პირველადი პრევენცია

ვაქცინაცია:

  • ადამიანებში გამოსაყენებლად დამტკიცებული ვაქცინები არ არსებობს. ინაქტივირებული ლასას ვირუსული ვაქცინა ან ცოცხალი, შესუსტებული ვირუსული ვაქცინა გარკვეულწილად წარმატებულია ცხოველების მოდელებში, მაგრამ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ცოცხალი ვაქცინების გამოყენებისას ამ და სხვა ვირუსული ჰემორაგიული ცხელების წინააღმდეგ, რამაც მათი განვითარება შეზღუდა. ქვეერთეულოვანი ვაქცინები ჯერ-ჯერობით ავლენენ საკმარის დაცვას ცხოველთა მოდელებში.[1] რეკომბინანტული ვირუსული ვექტორის ვაქცინები ვაქცინიას ვირუსის, ვეზიკულური სტომატიტის ვირუსის ან ყვითელი ცხელების ვირუსის ვაქცინის შტამის გამოყენებით, ავლენენ მეტი ეფექტის შესაძლებლობას. ასევე მეტად ეფექტურია ჯვარედინი დაცვითი ალფა-ვირუსული დნმ და ალფა-ვირუსიდან წარმოქმნილი ვირუსის მსგავსი ნაწილაკების ვაქცინები.[1] რეკომბინანტული, ცოცხალი შესუსტებული, წითელას ვირუსის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, სახელწოდებით MV-LASV, შესწავლილია 1-ელი ფაზის კვლევაში ოპტიმალური დოზირების დასადგენად.[23] კიდევ ერთი ვაქცინა, რეკომბინანტული ვეზიკულური სტომატიტის ვირუსის (rVSV) ვექტორის გამოყენებით, გამოკვლეულია 1-ელი ფაზის კვლევაში, რათა შეფასდეს მისი უსაფრთხოება და იმუნოგენურობა ჯანმრთელ მოზრდილებში.[24]

ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის პრევენცია:

  • ენდემურ რეგიონებში პირველადი პრევენციის ძირითადი მეთოდია ლასას ვირუსის მასპინძლის, მრავალდვრილიანი ვირთხის (Mastomys natalensis) კონტაქტისგან თავის არიდება. დაინფიცირებული მღრღნელები ვირუსს გამოყოფენ ექსკრეტების მეშვეობით მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

  • რეკომენდებულია შემდეგი ზომების დაცვა მღრღნელების სახლშებში შესვლის თავიდან ასაცილებლად იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ენდემურ არეალში:[2][9]

    • შეინახეთ საკვები ნივთიერებები, მათ შორის წყალიც, მღრღნელებისაგან დაცულ კონტეინერებში

    • ნარჩენი პროდუქტები გადაყარეთ სახლიდან შორს

    • შეინარჩუნეთ სისუფთავე სახლში

    • დადგით ვირთხის ხაფანგები სახლის გარშემო და გადაყარეთ მკვდარი მღრღნელების ნარჩენები პოლიეთილენის პარკის გამოყენებით, რათა არ შეეხოთ ორგანიზმს

    • იყოლიეთ კატები.

  • ნებისმიერი საკვები უნდა მომზადდეს სრულად.

  • არ არის რეკომენდებული მღრღნელების გამოყენება საკვებად.

მეორეული პრევენცია

ნოზოკომიალური ტრანსმისიის პრევენცია:

  • ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პრევენცია შესაძლებელია ლასას ვირუსით ინფიცირებული პაციენტის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდებით. ნოზოკომიური ტრანსმისია ხშირია ენდემურ ზონებში. ლასას ცხელება შეტყობინებადი დაავადებაა; შესაბამისად, სამედიცინო პერსონალმა, რომელიც შეხებაშია ლასას ცხელების მქონე პაციენტთან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოს რჩევისთვის, ასევე პაციენტის აღრიცხვისა და ლაბორატორიული ტესტირების დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ლასას ცხელებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში საჭიროა ინფექციის კონტროლის დამატებითი ზომების მიღება სისხლთან, ბიოლოგიურ სითხეებთან, დაბინძურებულ ზედაპირებთან და მასალებთან (მაგ. ტანსაცმელი და თეთრეული) კონტაქტის პრევენციისთვის. აუცილებელია პაციენტის მოთავსება იზოლაციურ ერთეულში. სამედიცინო პერსონალი უნდა მიჰყვეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სტანდარტულ ზომებს განურჩევლად პაციენტის წინასწარი დიაგნოზისა ეს ზომებია:

    • ხელების ბაზისური ჰიგიენა

    • სუნთქვითი ჰიგიენა

    • პირადი დაცვის ხელსაწყოების (PPE) გამოყენება შესხურების ან ინფიცირებულ მასალებთან სხვა კონტაქტის საპრევენციოდ

    • ინექციის უსაფრთხო პრაქტიკები

    • დამარხვის უსაფრთხო პრაქტიკები.

  • ლასას ცხელების მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტის (1 მეტრი) დროს, ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა გამოიყენოს სახის დაცვა (მაგ. ნიღაბი [#95 ან მეტი], დამცავი, ან სათვალე), სუფთა, სტერილური, გრძელი გადასაცმელი და ხელთათმანი.[2][9]

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დეპარტამენტმა შეიმუშავეს დეტალური გაიდლაინები პირად დამცავ საშუალებებთან დაკავშირებით ჰემორაგიული ცხელებების, მათ შორის ებოლასთვის. ლასას ცხელების დროს გასათვალისწინებელია შემდეგი საფეხურები:

ტრანსმისიის პრევენცია ლაბორატორიის პირობებში:

  • ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც მუშაობს ლასას ვირუსის ნიმუშებზე, გაწვრთნილი უნდა იყოს ინფექციურ აგენტებთან სამუშაოდ. ნებისმიერი სამუშაო უნდა ჩატარდეს შესაბამისად აღჭურვილ ლაბორატორიაში, მაქსიმალური (ბიოუსაფრთხოების მე-4 დონე) ბიოლოგიური დაცვის პირობებში.

  • ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში მხოლოდ მას შემდეც, რაც ჩატარდება რისკების სრული შეფასება და გაიმართება დისკუსია ლაბორატორიასთან (ლაბორატორიას უნდა ეცნობოს პოტენციურად საშიში მასალის მიღების შესახებ).

ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია:

  • თუ საეჭვო ინფექციის მქონე პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან დაფიქსირდა ექსპოზიცია, პიროვნებამ დაუყოვნებლივ უნდა მოიბანოს კონტაქტში მოსული კანის ზედაპირი საპნითა და წყლით. ლორწოვანი გარსები უნდა გამოირეცხოს წყლის ჭარბი რაოდენობით. პაციენტის სახლსა და ნებისმიერ პირადი ნივთს, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს (მაგ.: ტანსაცმელი, საკვები ნაკრებები (დანა-ჩანგალი), სამედიცინო მასალები), შესაბისი დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს (მაგ.: შესხურება 0.5% ქლორის ხსნარით ეპიდემიურ რეგიონებში) ან გადაიყაროს (ძირითადად დაწვით). მნიშვნელოვანია დამარხვისას უსაფრთხო პრაქტიკის გამოყენება, თუმცა კულტურულად ეს ყოველთვის დასაშვები არ არის, რაც წარმოადგენს პრობლემას.

  • არსებობს მწირი მტკიცებულება რიბავირინის ეფექტურობის შესახებ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისათვის (PEP) ადრეული გამოყენების შემთხვევაში, თუმცა მედიკამენტს აქვს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით ეფექტურ დოზაზე, რაც იწვევს მკურნალობის დაუსრულებლობას.[38] პროფილაქტიკური დოზა გამოიყენება პერორალურად და განსხვავდება სამკურნალო დოზისაგან.

  • ასევე არსებობს მოსაზრება, რომ PEP ხელმისაწვდომობა ლასას ცხელებისთვის გამოიწვევს PPE-ს გამოყენებისა და მკურნალობის არაადეკვატურობას. შესაბამისად, რეკომენდაციები პერორალური რიბავირინის PEP თერაპიად გამოყენებაზე ეხება მხოლოდ მაღალი რისკის ექსპოზიციების შემთხვევებს, როგორიცაა:[38][39]

    • კანის პენეტრაცია დაბინძურებული ხელსაწყოთი (მაგ. ნემსით)

    • ლორწოვანი გარსების ან დაზიანებული კანის დაბინძურება სისხლით ან ორგანიზმის სეკრეციებით (მაგ. სისხლის შესხურება თვალებში ან პირში)

    • გადაუდებელ პროცედურებში მონაწილეობა (მაგ. რეანიმაცია გულის გაჩერების შემდგომ, ინტუბაცია ან სანაცია) შესაბამისი PPE გამოყენების გარეშე

    • გახანგრძლივებული (საათები) და უწყვეტი კონტაქტი დახურულ სივრცეში შესაბამისი PPE გარეშე (მაგ. ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც თან ახლდა პაციენტს სამედიცინო ევაკუაციის დროს).

  • ანტივირუსული მედიკამენტები (მათ შორის რიბავირინი) არ არის რეკომენდებული არა-ექსპოზირებული ახლო კონტაქტებისთვის, რადგანაც მტკიცებულება არ არსებობს ასეთ შემთხვევებში პროფილაქტიკის ეფექტურობაზე. UK Department of Health: management of Hazard Group 4 viral haemorrhagic fevers and similar human infectious diseases of high consequence Opens in new window

კონტაქტების მოძიება:

  • ის პიროვნებები, რომლებიც მოგზაურობდნენ, ცხოვრობდნენ ლასას ცხელების მქონე პაციენტთან ერთად ან უვლიდნენ პაციენტს ბოლო 21 დღის განმავლობაში და არ აღენიშნებათ სიმპტომები, უნდა შეფასდნენ კლინიკურად და მიეცეთ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა პერორალური იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ მაღალი რისკის შემცველი ექსპოზიციის კრიტერიუმებს.[38] ამ პიროვნებებს უნდა დავაკვირდეთ ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობის დროით, რათა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ იზოლაციაში.

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც განმარტავს პაციენტის კონტაქტების მოძიებას ებოლას ინფექციის დროს. იმავე გზამკვლევის გამოყენება შეიძლება ლასას ცხელების შემთხვევაშიც: WHO: implementation and management of contact tracing for Ebola virus disease Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას