კრიტერიუმები
ვირუსული ჰემორაგიული ცხელების კონსორცია: შემთხვევის განმარტება ლასას ცხელების საეჭვო შემთხვევებზე[12]
ეპიდემიოლოგიურად ექსპოზიციის მქონე პაციენტებში:
ცხელება >38°C, <3 კვირის განმავლობაში, პლიუს
ადგილობრივი ანთების ნიშნების არარსებობა, და
ორი ძირითადი ნიშანი, ან ერთი ძირითადი და ორი დამატებითი ნიშანი:
ძირითადი ნიშნები:
სისხლდენას
კისრის ან სახის შეშუპება
კონიუნქტივიტი ან სუბკონიუნქტივური სისხლჩაქცევა
სპონტანური აბორტი
პეტექიური ან ჰემორაგიული გამონაყარი
ახლად დაწყებული ხმაური ყურებში ან სმენის ცვლილება
პერსისტენტული ჰიპოტენზია
კლინიკური პასუხის არარსებობა ანტი-მალარიული და/ან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკური თერაპიის 48 საათის შემდეგ.
დამატებითი ნიშნები:
თავის ტკივილი
ყელის ტკივილი
პირღებინება
მუცლის დიფუზური ტკივილი/მტკივნეულობა
ტკივილი გულმკერდის არეში/რეტროსტერნალურად
ხველა
დიარეა
ზოგადი მიალგია ან ართრალგია
გამოხატული სისუსტე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO): რეკომენდებული განმარტება ლასას ცხელების შემთხვევისათვის[37]
კლინიკური აღწერა:
თანდათან გამოვლენილი ავადმყოფობა, ერთი ან მეტი ჩამოთვლილი ნიშნით:
შეუძლოდ ყოფნა
ცხელება
თავის ტკივილი
ყელის ტკივილი
ხველა
გულისრევა
პირღებინება
დიარეა
მიალგია
ტკივილი გულმკერდის არეში
სმენის დაკარგვა
Penicillium marneffei
მღრღნელების ექსკრემენტებთან ან ლასას ცხელების სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ანამნეზში.
დიაგნოზის ლაბორატორიული კრიტერიუმები:
ვირუსის გამოყოფა სისხლიდან, შარდიდან ან ყელის ნაცხიდან, ან
დადებითი IgM სეროლოგია ან სეროკონვერსია (IgG ანტისხეული) შრატის დაწყვილებულ ნიმუშებში, ან
ლასას ვირუსის ანტიგენის აღმოჩენა აუტოფსიურ ქსოვილებში იმუნოჰისტოქიმიით ან შრატში ELISA მეთოდით
დადებითი PCR (შრატში ან აუტოფსიურ ქსოვილებში).
შემთხვევათა კლასიფიკაცია:
საეჭვო: შემთხვევა შეესაბამება კლინიკურ აღწერას
სავარაუდო: საეჭვო შემთხვევა, რომელიც ეპიდემიოლოგიურად უკავშირდება დადასტურებულ შემთხვევას
დადასტურებული: საეჭვო შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიულად დადატურდა
კონტაქტი: პიროვნება, რომელსაც პაციენტთან ახლო კონტაქტი აქვს (ცხოვრობს მასთან ერთად ან უვლის მას) ან პიროვნება, რომელიც მუშაობს პაციენტის ლაბორატორიულ ნიმუშებზე ავადმყოფობის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას