მონიტორინგი
აღწერილია გრძელვადიანი ნეიროფსიქიატრიული ნარჩენი მოვლენები, მათ შორის: ძილის დარღვევა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები და დეპრესია.[46] საჭიროა ამ მოვლენებზე სკრინინგი და შესაბამის სპეციალისტთან პაციენტის გაგზავნა. სმენის დაკარგვა აღწერილია ლასას ცხელების მქონე პაციენტების 19%-ში.[6] შემდგომი დაკვირვება უნდა ჩატარდეს ყელ-ყურ-ცხვირის (ENT) სპეციალისტთან შეფასებისა და მხარდაჭერისთვის. პოლისეროზიტი აღწერილია ლასას ცხელების გამოჯანმრთელების შემდგომ იშვიათ გართულებად. შესაბამისად, ამ მოვლენაზე დაკვირვება საჭიროა მონიტორინგის პერიოდში.[47]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას