კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (RT-PCR)
ტესტი
უნდა ჩატარდეს საეჭვო ლასას ცხელების დროს ნებისმიერ პაციენტში, სანამ პაციენტი იზოლაციაშია და გამოიყენება პირადი დაცვის საშუალებები.[2][9]
შესაძლებელია გამეორება 24 საათში, თუ თავდაპირველი შედეგები იყო უარყოფითი და კლინიკური ეჭვი კვლავ მაღალია.
ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის პათოგენებზე სამუშაოდ. თუმცა ენდემურ ქვეყნებში ასეთი შესაძლებლობა ზოგჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
შედეგი
დადებითია ლასას ვირუსის რნმ-ზე
სეროლოგია
ტესტი
ლასას ცხელების დიაგნოსტირება შესაძლებელია IgM ELISA მეთოდით.[2][9][32] IgM ELISA მეთოდს ახასიათებს 88% მგრძნობელობა და 90% სპეციფიკურობა მწვავე ინფექციის დროს.[32]
შესაძლებელია გამეორება 24 საათში, თუ თავდაპირველი შედეგები იყო უარყოფითი და კლინიკური ეჭვი კვლავ მაღალია.
ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის პათოგენებზე სამუშაოდ. თუმცა ენდემურ ქვეყნებში ასეთი შესაძლებლობა ზოგჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
განვითარებულია თანამედროვე ELISAs და სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებსაც შეუძლიათ IgG/IgM ანტისხეულებისა და ანტიგენების აღმოჩენა.[1]
შედეგი
დადებითია ლასას ვირუსის IgM ანტისხეულებზე.
სწრაფი დიაგნოსტიკური ლატერალური დინების კვლევა
ტესტი
ReLASV® სწრაფი ანტიგენური ტესტი არის ერთადერთი სწრაფი დიაგნოსტიკური ანალიზი ლასას ცხელების გამოსავლენად. ტესტი წარმოადგენს მარკერ-ზოლის ტესტის სტილის ლატერალური ნაკადის იმუნოანალიზს, რომელსაც ლასას ვირუსის მიმართ ანტისხეუელბისა და ანტიგენების ამოცნობა შეუძლია თითის ნაჩხვლეტიდან მოპოვებულ სისხლში. პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციასთან შედარებით ამ მეთოდის მგრძნობელობა 95%-ია.[12] თუ შედეგი უარყოფითია, RT-PCR ან სეროლოგიის კვლევები უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური დადასტურებისათვის.
შედეგი
დადებითია ლასას ვირუსის ანტიგენზე ან ანტისხეულებზე
სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი მალარიისათვის
ტესტი
მალარია ძირითადად კო-ენდემურია ლასას ცხელებასთან ერთად, მისი გარჩევა ლასას ცხელებისგან შესაძლოა გართულდეს; შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი მალარიისათვის.
კო-ინფექცია იშვიათია, თუმცა არა შეუძლებელი. ნიმუშების შემოწმება ლასას ცხელებაზე შესაძლებელია მალარიის შესაბამისი მკურნალობის პარალელურადაც.
შედეგი
უარყოფითი (შესაძლოა იყოს დადებითი კო-ინფექციის დროს)
სისხლის კულტურა ტიფოიდური ცხელების გამოსავლენად
ტესტი
ტიფოზური ცხელება ძირითადად კო-ენდემურია ლასას ცხელებასთან ერთად, მისი გარჩევა ლასას ცხელებისგან შესაძლოა გაგვიჭირდეს; შესაბამისად, რეკომენდებულია ტესტირება ტიფოზურ ცხელებაზე.
არ არსებობს სანდო, სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი. სისხლის კულტურა კვლავ რჩება ტიფოზური ცხელების მთავარ სადიაგნოსტიკო მეთოდად. ვაიდალის ტესტი არ არის არც მგრძნობიარე და არც სპეფიციკური, შესაბამისად რუტინულად არ არის რეკომენდებული, თუმცა ხშირად ტარდება ენდემურ პირობებში.
კო-ინფექცია იშვიათია, თუმცა არა შეუძლებელი. ნიმუშების შემოწმება ლასას ცხელებაზე შესაძლებელია ტიფოზური ცხელების შესაბამისი მკურნალობის პარალელურადაც.
ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის პათოგენებზე სამუშაოდ. თუმცა ენდემურ ქვეყნებში ასეთი შესაძლებლობა ზოგჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
შედეგი
უარყოფითი (შესაძლოა იყოს დადებითი კო-ინფექციის დროს)
გასათვალისწინებელი კვლევები
თირკმლის ფუნქცია
ტესტი
საშუალოდ მომატებული კრეატინინ აღინიშნება ლასას ცხელების მქონე პაციენტებში. სავარაუდოდ მიუთითებს დეჰიდრატაციაზე ან კრეატინ კინაზას მომატებით განპირობებულ დაზიანებაზე.[4]
შედეგი
მომატებული შარდოვანა და კრეატინინი
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
განსაკუთრებით საგულისხმოა დიარეას და ღებინების მქონე პაციენტებში. ელექტროლიტების მაჩვენებლებით ვხელმძღვანელობთ ელექტროლიტებისა და სითხის გადასხმას.
შედეგი
შესაძლოა იყოს დარღვეული
ლაქტატი/არტერიული აირები სისხლში
ტესტი
ქსოვილების ჰიპოპერფუზიისა და სითხის გადასხმის მართვის განსაზღვრისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სისხლში ლაქტატის დონე, არტერიული ან ვენური pH და ბიკარბონატის მაჩვენებელი.
შედეგი
მეტაბოლური აციდოზი
FBC
ტესტი
მომატებული ჰემატოკრიტი მიუთითებს დეჰიდრატაციაზე. ასევე აღწერილია თრომბოციტოპენიაც.[33]
შედეგი
მომატებული ჰემატოკრიტი; თრომბოციტოპენია
კოაგულოგრამა
ტესტი
უნდა ჩატარდეს, ხოლო დარღვევების შემთხვევაში საჭიროა მათი გამოსწორება.
შედეგი
კოაგულოპათია
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
აღინიშნა ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) მომატებული დონე, რაც ასოცირდება უარეს შედეგთან.[34]
შედეგი
მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა (ALT)
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
უნდა ჩატარდეს პლევრის ან პერიკარდიუმის გამონაჟონის შესამოწმებლად.
შედეგი
შესაძლოა გამოავლინოს პლევრის ან პერიკარდიუმის გამონაჟონი
შარდის საერთო ანალიზი
ტესტი
უნდა შესრულდეს პროტეინურიის სკრინინგის მიზნით.
შედეგი
პროტეინურია
სისხლის კულტურები
ტესტი
სისხლის კულტურა შესაძლოა დაგვეხმაროს სეფსისის სხვა მიზეზების დადგენაში (მაგ.: მუცლის ღრმა ინფექცია, ზედა საშარდე გზების ინფექცია, ენდოკარდიტი ან დისკიტი). უცნობი ეტიოლოგიის ბაქტერიული სეფსისი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა განვითარებად ქვეყნებში.
შედეგი
ნეგატიური
ხერხემლის პუნქცია
ტესტი
შესაძლოა ჩატარდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გლასგოს კომის შკალის ქულათა ცვლილებები ან ენცეფალპათიის ნიშნები, რადგან ამ დროს ლასას ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია თავზურგტვინის სითხეში.[30]
ვინაიდან არსებობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი, ასეთ პაციენტებში ლუმბური პუნქცია რუტინულად რეკომენდებული არ არის. პროცედურა შესაძლოა განსაკუთრებით რთული და საშიში იყოს ენცეფალოპათიურ პაციენტებში, რომლებიც კონფუზიურ მდგომარეობაში არიან.
6-დღიანი სიმპტომატიკის შემდეგ წარმოდგენილ პაციენტებში საკმაოდ ხშირია ენცეფალოპათია; თუმცა თავზურგტვინის სითხეში ლასას ვირუსის რნმ იშვიათად ვლინდება, ვინაიდან ასეთ პაციენტებში ლუმბური პუნქცია იშვიათად ხორციელდება.[30]
შედეგი
დადებითია ლასას ვირუსის რნმ-ის მიმართ (ვლინდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მიერ)
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
რეკომენდებულია ინტრაპერიტონური სითხის და პერიკარდიუმის გამონაჟონის გამოსაკვლევად.[18]
შედეგი
შესაძლოა გამოავლინოს ინტრაპერიტონული სითხის ან პერიკარდიუმის გამონაჟონის არსებობა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას