დიფერენციული დიაგნოზები
მალარიის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
არასპეციფიკური ფებრილური ავადმყოფობის ყველაზე ხშირი მიზეზი მოგზაურებში, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან.[36]
ცხოვრება ან მოგზაურობა მალარიისათვის ენდემურ რეგიონში.
არაადეკვატური მალარიის ქიმიოპროფილაქტიკა ან მისი არარსებობა.
კვლევები
გიემზას-საღებავის სახელი და თხელი სისხლის ნაცხები: დადებითია Plasmodium -ის სახეობებისთვის.
სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები: დადებითია Plasmodium -ის სახეობებისთვის.
ტიფოზური ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშანი ან სიმპტომები.
ტიფოზური ცხელების ვაქცინაციის ჩაუტარებლობა.
ანამნეზში მოგზაურობა ენდემურ რეგიონში (ნაკლებ-განვითარებულ ქვეყნებში ცუდი სანიტარული პირობებით და წყლის დაუმუშავებელი მიწოდებით).
კვლევები
სისხლი/შარდი/განავალის კულტურა: დადებითია Salmonella typhi-ის ან Salmonella paratyphii-ის მიმართ.
ებოლა ვირუსის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშანი ან სიმპტომები.
ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებებს შორის დიფერენცირება შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური მონაცემებით.
კვლევები
შექცევადი ტრანსკრიპცია-პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (RT-PCR): დადებითია ებოლას ვირუსზე.
რეკომენდებულია ებოლას ვირუსული ინფექციის დასადასტურებელი შესაბამისი ტესტების ჩატარება მადიფერენცირებელ ტესტებამდე ან მათ პარალელურად, თუ ეჭვი ებოლაზეა.
მარბურგის ვირუსით ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშანი ან სიმპტომები.
ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებებს შორის დიფერენცირება შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური მონაცემებით.
გადაეცემა ექსპოზიციით ხილის ღამურასთან, გამოქვაბულებში/მაღაროებში ან ახლო კონტაქტით დაინფიცირებულ ადამიანებთან ბოლო 21 დრის განმავლობაში.
კვლევები
RT-PCR: დადებითია მარბურგის ვირუსზე.
ჰანტავირუსით გამოწვეული გულ-ფილტვის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ექსპოზიცია მღრღნელების ექსკრეტებთან.
ქოშინი ან სუნთქვის მძიმე დარღვევა.
კვლევები
სეროლოგია: დადებითია ჰანტავირუსის IgM და IgG ანტისხეულებზე.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF)
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშანი ან სიმპტომები.
ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებებს შორის დიფერენცირება შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური მონაცემებით.
ადამიანებზე ტრანსმისიის მთავარი გზებია ცხოველების დახოცვა (ყასბობა), ტკიპის ნაკბენი, ექსპოზიცია ინფიცირებულ ცხოველებთან.
კვლევები
RT-PCR: დადებითია CCHF ვირუსზე.
რიფტის ხეობის ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშანი ან სიმპტომები, განსაკუთრებით ადრეული დაავადების ფაზაში.
ხანმოკლე ინკუბაციის პერიოდი (2-6 დღე).
გადაეცემა კოღოებით ან ინფიცირებული ცხოველის სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტით.
კვლევები
RT-PCR: დადებითია რიფტის ველის ცხელების ვირუსის რნმ-ზე.
სეროლოგია: დადებითია IgM ან IgG ანტისხეულებზე.
ყვითელი ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
ცხოვრება ან მოგზაურობა ყვითელი ცხელების ვირუსისთვის ენდემურ რეგიონში.
ყვითელი ცხელების ვაქცინაციის ჩაუტარებლობა.
გადადის Haemagogus სახეობის კოღოებით.
შეფარდებითი ბრადიკარდია (ფაგეტის ნიშანი) შესაძლოა გამოვლინდეს.
ჰემორაგიული ნიშნები.
ბიფაზური მიმდინარეობა: 24-საათიანი რემისიული პერიოდის შემდეგ, ზოგიერთ პაციენტში ვლინდება ინტოქსიკაციის პერიოდი სიყვითლით, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობით, კოაგულოპათიით, შოკითა და სიკვდილით.
მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი.
კვლევები
სეროლოგია: დადებითია ყვითელი ცხელების ვირუსის ანტისხეულებზე.
დენგეს ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშანი ან სიმპტომები.
კვლევები
სეროლოგია: დადებითია IgM ან IgG ანტისხეულებზე.
არასტრუქტურული პროტეინის (NS1) აღმოჩენა სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტით: დადებითია.
RT-PCR: დადებითია დენგეს ვირუსზე.
ჩიკუნგუნიას ვირუსით ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ცხოვრება ან მოგზაურობა ჩიკუნგუნიას ვირუსისთვის ენდემურ რეგიონში.
თითქმის ყოველთვის სიმპტომურია.
გამოხატულია სახსრისმიერი სიმპტომები.
კანსა და სხეულის ნაკეცების რეგიონებში ჰიპერპიგმენტაციური ცვლილებები ხშირია.
კვლევები
ELISA/არაპირდაპირი ფლუროსცენტული ანტისხეულები: დადებითია ჩიკუნგუნიას ანტისხეულებზე.
RT-PCR: დადებითია ჩიკუნგუნიას ვირუსის რნმ-ზე.
დასავლეთ ნილოსის ვირუსის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ცხოვრება ან მოგზაურობა დასავლეთ ნილოსის ვირუსისთვის ენდემურ რეგიონში.
ხშირია მხედველობის დარღვევები.
იწვევს ნეიროინვაზიურ დაავადებას (მაგ.: ენცეფალიტი, მენინგიტი, დუნე დამბლის სინდრომი).
კვლევები
დასავლეთ ნილოსის ვირუსის მიმართ სპეციფიკური IgM შრატში ან თავზურგტვინის სითხეში: დადებითი.
ლეპტოსპიროზს
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშნები ან სიმპტომები; თუმცა, ექსპოზიციის არსებობა ანამნეზში შესაძლოა დაგვეხმაროს.
ექსპოზიცია წყალზე ან ნიადაგზე, რომელიც დაბინძურებული იყო დაინფიცირებული მღრღნელებით.
უფრო ხშირია ტროპიკულ კლიმატში.
კვლევები
PCR: დადებითია ლეპტოსპირაზე.
სეროლოგია (მიკროსკოპული აგლუტინაციის ტესტი): დადებითია ლეპტოსპირას ანტისხეულებზე.
რიკეტსიული დაავადებები
ნიშნები / სიმპტომები
მოიცავს ვირთხის ტიფს, აფრიკულ ტკიპისმიერ ცხელებას და ეპიდემიურ ტიფს.
კანზე ფუფხი ტიპური გამოვლინებაა.
შესაძლოა აღინიშნოს ლიმფადენოპათია.
გამოხატული გამონაყარი.
კვლევები
სეროლოგია: დადებითია Rickettsia-ს სახეობებისთვის.
სეროლოგია: დადებითია Rickettsia-ს სახეობებისთვის.
წითელას ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
აუცრელი.
არ არსებობს განმასხვავებელი ნიშნები ან სიმპტომები ავადმყოფობის წინა ეტაპზე (პროდრომი).
კოპლიკის ლაქები (წითელი ლაქები მოლურჯო-თეთრი ცენტრალური წერტილით) ლოყის ლორწოვანზე.
გამონაყარი ჩვეულებრივ ჩნდება სახეზე და ვრცელდება კრანიოკაუდალურად.
კვლევები
სეროლოგია: დადებითია წითელას ვირუსის ანტისხეულებზე.
PCR: დადებითია წითელას ვირუსზე.
გასტროენტერიტი (ენტეროტოქსიგენური ან ენტეროჰემორაგიული E coli)
ნიშნები / სიმპტომები
სწორ ეპიდემიოლოგიურ კონტექსტში აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს ლასას ცხელების მსგავსად; გასტროენტერიტის დროს იშვიათია ნიშნები, როგორებიცაა გამონაყარი და კონიუნქტივის ჰიპერემია.
კვლევები
განავლის კულტურა, PCR ან სწრაფი ანტიგენის ტესტირება: დადებითია.
შიგელოზი
ნიშნები / სიმპტომები
უმეტესად ბავშვებში, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღებში; ასევე გადადის დაბინძურებული ბოსტნეულის მიღებით.
შესაძლოა განვითარდეს ცხელება, რასაც მოყვება თხიერი დიარეა, რომელიც ხდება ლორწოვანი და სისხლიანი: მცირე რაოდენობით, დღეში 10-12 ჯერ; ცხელება და ტენეზმები ვლინდება პაციენტების მესამედში.
მუცლის გასინჯვა: ზოგადი მტკივნეულობა, შებერილობა ან ნაწლავთა ხმიანობის არარსებობა, დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
სწორი ნაწლავის გასინჯვა: მტკივნეულია, იშვიათად ვითარდება სწორი ნაწლავის პროლაფსი.
კვლევები
განავლის ლეიკოციტები: დადებითია.
განავლის კულტურა: დადებითია.
სეფსისი
ნიშნები / სიმპტომები
უცნობი ეტიოლოგიის ბაქტერიული სეფსისი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა განვითარებად ქვეყნებში. ხშირად აღმოჩნდება, რომ გამოწვეულია ლოკალიზებული ინფექციით, რომლის პოვნაც რთული იყო თავდაპირველი გამოკვლევისას. ასეთებია მუცლის ღრუს ღრმა ინფექცია, ზედა საშარდე გზების ინფექცია, ენდოკარდიტი ან დისკიტი.
დიარეა ხშირად არ ვლინდება.
კვლევები
სისხლის კულტურა: დადებითი
გრიპის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
რესპირატორული ნიშნები ან სიმპტომები (მაგ.: ხველა, ცხვირის დახშობა) უფრო ხშირია.
კვლევები
PCR ან სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი: დადებითია გრიპის ვირუსზე.
სისხლის საერთო ანალიზი (FBC): ნორმა
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.
კვლევები
რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას