პირველადი პრევენცია

ვაქცინა B ვირუსის წინააღმდეგ არ არსებობს. B ვირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიებებია: კონტაქტის თავიდან არიდება (გამოკვება, მოფერება) იმ პირობებში, რომლებშიც მაკაკები თავისუფლად გადაადგილდებიან და ლაბორატორიულ პირობებში უსაფრთხო ლაბორატორიული და ცხოველთან მომუშავე გარემოს შექმნა შესაბამისი პერსონალის დამცავი ხელსაწყოების (PPE) გამოყენებით.

პრევენცია ბუნებრივ პირობებში:

  • მაკაკები არ უნდა იყვნენ შინაური ცხოველები.

  • ახლო კონტაქტი თავისუფლად მობინადრე მაკაკებთან საჯარო პირობებში, როგორიცაა პარკები და ტაძრები, უნდა იქნას შემცირებული როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

პრევენცია ლაბორატორიულ პირობებში:

  • B ვირუსი კლასიფიცირებულია, როგორც ბიოუსაფრთხოების დონე-4 (BSL-4) ბიოლოგიური აგენტი; შესაბამისად, ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირად ან არაპირდაპირად (ინფიცირებული მასალები) მუშაობენ B ვირუსზე, უნდა იმყოფებოდნენ BSL-4 შესაბამის დაწესებულებებში, ინფექციის პრევენციის მიზნით.

  • მაკაკებს, რომლებიც ბინადრობენ კვლევით დაწესებულებებში, შესაძლოა აღენიშნოთ B ვირუსით დაინფიცირების ძალიან მაღალი სიხშირე. მაიმუნების გამოკვლევით მსგავს კოლონიაში დაფიქსირდა B ვირუსის სეროდადებითობის სიხშირე- 97%.[40]

  • ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტი დაყვანილი უნდა იქნას მინიმალურ დონეზე. თანამშრომლებმა არ უნდა სცადონ სრულ ცნობიერებაზე მყოფი მაკაკების კონტროლი; პროცედურები უნდა ჩატარდეს შესაბამისი ფიზიკური და ქიმიური შეკავების მეთოდების გამოყენებით.

  • მაკაკებთან მომუშავე პერსონალმა ფიზიკურად აქტიური მაკაკები უნდა გამოიყვანონ გალიიდან მკლავის-სიგრძის მჭიდრო ტყავის ხელთათმანის გამოყენებით. გრძელსახელოებიანი ტანისამოსი და სახის დამცავი ნიღაბი ასევე რეკომენდებულია ნაკაწრების პრევენციის მიზნით. გალიები და სხვა პოტენციურად დაბინძურებული ხელსაწყოები არ უნდა შეიცავდნენ ბასრ კიდეებს და კუთხეებს, რამაც შეიძლება ცხოველთან მომუშავე პერსონალის გაკაწვრა ან დაჭრა გამოიწვიოს. მაკაკების მოთავსების არეში შესვლა ლიმიტირებული უნდა იყოს მხოლოდ შესაბამისად დატრენინგებული პერსონალისთვის.

  • მაკაკები, რომელთაც აღენიშნებათ B ვირუსული ინფექციასთან ასოცირებული დაზიანებები, უნდა მოექცნენ კარანტინში მანამ, სანამ დაზიანებები ალაგდება. ამით შემცირდება ტრანსმისიის რისკი როგორც ადამიანებზე, ასევე სხვა მაკაკებზე.

  • თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ მაკაკებთან, უნდა გადიოდნენ შესაბამის ტრენინგს მაკაკების დაკავების მეთოდებისა და შესაბამისი PPE გამოყენების შესახებ.

  • მაკაკებთან მომუშავე პერსონალი უნდა იღებდეს ინფორმაციას B ვირუსის შესახებ, ექსპოზიციის რისკის, B ვირუსის ინფექციური დაავადების ბუნების და შესაბამისი პირველადი დახმარების პროცედურების თაობაზე.

  • კანის დაზიანების გარეშე, თვალში შესხურებით გამოწვეული B ვირუსთან ასოცირებული ფატალური შემთხვევის შემდეგ, დაემატა ახალი რეკომენდაცია თვალის დამცავი ხელსაწყოებისა (სათვალე მყარი გვერდითი დამცავებით) და ნიღბის, ან ნიკაპის-სიგრძის სახეზე შემოსახვევი დამცავისა და ნიღბის გამოყენების თაობაზე. ამ ზომების მიზანია ლორწოვანი გარსების დაცვა მაკაკების მოთავსების არეალში ყოფნისას. სახის დამცავი ან სათვალე უნდა იცავდეს სახეს შესხურებისაგან და თვალებში ზემოდან ქვემოთ მიმართულებით სითხის მოხვედრისაგან.[41]

  • გამოქვეყნებულია B ვირუსის ექსპოზიციის პრევენციის გაიდლაინები.[3][4][41] გაილდაინების მიხედვით, რეკომენდებულია შესაბამისი ლაბორატორიული და ცხოველთა დაწესებულებების პროტოკოლების დაცვა, რაც საგრძნობლად ამცირებს ინფიცირების რისკს, მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელი, არაპროგნოზირებადი ექსპოზიცია აგრესიულ ცხოველებთან პრევენციას სრულად არ ექვემდებარება. შემდეგი რეკომენდაციები გამოქვეყნებულია აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ:[4]

    • B ვირუსის სავარაუდო მტარებელ მაიმუნებთან გამოყენებული უნდა იყოს ფიზიკური დაკავების ჰუმანური მეთოდები, რათა შემცირდეს ნაკბენისა და ნაკაწრების რისკი.

    • შესაბამისი PPE, მათ შორის ლაბორატორიის ხალათი, ხელთათმანები, სახის დამცავი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მაკაკა მაიმუნებთან მუშაობისას.

    • ნებისმიერი ნაკბენი, ნაკაწრი ან ექსპოზიცია ქსოვილებთან ან სეკრეციებთან უნდა გასუფთავდეს დაუყოვნებლივ. ექსპოზიციის შემდგომი პირველი რამდენიმე წუთი ითვლება კრიტიკულ პერიოდად დაინფიცირების რისკის შემცირების კუთხით. კანის ექსპოზიციის შემთხვევაში, არე კარგად უნდა გაიწმინდოს საპნით დაბანითა და გახეხვით, დეტერგენტის კონცენტრირებული ხსნარით, პოვიდონ-იოდინით, 0.25% ჰიპოქლორიტით ან ქლორჰექსიდინითა და წყალით, 15 წუთის განმავლობაში. ექსპოზირებული არე უნდა მოიბანოს გამდინარე წყლით 15-20 წუთის განმავლობაში. ლორწოვანი ექსპოზირებული არეები (ცხვირი, თვალები, პირი) უნდა გამოირეცხოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით 15 წუთის განმავლობაში.

    • გაწმენდილი ჭრილობა უნდა შეფასდეს მესამე პირის მიერ, დაბანის ადეკვატურობის დასადგენად. პროცედურა საჭიროებისამებრ უნდა განმეორდეს. უნდა აღიწეროს დაზიანების თარიღი, დრო, მდებარეობა, ბუნება და სითხის ან ქსოვილის ექსპოზიციის ტიპი.

  • ექსპოზიციის შემდგომ, პაციენტის შრატის ნიმუშები მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებიდან უნდა გაიგზავნოს სეროლოგიურ ტესტირებაზე, რათა შეფასდეს B ვირუსული ინფექცია. "დამნაშავე" მაკაკას შრატის ნიმუშების გაგზავნა შესაძლოა ასევე განიხილებოდეს, თუ ეს უსაფრთხოა. ტესტირების შედეგი გავლენას იქონიებს აღნიშნული მაკაკას ან კოლონიის შემდგომ მართვაზე. მაკაკას ტესტირების შედეგები არ იქონიებს გავლენას ექსპოზირებული ადამიანის მართვაზე.

  • ადამიანებში ჭრილობის ნიმუშების შეგროვება ექსპოზიციის დროს არ არის რეკომენდებული; პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ან ვირუსული კულტურის ნიმუშების შეგროვება ექსპოზიციის ადგილიდან შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის კარგად გაიწმინდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის ჭრილობაში შეყვანის რისკი, რაც ზრდის ინფექციის ალბათობას.

მეორეული პრევენცია

ადამიანისგან ადამიანზე გადაცემის პრევენცია:

  • B ვირუსის ადამიანისგან ადამიანზე გადაცემა იშვიათია. B ვირუსი ადამიანისგან ადამიანს გადაედო ერთ დოკუმენტირებულ შემთხვევაში. ტრანსმისია დაფიქსირდა ქმრიდან ცოლზე, ლოსიონის განმეორებითი გამოყენების გამო, რომელიც ცოლმა გამოიყენა მეუღლის ჰერპესული დაზიანებების მკურნალობის შემდეგ, თავის თავზე, დერტმატიტის სამკურნალოდ.[24] შემდგომში, მეუღლის ჰერპესული დაზიანებები შემოწმდა და დადასტურდა B ვირუსის არსებობა.

  • პაციენტები, რომლებიც დადასტურებულად ან სავარაუდოდ ატარებენ B ვირუსს, უნდა ჩაითვალონ ვირუსის გამავრცელებლებად ღია ჭრილობებიდან, ვირუსის ინოკულაციის ადგილებიდან, ნებისმიერი ჰერპესის მსგავსი დაზიანებებიდან და შესაძლოა ორალური ან გენიტალური ლორწოვანიდანაც. სერიული PCR ტესტირება ამ ადგილებიდან ნიმუშებზე წარმართავს ინფექციის კონტროლის პრაქტიკას, რომელიც უნდა განისაზღვროს ინფექციონისტთან კონსულტაციის საფუძველზე. ზოგჯერ ინტრავენური აციკლოვირის თერაპიის მიუხედავად კონიუნქტივიდან და ლოყის ლორწოვანიდან აღებული ნიმუშები კულტურაზე დადებითია B ვირუსზე. ეს აჩვენებს, რომ B ვირუსის გავრცელება შესაძლოა გაგრძელდეს მკურნალობის ინიცირებიდან 11 კვირის შემდეგ პერიოდის განმავლობაშიც.[4][24]

  • B ვირუსით დაინფიცირებული ადამიანები უნდა მოერიდონ სხვებთან საკუთარი ბიოლოგიური სითხეების ან კანის დაზიანებების ექსპოზიციას ინკუბაციის პერიოდში. დაცული უნდა იყოს სტანდარტული უსაფრთხოების ზომები ყველა B ვირუსით დაინფიცირებული ადამიანის შემთხვევაში მანამ, სანამ ვირუსული გავრცელების შეწყვეტა დოკუმენტირებული არ იქნება.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP):

თუ ეჭვი არის მიტანილი B ვირუსზე, შესაძლებელია PEP დაწყება. მოცემულ დიაგრამაზე ახსნილია, თუ როდის უნდა განიხილებოდეს PEP თერაპიის გამოყენება სავარაუდო B ვირუსის ექსპოზიციის შემთხვევებში:[Figure caption and citation for the preceding image starts]: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის გაიდლაინები სავარაუდო B ვირუსული ინფექციის დროსCDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@71d152e0

დაფიქსირებულია B ვირუსის ინფექციების ფატალური შემთხვევები ადამიანებში, რომლებიც ვერ იხსენებდნენ ექსპოზიციის შემთხვევებს ან ჰქონდათ მინიმალური ექსპოზიცია. ამიტომ, ექსპოზიციის რისკის რანჟირება არ არის რეკომენდებული. ყველა პოტენციური ექსპოზიცია უნდა ჩაითვალოს რისკად და იმართებოდეს შესაბამისად. თუმცა, არ არის გამართლებული ან რეკომენდებული ანტივირუსული პროფილაქტიკის გამოყენება ყოველი სავარაუდო ექსპოზიციის შემთხვევაში.

ანტივირუსული პროფილაქტიკა რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომლებიც გამოცხადდნენ სამედიცინო შემოწმებაზე ექსპოზიციის შემდგომ 5 დღის პერიოდში. პროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც გამოცხადდნენ სამედიცინო შემოწმებაზე ექსპოზიციის შემდგომ 5 დღეზე მეტ პერიოდში. პროფილაქტიკის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავითვალისწინოთ ჩამოთვლილი ფაქტორები:[4]

  • ექსპოზიციის წყარო

  • ჭრილობის მიღების ან შესხურების შემდეგ პირველადი დახმარების დროულობა და ადეკვატურობა

  • ჭრილობის ან ექსპოზიციის ტიპი

  • ექსპოზიციის შეფასება იმ მასალებზე, რომლებთანაც კონტაქტში იყვნენ მაკაკები.

მნიშვნელოვანია ჭრილობის ტიპი და სიმძიმე, შეხურებით დაზიანებული არეს შეფასება, სხვა ექსპოზიცია. იმ ნაკბენებისა და ნაკაწრებისთვის, რომლებიც კანს აზიანებენ, განსაკუთრებით ღრმა ჭრილობებში, მაგალითად მძიმე ფორმის ნაკბენი ან დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტა, რთულია წმენდა და შესაბამისად ეს შემთხვევები ასოცირებულია უფრო მაღალ რისკთან, ვიდრე ზედაპირული დაზიანებები, რომელთა გაწმენდაც მარტივია. თავის, კისრის და ტორსის ჭრილობები და ექსპოზიციები ატარებენ ვირუსის ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიღწევის მეტ რისკს (ცოფის ვირუსის ანალოგია). შესაბამისად, ეს შემთხვევები მიჩნეულია მაღალი რისკის ექსპოზიციებად. სხეულის ამ ნაწილებზე ექსპოზიციის შემდგომ რეკომენდებულია პროფილაქტიკის გამოყენება, ჭრილობის სიმძიმისა და სითხეებზე ექსპოზიციის მასშტაბის მიუხედავად. ანტივირუსული პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევებში, როდესაც თავის, კისრის ან ტორსის დაზიანებული არე უკვე კარგად გაწმენდილია და ნიმუშები აღებულია სეროლოგიისთვის, PCR და/ან კულტურისთვის საკვლევად.[4]

კიდურებზე არსებული ზედაპირული ჭრილობები, რომლებიც დაუყოვნებლივ და გულდასმით გაწმინდეს, ნაკლები ალბათობით ასოცირდება ფატალურ დაავადებასთან. ნაკაწრები გალიების გამო, რომლებშიც მაკაკები არიან მოთავსებული, ასევე ასოცირებულია დაბალ რისკთან, ასევე გულდასმით წმენდის შემთხვევაში. მსგავსი ექსპოზიციებისთვის, ანტივირუსული პროფილაქტიკის საკითხი უნდა განიხილებოდეს შემთხვევაზე ინდივიდუალური მიდგომით.[4]

არა-მაკაკა პრიმატების ნაკბენები და სხვა ექსპოზიციები, თუ ეს მაიმუნები არ იყვნენ მოთავსებული მაკაკებთან ერთად, არ ატარებენ B ვირუსის ტრანსმისიის რისკს. თუმცა, მსგავსი ჭრილობები უნდა შეფასდეს ბაქტერიულ ინფექციაზე და მნიშვნელოვან ვირუსებზე, როგორიცაა ცოფი.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ზემოთ აღნიშნული არცერთი პოტენციური ექსპოზიციის შემთხვევაში შეიძლება ინფექციის რისკის ნულად ჩათვლა. ანტი-ჰერპესული ანტივირუსული საშუალებებით პროფილაქტიკის ან მკურნალობის დაწყება ექიმის გადასაწყვეტია, პაციენტის სურვილებისა და წუხილის გათვალისწინებით. ლაბორატორიის მუშაკებში ანტივირუსული პროფილაქტიკის საჭიროების შესაფასების გადაწყვეტილების ინსტრუმენტები დამუშავების პროცესშია.[61]

პერორალური ანტივირუსული საშუალებები (აციკლოვირი, ვალაციკლოვირი, ფამციკლოვირი) რეკომენდებულია ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის. აშშ-ში, ჩამოთვლილთაგან არცერთი ანტივირუსული პრეპარატი არ არის დამტკიცებული სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ B ვირუსის სამკურნალოდ. ვალაციკლოვირი და ფამციკლოვირი პერორალური პრო-მედიკამენტებია. თითოეული მეტაბოლიზდება ღვიძლსა და ნაწლავში აციკლოვირად და პენციკლოვირად, შესაბამისად. ორივე მედიკამენტს ახასიათებს მნიშვნელოვნად მაღალი ბიოშეღწევადობა აციკლოვირთან შედარებით.[62][63] არჩევის ანტივირუსული პრეპარატი B ვირუსის ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის არის პერორალური ვალაციკლოვირი (მოზრდილებში, მათ შორის არა-ორსულ ქალებში), აციკლოვირთან შედარებით მაღალი ბიოშეღწევადობის გამო.[4][24] თუმცა, აციკლოვირის გამოყენება შესაძლებელია ალტერნატივად. არ არსებობს კვლევები (ცხოველებსა თუ ინ ვიტრო პირობებში) ფამციკლოვირის ეფექტურობის შესახებ B ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირების კუთხით. თუმცა, ფამციკლოვირსა და ვალაციკლოვირს ახასიათებთ მსგავსი ეფექტურობა მარტივი ჰერპესვირუსის და ზოსტერის წინააღმდეგ. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ B ვირუსის წინააღმდეგად მსგავსი ეფექტი აღინიშნება.[4]

PEP უნდა დაიწყოს რამდენიმე საათში ან 5 დღეზე ნაკლებ პერიოდში ექსპოზიციის შემდგომ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველადი დახმარების პროტოკოლი შესრულდება. პროფილაქტიკა უნდა გაგრძელდეს 14 დღეს.[4] თუ პაციენტი უსიმპტომოა პროფილაქტიკის მე-14 დღის ბოლოს, ანტივირუსული მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს, მაგრამ აუცილებელია მჭიდრო დაკვირვება სიმპტომების გვიანდელი გამოხატვის დასაფიქსირებლად. თუ განვითარდა B ვირუსის სიმპტომები, PEP უნდა შეჩერდეს და უნდა დაიწყოს B ვირუსის დაავადების მკურნალობა.[4]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას