვეყნა მეთოდური მითითებები წინა-ხაზის ჯანდაცვის მუშაკებისათვის, საეჭვო და დადასტურებული ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების (მათ შორის ლასას ცხელება) მართვის საკითხზე.[39]

თუ საეჭვო ინფექციის მქონე პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან დაფიქსირდა ექსპოზიცია, პიროვნებამ დაუყოვნებლივ უნდა მოიბანოს კონტაქტში მოსული კანის ზედაპირი საპნითა და წყლით. ლორწოვანი გარსები უნდა გამოირეცხოს წყლის ჭარბი რაოდენობით. პაციენტის სახლსა და ნებისმიერ პირადი ნივთს, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს (მაგ.: ტანსაცმელი, საკვები ნაკრებები (დანა-ჩანგალი), სამედიცინო მასალები), შესაბისი დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს (მაგ.: შესხურება 0.5% ქლორის ხსნარით ეპიდემიურ რეგიონებში) ან გადაიყაროს (ძირითადად დაწვით). მნიშვნელოვანია დამარხვისას უსაფრთხო პრაქტიკის გამოყენება, თუმცა კულტურულად ეს ყოველთვის დასაშვები არ არის, რაც წარმოადგენს პრობლემას.

ანტივირუსული მკურნალობა

ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი არის გუანოზინის ანალოგი, რომელიც აინჰიბირებს რნმ-დამოკიდებულ რნმ პოლიმერაზას, თუმცა ლასას ცხელების ინფექციაში მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის.[38] ლასას ცხელების მკურნალობისას, ინტრავენური რიბავირინი ამცირებს სიკვდილობას 55%-დან 5%-მდე, თუ იგი გამოიყენება ავადმყოფობის პირველი 6 დღის განმავლობაში. თუმცა, არსებობს მხოლოდ ერთი გამოქვეყნებული კვლევა ლასას ცხელებაში რიბავირინის გამოყენებაზე ადამიანებში, რამაც შეზღუდა დოზის ტესტირება.[34]

გვერდითი ეფექტებიია ჰემოლიზური ანემია და ინფუზიასთან-დაკავშირებული რეაქციები, როგორიცაა კანკალი. გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით თეორიული ეფექტურობისათვის საჭირო დოზის მიღწევისას, შესაძლოა იყოს მძიმე და გამოიწვიოს მკურნალობის დაუსრულებლობა.[38]

სიმპტომების მართვა

ლასას ცხელებით დაინფიცირებული ადამიანების დაახლოებით 80% უსიმპტომოა ან აქვს მსუბუქი ფებრილური სიმპტომები. მძიმე დაავადება ვითარდება ინფიცირებული ადამიანების დაახლოებით 20%-ში.[2] მძიმე სიმპტომებია: ჰემორაგია (მაგ.: ღრძილებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან და ვაგინიდან [ქალებში, განსაკუთრებით ორსულ ქალებში]); სუნთქვის დარღვევა; განმეორებითი ღებინება; სახის შეშუპება; ტკივილი გულმკერდის არეში, ზურგსა და მუცელში; და შოკი. მძიმე დაავადდების დროს შესაძლოა დაზიანდეს ღვიძლი, ელენთა და თირკმელები.

ტკივილი და ცხელება იმართება მარტივი ტკივილგამაყუჩებლით/სიცხის დამწევით (მაგ. პარაცეტამოლი). შესაძლებელია ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება ძლიერი ტკივილისას. თავი უნდა ავარიდოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების გამოყენებას, ასპირინის ჩათვლით, რადგან ისინი იწვევენ სისხლდენის რისკის მატებას.

სისხლდენა აღინიშნება ლასას ცხელებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 17%-ში, თუმცა ერთ ფართომასშტაბიან კვლევაში, სიერა ლეონეს ჰოსპიტალში, სისხლდენით მიყვანილი პაციენტების 74%-ს დაუდგინდა ლასას ცხელება.[4] თრომბოციტოპენია უნდა შესწორდეს თრომბოციტების ტრანსფუზიით, თუ ვითარდება სისხლდენა. კოაგულაციის დეფიციტი იშვიათია, თუმცა უნდა შესწორდეს სისხლის პროდუქტებით (მაგ.: ახალი გაყინული პლაზმა, კრიოპრეციპიტატი), საჭიროებისამებრ. სისხლის გადასხმა იმ პაციენტებშია საჭირო, რომელთაც აღენიშნებათ ანემია და მიმდინარე სისხლდენა.

ინტრავენური სითხისა და ელექტროლიტების მართვა

დიარეა აღინიშნება ავადმყოფობის პერიოდში შემთხვევათა 50%-ში.[4] პაციენტებმა, რომელთაც მნიშვნელოვანი დიარეა აქვთ, უნდა გაიარონ ელექტროლიტების რეგულარული შეფასება, საჭიროებისამებრ მათი ჩანაცვლებით. უნდა დაიწყოს ინტრავენურად სითხის გადასხმა და ტიტრაცია ადეკვატური მოცულობითი სტატუსის შესანარჩუნებლად.

ლასას ცხელების ენცეფალოპათია

ენცეფალოპათია ლასას ვირუსის რნმ-ის აღმოჩენით თავზურგტვინის სითხეში აღწერილია, თუმცა მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში.[7][30] სიმპტომურ პაციენტებში, ენცეფალოპათია საკმაოდ ხშირია სიმპტომურ პაციენტებში, რომლებიც ცხადდებიან სიმპტომების დაწყებიდან 6 დღეზე მეტის შემდეგ. თუმცა, ლასას ვირუსის რნმ-ის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში იშვიათადაა აღწერილი, რადგან ლუმბარული პუნქცია იშვიათად ტარდება ამ პაციენტებში. არ არსებობს ლასას ცხელებასთან ასოცირებული ენცეფალოპათიის სპეციფიკური მკურნალობა. პაციენტებმა, დადასტურებული ენცეფალოპათით, შესაძლოა სარგებელი მიიღონ რიბავირინით მკურნალობის შედეგად. ენცეფალოპათიის სპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა გულყრა, იმართება სტანდარტული მიდგომით (მაგ. ანტიკონვულსანტები), ადილობრივი პროტოკოლისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას