ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: ახლო კონტაქტი მაკაკა მაიმუნებთან, მაკაკას ბიოლოგიური სითხეები, ქსოვილები ან საგნები, რომლებიც დაბინძურებულია მაკაკას ბიოლოგიური სითხეებით ან ქსოვილებით.
ცხელება (≥37.5°C)
პირველადი სიმპტომი B ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტების უმეტესობაში.[3]
გრიპისმაგვარი სიმპტომები
დიაგნოსტირებული შემთხვევების უმრავლესობაში აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, კუნთის ტკივილი/მტკივნეულობა, ინდიფერენტულობა, რაც ძირითადად გვხვდება მწვავე დაავადების დასაწყისში.[3]
პარესთეზიები
დაბუჟება და/ან წიწკნის შეგრძნება ინფექციის ადგილზე პირველი სიმპტომია მრავალ პაციენტში B ვირუსის დროს. ტიპურად გვხვდება ექსპოზიციიდან საათების-დღეების შემდეგ.
ქვედა კიდურებში დაბუჟება და/ან წიწკვნის შეგრძენბა შეიძლება იყოს პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ჩართულობის სიმპტომი.
ყველაზე საშიში ის სიმპტომებია, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე.
ჰიპერესთეზიები
ნევროლოგიური ჩართულობის ნიშანი; შესაძლოა იყოს პერიფერიული და არა ცენტრალური ნერვული სისტემიდან გამომდინარე.
მძიმე პერსისტენტული თავის ტკივილი
სიმპტომი, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის ინვაზიაზე.[52] ყველაზე საშიში ის სიმპტომებია, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე.
აღინიშნება B ვირუსული ინფექციის შემთხვევათა უმეტესობაში, ინფექციის მწვავე ფაზის დასაწყისში.
თავბრუსხვევა
სიმპტომი, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის ინვაზიაზე. ყველაზე საშიში ის სიმპტომებია, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე.
აღინიშნება B ვირუსული ინფექციის შემთხვევათა უმეტესობაში, ინფექციის მწვავე ფაზის დასაწყისში.
თვალის ტკივილი
ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის სიმპტომი. ყველაზე საშიში ის სიმპტომებია, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე.
ტიპიურად ასოცირებულია შესხურებით დაზიანებასთან სახეზე ან კისერზე (განსაკუთრებით თვალი და ლორწოვანი გარსები).
წონასწორობის დარღვევა
პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის ნიშანი. ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, ყველაზე საშიშია.
აღინიშნება B ვირუსული ინფექციის შემთხვევათა უმეტესობაში, ინფექციის მწვავე ფაზის პროგრესირების დროს.
ატაქსია
შესაძლოა იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის სიმპტომი.[52] ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, ყველაზე საშიშია.
მხედველობის გაორება
ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის სიმპტომი. ყველაზე საშიში ის სიმპტომებია, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე.
აჟიტირება
ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის ნიშანი. ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, ყველაზე საშიშია.
მენინგიზმი
ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის ნიშანი. ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, ყველაზე საშიშია.
იშვიათი
კუნთის სისუსტე (პარეზი)
ინფექციის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გავრცელების ნიშანი.[52] ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, ყველაზე საშიშია.
შესაძლოა იყოს პირველი სიმპტომი დაყოვნებული B ვირუსული ინფექციის შემთხვევაში.
პერსისტენტული სლოკინი
ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის ნიშანი. ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, ყველაზე საშიშია.
შესაძლოა მიუთითებდეს ნევროლოგიურ ჩართულობაზე დიაფრაგმის დონეზე. არ არის ხშირი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, გამოვლენის შემთხვევაში.
ქოშინი
ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის სიმპტომი. ყველაზე საშიში ის სიმპტომებია, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე.
აღინიშნება მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში.
აღმავალი ან მწვავე დუნე პარალიზი
ინფექციის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გავრცელების ნიშანი. ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე, ყველაზე საშიშია.
აღმავალი დუნე პარალიზი აღინიშნება B ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტების უმცირესობაში.
შესაძლოა იყოს პირველი სიმპტომი დაყოვნებული ინფექციის შემთხვევაში.
ვეზიკულური დაზიანებები.
ტიპიურად ლოკალიზებულია ექსპოზიციის ადგილზე.
მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული დაზიანებების მსგავსი დაზიანებების მახასიათებლები.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
გულისრევა/ღებინება
აღინიშნება B ვირუსის მქონე პაციენტების დიდ ნაწილში.
ვითარდება ექსპოზიციიდან დღეების, კვირების ან თვეების შემდეგ.
კონიუქტივიტი
ვლინდება პაციენტების უმრევლესობაში, რომლებიც გადიან ინფექციის მწვავე, პროგრესირებად ფაზას.
გამოვლინდა პაციენტში, რომელიც დაინფიცირდა თვალში შესხურების შედეგად, დაზიანების გარეშე.[3]
იშვიათი
გამონაყარი
აღინიშნება B ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტში. შესაძლოა წარმოადგენდეს არასპეციფიკური ანთების შედეგს ინფექციის ადგილზე, ლოკალურად ჰერპესვირუსის რეპლიკაციის რეაქციას ან შეუმჩნეველ ჰერპესულ დაზიანებას. შეიძლება გამოიწვიოს ქავილი.
ლიმფადენიტი
იშვიათად აღინიშნება ზოგიერთ პაციენტში.
ლიმფანგიტი
იშვიათად აღინიშნება ზოგიერთ პაციენტში.
მუცლის ტკივილი
აღინიშნება ზოგიერთ პაციენტში.
ვითარდება ექსპოზიციიდან დღეების, კვირების ან თვეების შემდეგ.
რისკფაქტორები
ძლიერი
პროფესიული ექსპოზიცია
ცხოველებთან მომუშავე პერსონალი (მაგ.: ვეტერინარები, ლაბორატორიის თანამშრომლები), რომლებიც მაკაკებთან კონტაქტში არიან, დგანან B ვირუსის ექსპოზიციის ყველაზე მაღალი რისკის წინაშე, კაპტივაციურ პირობებში მცხოვრები მაკაკების მაღალი ინფექციური სიხშირეების გამო და ყოველდღიური ან ხშირი კონტაქტის შედეგად პოტენციურად დაინფიცირებულ ცხოველებთან, შესაძლოა დაინფიცირებულ სითხეებთან ან ქსოვილებთანაც. ინფექცია შესაძლოა გადაეცეს ინფიცირებული მაკაკას ნაკბენით ან ნაკაწრით, ასევე სხეულის დაზიანებების ინფიცირებული მაკაკას ბიოლოგიურ სითხეებთან კავშირით, თუმცა გადაცემა შესაძლებელია ლორწოვან მემბრანებზე, დაუზიანებლად, შესხურებით ან ღია ჭრილობებთან კონტაქტით.[4][19]
ინფექციები დაფიქსირებულია ლაბორატორიებშიც, უჯრედულ ხაზებთან ექსპოზიციის შედეგად, რომლებიც B ვირუსით იყო ინფიცირებული. ინფექციები დაფიქსირებულია დაზიანების შემდეგ ან გალიის, ბასრი საგნების ან სხვა დაინფიცირებულ საგნებთან ექსპოზიციით, რომლებიც შეიცავდნენ მაკაკას ბიოლოგიურ სითხეს ან ქსოვილებს. ინფექციის სულ მცირე ერთ შემთხვევაში ექსპოზიციის წყაროდ მიჩნეულია აეროზოლი.[20][21][22][23][24][25][26]
მოგზაურობა ქვეყნებში, სადაც მაკაკები თავისუფლად გადაადგილდებიან
მაკაკები თავისუფლად გადაადგილდებიან დიდ ჯგუფებად ტაძრებში, პარკებში და სამხრეთ აზიის სხვა ადგილებში, განსაკუთრებით ინდონეზიაში, ნეპალსა და ინდოეთში. აზიური ქვეყნების მრავალ პარკსა და ტაძარში მოწოდებულია ვიზიტორების მიერ მაიმუნებთან ერთად ფოტოების გადაღება ან მათი გამოკვება.[11][12][39] ვიზიტორებმა თავი უნდა აარიდონ მაიმუნებთან პირდაპირ კონტაქტს, რადგან ამ ადგილებში მაკაკები ხშირად დაინფიცირებულები არიან. კვლევებით დასტურდება, რომ B ვირუსული ინფექციის სიხშირე პრიმატების ამ პოპულაციაში მსგავსია ჩაკეტილი მაკაკების პოპულაციის მაჩვენებლისა.[2][12][39][40]
მაკაკები ცხოვრობენ სოციალური იერარქიის დაცვით, რაც განისაზღვრება დომინანტი მაკაკების მიერ მათ სუბორდინატებზე აგრესიის გამოვლენით. მაკაკა მაიმუნი (განსაკუთრებით მდედრი) შესაძლოა იყოს აგრესიული ადამიანის, განსაკუთრებით პატარა ბავშვების მიმართაც. რეზუს მაიმუნები ჯგუფურად ვეფხვსაც კი ესხმიან თავს.[17]
მაკაკები, როგორც შინაური ცხოველები
მაკაკები ასაკის მატებასთან ერთად უფრო აგრესიულები ხდებიან, თუმცა თუ მაკაკა არსდროს ყოფილა სხვა მაკაკასთან კონტაქტში, დაბალია B ვირუსით ინფიცირების რისკი. თუმცა, მცირემასშტაბიან კვლევაში დადგინდა, რომ შინაური მაკაკების 66% არის B ვირუსზე სეროდადებითი.[9] თუ შინაურ მაკაკას არ ჩატარებია ტესტირება და არ არის დოკუმენტირებული მისი B ვირუსზე სეროუარყოფითობა, უნდა ჩაითვალოს, რომ მაიმუნი ინფიცირებულია და ხანგამოშვებით ავრცელებს B ვირუსს.
სუსტი
ექსპოზიცია არა-მაკაკას სახეობებთან, რომლებიც მოათავსეს მაკაკებთან ერთად
არ არსებობს B ვირუსზე ექსპოზიციის რისკი არა-მაკაკას სახეობების შემთხვევაში, თუ ისინი არასდროს ყოფილან მოთავსებული მაკაკებთან ერთად. თუმცა, სხვა არა-ადამიანური პრიმატები შესაძლოა დაინფიცირდნენ B ვირუსით თუ მოთავსებული იყვნენ მაკაკებთან ერთად და სავარაუდოდ შეუძლიათ ინფექციის მასპინძლობა, ვირუსის პერიოდული გავრცელებით.[15][16]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას