კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

სეროლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

სეროლოგიური ანალიზი, რომლის მიზანია ანტი-B ვირუსული ანტისხეულების აღმოჩენა ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზის მეთოდის გამოყენებით, პირველი რიგის ტესტია B ვირუსული ინფექციის დიაგნოსტირებაში. ეს კლინიკურად ყველაზე გამართლებული გზაა ინფექციის შესაფასებლად. თუმცა, იმის გამო, რომ ანალიზისათვის საკმარისი რაოდენობის ვირუსისათვის სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნას დრო სჭირდება, შედეგით ვერ განვსაზღვრავთ მკურნალობასთან დაკავშირებულ მითითებებს. მკურნალობა უნდა ემყარებოდეს კლინიკურ შეფასებას.

ვერც სეროლოგიური ტესტირება და ვერც ვირუსული დეტექცია ვერ გამოიყენება ანტივირუსული პროფილაქტიკის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ეს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კლინიკურ შეფასებებს.

მწვავე შრატის ნიმუში სეროლოგიური ანალიზისთვის უნდა შეგროვდეს დაუყოვნებლივ ექსპოზიციის შემდეგ, რათა განისაზღვროს ბაზისური მდგომარეობა. მეორე, გამოჯანმრთელების ფაზის ნიმუში უნდა შეგროვდეს ექსპოზიციიდან 3-6 კვირაში, რათა დადგინდეს B ვირუსზე სეროკონვერსია. თუ პაციენტი იღებს პროფილაქტიკურ თერაპიას ანტივირუსული მედიკამენტით, შრატის მესამე ნიმუში უნდა შეგროვდეს თავდაპირველი ექსპოზიციიდან სამი თვის შემდეგ, რადგან სეროკონვერსია შესაძლოა დაყოვნებული იყოს.

მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის შრატის ნიმუშები უნდა შემოწმდეს ერთდროულად, დაწყვილებული ნიმუშების სახით, როდესაც ეს შესაძლებელი და გამართლებულია. ერთჯერადი ნიმუშების ტესტირება რეკომენდებულია კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც დამახასიათებელია B ვირუსისთვის.

იმ პაციენტებში, რომლებსაც ბაზისურად უარყოფითი შედეგი აღენიშნათ, B ვირუსის ანტისხეულების ტიტრის მნიშვნელოვანი მომატება (>4 ჯერ), პოტენციურ ექსპოზიციასთან ქრონოლოგიური ასოციაციით, საკმაოდ მაღალი ალბათობით მიუთითებს ინფექციაზე.

B ვირუსზე სეროლოგიური ტესტირება რთულდება ჯვარედინი რეაქტიულობის გამო ჰერპესვირუსებთან (მაგ. HSV), რაც იწვევს ცრუ-დადებით რეაქციებს. პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია ან ვირუსული კულტურა უნდა ჩატარდეს სეროლოგიური ტესტირების პარალელურად. ეს მეთოდები გამოიყენება B ვირუსული ინფექციის დასადასტურებლად, როდესაც სეროლოგიური ტესტირებით ეჭვია მიტანილი ამ ინფექციაზე. პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის მეთოდი უპირატესია ვირუსულ კულტურასთან შედარებით, რადგან იგი არის უფრო სწრაფი, მეტად მგრძნობიარე და უფრო ხარჯთეფექტური. პაციენტებს, რომლებსაც სავარაუდო ექსპოზიცია აქვთ ანამნეზში, არ უნდა დაუდგინდეთ დიაგნოზი მხოლოდ სეროლოგიური რეაქტიულობის საფუძველზე, სიმპტომური დაავადების არსებობის ან ვირუსის გამოყოფის ლაბორატორიული დადასტურების გარეშე პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ან კულტურის მეთოდებით. უმნიშვნელოვანესია სპეციალისტის ჩართულობა დიაგნოსტიკური ტესტირებისა და ინტერპრეტაციის ეტაპებზე.

შედეგი

დადებითია B ვირუსის სპეციფიკურ შრატის ანტისხეულებზე,IgM და შემდგომ IgG

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ პაციენტი სიმპტომურია, სწრაფი დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია სწორი მართვისათვის. მსგავს სიტუაციაში, პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია არის თავდაპირველი კვლევა. უსიმპტომო პაციენტში, ექსპოზიციის ადგილიდან აღებულ ნიმუშში პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის დადებითი შედეგი არ ადასტურებს ინფექციას. თუმცა, დადებითი პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ტესტი ექსპოზიციის ადგილიდან მოგვიანებით აღებულ ნიმუშზე, სიმპტომების თანხლებით, ან არა-ექსპოზირებული ადგილიდან აღებულ ნიმუშზე (მაგ.: დაზიანებები, კონიუნქტივა, ხახა, თავზურგტვინის სითხე) ნებისმიერ დროს, სიმპტომებთან ასოციაციაში, რომლებიც B ვირუსისთვისაა დამახასიათებელი, მიუთითებს ინფექციაზე.[4]

B ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელი სეროლოგიური შედეგები უნდა დადასტურდეს აგენტ-სპეციფიკური ტესტით, როგორიცაა PCR ან ვირუსული კულტურა. PCR არის ყველაზე გამართლებული და სანდო მიდგომა იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული დნმ B ვირუსს ეკუთვნის, და არა სხვა ჰერპესვირუსებს, რომლებიც ჯვარედინ რეაქციებს იძლევიან სეროლოგიურად B ვირუსთან (მაგ. HSV). ეს მეთოდი ასევე უპირატესია ვირუსულ კულტურასთან შედარებით, რადგან კულტურას ახლავს გარკვეული საფრთხის რისკები და სჭირდება მეტი დრო. ვირუსული კულტურა ასევე უფრო ნაკლებმგრძნობიარეა, ვიდრე PCR. შესაბამისად, სეროლოგიური ანალიზი და PCR ტესტი დადასტურებისათვის არის ყველაზე გამართლებული კლინიკური მიდგომა.

ნიმუშები PCR ტესტირებისთვის უნდა შეგროვდეს სიმპტომური პაციენტებისგან, რომლებიც პოტენციურად დაინფიცირებული არიან B ვირუსით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეფასდა ექსპოზიციის რისკი და იღებენ თუ არა ისინი პოსტ-ექსპოზიციურ პროფილაქტიკას (PEP). ადამიანებში, ექსპოზიციის არედან ნიმუშების PCR ტესტირებაზე გასაგზავნად შეგროვება დაშვებულია მხოლოდ კარგად გაწმენდის შემდეგ, რათა აცილებული იქნას ვირუსის ჭრილობაში ჩასვლის რისკი. თუმცა, ჭრილობიდან ნიმუშის აღება ექსპოზიციის დროს არ არის რეკომენდებული.

ასევე საგულისხმოა, რომ ნიმუშები, რომლებიც ექსპოზიციის დროს გროვდება და იგზავნება PCR-ზე, ხშირად უარყოფითია, რადგან თავისუფალი ვირუსული ნაწილაკები შორდება ჭრილობას გაწმენდისას. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ვირუსის არსებობა ექსპოზიციის ადგილზე არ ადასტურებს ინფექციას თუ სიმპტომები არ ვლინდება. შესაბამისად, ექსპოზიციის ადგილიდან ექსპოზიციის მომენტში აღებული ნიმუშების ტესტირების შედეგებს ახასიათებს შეზღუდული დიაგნოსტიკური ან კლინიკური ღირებულება.

სიმპტომურ პაციენტებში, რომელთაც PCR დადებითი აქვთ, უნდა ჩატარდეს სერიული PCR ანალიზები მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ინფექციების კონტროლის პრაქტიკის დასანერგად. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული განმეორებითი ტესტირება მანამ, სანამ ორი თანმიმდევრობითი ტესტი არ იქნება უარყოფითი. ქერქიანი დაზიანებების გამოყენება შესაძლებელია PCR ტესტისთვის ნიმუშების ასაღებად.

B ვირუსი არის ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის (BSL-4) პათოგენი; შესაბამისად, ნიმუშები უნდა გაეგზავნოს სპეციალისტს, რომელიც მუშაობს BSL-4 სტანდარტების მქონე დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, B ვირუსის დიაგნოსტირებისათვის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებით.[1]

შედეგი

დნმ დადებითია B ვირუსზე

გასათვალისწინებელი კვლევები

ვირუსული კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

B ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელი სეროლოგიური შედეგები უნდა დადასტურდეს აგენტ-სპეციფიკური ტესტით, როგორიცაა PCR ან ვირუსული კულტურა. ვირუსული კულტურის გამოყენება კვლავ შესაძლებელია B ვირუსული ინფექციის დასადასტურებლად. თუმცა, ვირუსული კულტურის შედეგის კლინიკურ მართვაში გამოყენება შეზღუდულია, რადგან მეთოდი უფრო ნელია, ნაკლებმგრძნობიარეა და უფრო ძვირადღირებული, ვიდრე PCR.

ვირუსის კულტურის დათესვასთან ასოცირებულია გარკვეული პოტენციური რისკები. შესაბამისად, სეროლოგიური ანალიზი და PCR ტესტი დადასტურებისათვის არის ყველაზე გამართლებული კლინიკური მიდგომა. ჭრილობის ნიმუშის აღება ექსპოზიციის მომენტში არ არის რეკომენდებული.

ნიმუშები PCR ტესტირებისთვის უნდა შეგროვდეს სიმპტომური პაციენტებისგან, რომლებიც პოტენციურად დაინფიცირებული არიან B ვირუსით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეფასდა ექსპოზიციის რისკი და იღებენ თუ არა ისინი პოსტ-ექსპოზიციურ პროფილაქტიკას (PEP). ჭრილობიდან ნიმუშების აღება დაშვებულია მხოლოდ მისი გაწმენდის შემდეგ, რათა შემცირდეს ვირუსის ჭრილობაში უფრო ღრმად ჩასვლის რისკი.

ასევე საგულისხმოა, რომ ნიმუშები, რომლებიც ექსპოზიციის დროს გროვდება და იგზავნება კულტურაზე, ხშირად უარყოფითია, რადგან თავისუფალი ვირუსული ნაწილაკები შორდება ჭრილობას გაწმენდისას. ექსპოზიციის დროს ვირუსის არსებობდა მიუთითებს ექსპოზიციაზე, და არა ინფექციაზე. შესაბამისად, ექსპოზიციის მომენტში აღებული ნიმუშების ტესტირების შედეგებს ახასიათებს შეზღუდული დიაგნოსტიკური ან კლინიკური ღირებულება ინფექციის სადიაგნოსტიკოდ.

უსიმპტომო პაციენტში, ექსპოზიციის ადგილიდან აღებულ ნიმუშში კულტურაზე დადებითი შედეგი არ ადასტურებს ინფექციას. თუმცა, დადებითი კულტურა ექსპოზიციის ადგილიდან მოგვიანებით აღებულ ნიმუშზე, სიმპტომების თანხლებით, ან არა-ექსპოზირებული ადგილიდან აღებულ ნიმუშზე (მაგ.: დაზიანებები, კონიუნქტივა, ხახა, თავზურგტვინის სითხე) ნებისმიერ დროს, სიმპტომებთან ასოციაციაში, რომლებიც B ვირუსისთვისაა დამახასიათებელი, მიუთითებს ინფექციაზე.[4]

სიმპტომურ პაციენტებში დადებითი კულტურის არსებობის შემთხვევაში, ტესტი უნდა გამეორდეს ყოველკვირეულად (ან ჩატარდეს PCR იმავე ადგილიდან) მანამ, სანამ ორი თანმიმდევრული ანალიზის პასუხი არ იქნება უარყოფითი. ეს აუცილებელია მკურნალობის მონიტორინგის, ინფექციის კონტროლისა და ვირუსული გამოყოფის შეწყვეტის დადასტურების მიზნით. განმეორებითი შეფასების ვიზიტების დროს სიმპტომურ პაციენტებთან ნიმუშის აღება შესაძლებელია დაზიანებებიდან, რომლებსაც ჯერ ქერქი არ წარმოქმნიათ.

დადებითი ზრდის კულტურა უნდა დადასტურდეს აგენტ-სპეციფიკური ტესტით (მაგ.: PCR, სიქუენსინგი, რესტრიქციული ენდონუკლეაზას ანალიზი, ნატრიუმის დოდეცილ სულფატის-პოლიაკრილამიდის გელის ელექტროფორეზი [SDS-PAGE], ვირუსული ცილების ანალიზი).

კულტურა არ არის აუცილებელი კლინიკური დადასტურებისათვის, მაგრამ შესაძლოა დაგვეხმაროს სიცოცხლისუნარიანი ვირუსის არსებობის დადასტურებაში და მედიკამენტებზე მგრძნობელობის დადგენაში.[47]

B ვირუსი არის ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის (BSL-4) პათოგენი; შესაბამისად, ნიმუშები უნდა გაეგზავნოს სპეციალისტს, რომელიც მუშაობს BSL-4 სტანდარტების მქონე დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, B ვირუსის დიაგნოსტირებისათვის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებით.[1]

შედეგი

B ვირუსის დადებითი ზრდა

ტვინის MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება ენცეფალომიელიტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინფექციის შესაფასებლად, თუ ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომები.

შედეგი

ტვინის ღეროს ენცეფალომიელიტი

თავის ტვინის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ MRI ხელმისაწვდომი არ არის, თავის ტვინის CT კონტრასტით შესაძლოა ჩატარდეს ტვინის ღეროს ენცეფალომიელიტის შესაფასებლად, ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში. თუმცა, CT ნაკლებმგრძნობიარეა ტვინის ღეროს ენცეფალიტის სადიაგნოსტიკოდ MRI მეთოდთან შედარებით.

შედეგი

ტვინის ღეროს ენცეფალომიელიტი

თავზურგტვინის სითხის ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომები, შესაძლებელია ლუმბალური პუნქციის ჩატარება, რათა თავზურგტვინის სითხე გაიგზავნოს შესაფასებლად რუტინულ ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე, უჯრედულ შემადგენლობასა და B ვირუსზე (ტიპიურად PCR).[50][51]

შედეგი

PCR ან სეროლოგია დადებითია B ვირუსზე; უჯრედული ანალიზი ან ბიოქიმიური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს გარეთ

ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ)

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ნევროლოგიის კონსულტანტის ხელმძღვანელობით.

ჩატარდეს EEG თუ საჭიროა B ვირუსის ენცეფალიტის დიფერენცირება (ტვინის ღეროს ენცეფალიტი, რომელიც დროთა განმავლობაში დიფუზური ხდება) HSV ენცეფალიტისაგან (ცალმხრივი, საფეთქლის წილის ენცეფალიტი).

შედეგი

ტვინის ღეროს ენცეფალიტი ხდება დიფუზური დროთა განმავლობაში

ტვინის ღეროს სმენითი სტიმულით პროვოცირებული პოტენციალები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ნევროლოგიის კონსულტანტის ხელმძღვანელობით.

ცნობიერებაზე მყოფ პაციენტებში, დამატებითი, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის ზედა ნაწილის შესახებ შესაძლებელია ტვინის ღეროს სმენითი გაღიზიანების პასუხების ტესტირებით. უნდა ჩატარდეს ნევროლოგის კონსულტაციით.

შედეგი

პათოლოგიური შედეგი მიუთითებს B ვირუსული ინფექციაზე

სომატოსენსორული პროვოცირებული პოტენციალები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ნევროლოგიის კონსულტანტის ხელმძღვანელობით.

ცნობიერებაზე არმყოფ პაციენტებში, დამატებითი, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის ზედა ნაწილის შესახებ შესაძლებელია ტვინის ღეროს სომატომგრძნობელობის გაღიზიანების პოტენციალების ტესტირებით. უნდა ჩატარდეს ნევროლოგის კონსულტაციით.

შედეგი

პათოლოგიური შედეგი მიუთითებს B ვირუსული ინფექციაზე

ცხოველთა ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს ვეტერინარის ხელმძღვანელობით.

ექსპოზიციაზე პასუხისმგებელი ცხოველის ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირება (მაგ.: სეროლოგიური ანალიზი, PCR, კულტურა) შესაძლოა ჩატარდეს B ვირუსის იდენტიფიცირების მიზნით.

ტესტირებისთვის ცხოველების ნიმუშები უნდა შეგროვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელი და უსაფრთხოა, ვეტერინარის კონსულტაციის საფუძველზე.

შესაძლო B ვირუსთან ექსპოზირებასთან ასოცირებული ცხოველების ტესტირება ინფორმაციას მიაწვდის დაწესებულების მენეჯმენტს ამ ცხოველის ან უფრო დიდი ჯგუფის შესახებ, რომლის წევრიც ეს ცხოველია. ამის მიუხედავად, პაციენტის მართვისათვის ეს ინფორმაცია საკმარისი არ იქნება. პაციენტის შეფასებისა და მართვის პროცესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ამ ტესტირების შედეგების მზაობამდე. მართვა უნდა გაგრძელდეს პაციენტის ტესტირების მტკიცებულებების დაფუძველზე, და არა ექსპოზიციის წყაროს მონაცემების მიხედვით.

შედეგი

დადებითია B ვირუსულ ინფექციაზე

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას