B ვირუსზე ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ინფექცია, მაგრამ B ვირუსული ინფექცია ყოველთვის იწვევს დაავადებას ადამიანებში, რაც ძირითადად ექსპოზიციის შემდგომ 1 თვის განმავლობაში ხდება.[2]Huff JL, Barry PA. B-virus (Cercopithecine herpesvirus 1) infection in humans and macaques: potential for zoonotic disease. Emerg Infect Dis. 2003 Feb;9(2):246-50.
https://wwwnc.cdc.gov/eid/article/9/2/02-0272_article
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12603998?tool=bestpractice.com
[4]Cohen JI, Davenport DS, Stewart JA, et al. Recommendations for prevention of and therapy for exposure to B virus (cercopithecine herpesvirus 1). Clin Infect Dis. 2002 Nov 15;35(10):1191-203.
https://academic.oup.com/cid/article/35/10/1191/296729/Recommendations-for-Prevention-of-and-Therapy-for
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12410479?tool=bestpractice.com
დაავადების პროგრესირების საკითხი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის ინფექციის შეჭრის ადგილმდებარეობაზე და დაინფიცირებისას გადაცემული ვირუსის რაოდენობაზე. ჩარევის გარეშე, ადამიანის ინფექცია ტიპიურად გადაიზრდება ლოკალიზებული ნიშნებიდან ან არასპეციფიკური გრიპის მაგვარი სიმპტომებიდან ნევროლოგიურ სიმპტომებში, რადგან ვირუსი აინფიცირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.[4]Cohen JI, Davenport DS, Stewart JA, et al. Recommendations for prevention of and therapy for exposure to B virus (cercopithecine herpesvirus 1). Clin Infect Dis. 2002 Nov 15;35(10):1191-203.
https://academic.oup.com/cid/article/35/10/1191/296729/Recommendations-for-Prevention-of-and-Therapy-for
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12410479?tool=bestpractice.com
ნევროლოგიური სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს თანდათანობით ან ელვისებურად.[4]Cohen JI, Davenport DS, Stewart JA, et al. Recommendations for prevention of and therapy for exposure to B virus (cercopithecine herpesvirus 1). Clin Infect Dis. 2002 Nov 15;35(10):1191-203.
https://academic.oup.com/cid/article/35/10/1191/296729/Recommendations-for-Prevention-of-and-Therapy-for
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12410479?tool=bestpractice.com
ენცეფალომიელიტი ვითარდება მაშინ, როცა ვირუსი ვრცელდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ძირითადი შედეგი სიკვდილია, უმეტესად სუნთქვის უკმარისობის გამო, რაც გამოწვეულია აღმავალი პარალიზით.[37]Elmore D, Eberle R. Monkey B virus (Cercopithecine herpesvirus 1). Comp Med. 2008 Feb;58(1):11-21.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2703160
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19793452?tool=bestpractice.com
სიკვდილობის მაჩვენებელი B ვირუსული ინფექციის შემთხვევაში დაახლოებით 80%-ია. აგრესიული ანტივირუსული მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში სიკვდილობის მაჩვენებელი მცირდება; დადგენილია, რომ პაციენტების 80% გადარჩება, როდესაც ინტრავენური აციკლოვირით ან განციკლოვირით მკურნალობა დაუყოვნებლივ იწყება.[10]Johnston WF, Yeh J, Nierenberg R, et al. Exposure to macaque monkey bite. J Emerg Med. 2015 Nov;49(5):634-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26281802?tool=bestpractice.com
B ვირუსული ინფექციის პათოფიზიოლოგიის შესახებ არსებული ინფორმაციის მიხედვით და სხვა ალფაჰერპესვირუსების ანალოგიის გათვალისწინებით, B ვირუსის დაავადებას გადარჩენილი ადამიანები სავარაუდოდ ლატენტურად დაინფიცირებულები არიან. თუმცა, სიმპტომების განმეორება იშვიათია; არსებობს მხოლოდ ორი მოხსენება სავარაუდო კლინიკური განმეორების შესახებ, მანამდე B ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ.[18]Fierer J, Bazely P, Braude AI. Herpes B virus encephalomyelitis presenting as ophthalmic zoster. A possible latent infection reactivated. Ann Intern Med. 1973 Aug;79(2):225-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/4125441?tool=bestpractice.com
[38]Calvo CM, Friedlander S, Hilliard J, et al. Case report: reactivation of latent B virus (Macacine herpesvirus 1) presenting as bilateral uveitis, retinal vasculitis and necrotizing herpetic retinitis. Invest Ophthalmol Vis Sci. 2011;52:2975.
http://iovs.arvojournals.org/article.aspx?articleid=2354377
მრავალი ასეთი პაციენტი უჩივის საშუალო-მძიმე ნევროლოგიურ ნარჩენ მოვლენებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც ზოგჯერ ინსტიტუციონალიზაციასაც საჭიროებს.[32]Palmer AE. B virus, Herpesvirus simiae: historical perspective. J Med Primatol. 1987;16(2):99-130.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3035187?tool=bestpractice.com
ვირუსი სავარაუდოდ რჩება მასპინძლის პერიფერიულ ნერვულ სისტემაში (ძირითადად ნერვების განგლიებში) მთელი ცხოვრების განმავლობაში; ვირუსი არ ფიქსირდება ინფიცირებული მასპინძლის სისხლში ან შრატში. ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია სხვა ბიოლოგიურ სითხეებში (ვეზიკულური დაზიანებები, თავზურგტვინის სითხე ან გენიტალური სეკრეციები) სიმპტომური დაავადების დროს და ანტივირუსული თერაპიის მიმდინარეობისას გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ, ვირუსის აქტიური გავრცელების შეწყვეტა უნდა დაფიქსირდეს ინტრავენური ანტივირუსული თერაპიის შეწყვეტამდე. მრავალი ექიმი მართებულად მიიჩნევს ინტრავენური ანტივირუსული თერაპიის შემდეგ პერორალურ ვალაციკლოვირზე ან აციკლოვირზე გადასვლას, შენარჩუნების თერაპიის სახით, მას შემდეგ, რაც სიმპტომები და ვირუსის აქტიური გავრცელება დადასტურებულად შეწყვეტილია.[4]Cohen JI, Davenport DS, Stewart JA, et al. Recommendations for prevention of and therapy for exposure to B virus (cercopithecine herpesvirus 1). Clin Infect Dis. 2002 Nov 15;35(10):1191-203.
https://academic.oup.com/cid/article/35/10/1191/296729/Recommendations-for-Prevention-of-and-Therapy-for
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12410479?tool=bestpractice.com
თუმცა, არ არსებობს საკმარისი მონაცემები მკურნალობის შეწყვეტა-არ შეწყვეტის თაობაზე; შესაბამისად, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას ექსპერტთან კონსულტაციის საფუძველზე.[4]Cohen JI, Davenport DS, Stewart JA, et al. Recommendations for prevention of and therapy for exposure to B virus (cercopithecine herpesvirus 1). Clin Infect Dis. 2002 Nov 15;35(10):1191-203.
https://academic.oup.com/cid/article/35/10/1191/296729/Recommendations-for-Prevention-of-and-Therapy-for
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12410479?tool=bestpractice.com
გადარჩენილი პაციენტების გრძელვადიანი მონიტორინგი უნდა მოიცავდეს გარკვეულ პერიოდულ გეგმას, რათა დადასტურდეს, რომ ვირუსული გავრცელება არ რეაქტივირებულა. დაფიქსირებულია B ვირუსული ინფექციის სულ მცირე ერთი შემთხვევა, რომელშიც პაციენტი არ იმყოფებოდა კონტაქტში მაკაკა მაიმუნებთან რამდენიმე ათწლეულის მანძილზე და დაავადება გამოვლინდა თვალის ზოსტერის მსგავსად. ეს დაავადება ჩაითვალა დაგვიანებულ კლინიკურ გამოვლინებად, გრძელვადიანი, ჩუმი B ვირუსული ინფექციის ფონზე.[18]Fierer J, Bazely P, Braude AI. Herpes B virus encephalomyelitis presenting as ophthalmic zoster. A possible latent infection reactivated. Ann Intern Med. 1973 Aug;79(2):225-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/4125441?tool=bestpractice.com
ვალაციკლოვირით ნამკურნალებ პაციენტში ასევე დაფიქსირდა განმეორებითი B ვირუსული თვალის დაზიანებები.[38]Calvo CM, Friedlander S, Hilliard J, et al. Case report: reactivation of latent B virus (Macacine herpesvirus 1) presenting as bilateral uveitis, retinal vasculitis and necrotizing herpetic retinitis. Invest Ophthalmol Vis Sci. 2011;52:2975.
http://iovs.arvojournals.org/article.aspx?articleid=2354377