ეტიოლოგია
ადამიანების ინფიცირება გამოწვეულია ზოონოზურად, მაკაკის ჰერპესვირუს 1-ით (MHV1), რომელსაც ადრე Cercopithecine herpesvirus (CHV-1) ეწოდებოდა.[14] ვირუსს ხშირად უწოდებენ B ვირუსს, თუმცა იგი ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით: B ჰერპესი, მაიმუნის B ვირუსი, herpesvirus simiae და ჰერპეს B ვირუსი. არის ალფაჰერპესვირუსების ქვეოჯახის წევრი (გვარი: სიმპლექსვირუსი) და ადამიანის მარტივი ჰერპესვირუსის მონათესავე ვირუსია. იგი არის დიდი ზომის (დაახლოებით 160-180 ნმ), ორმაგი-ჯაჭვის დნმ ვირუსი, რომელსაც გარს აკრავს იკოზაპენტაჰედრალური კაფსიდი და ლიპიდურ-ცილოვანი გარსი.
B ვირუსის ბუნებრივი მასპინძლები არიან მაკაკა მაიმუნების სახეობები (მაგ.: რეზუს მაკაკა, გოჭის-კუდიანი მაკაკა, cynomolgus მაიმუნები), რომლებიც წარმოადგენენ უძველესი მსოფლიოს მაიმუნების გვარს. არა-მაკაკა მაიმუნები (ახალი მსოფლიოს მაიმუნები და სხვა უძველესი მსოფლიოს მაიმუნები) არ ატარებენ B ვირუსით დაინფიცირების რისკს. ერთი აღსანიშნავი გამონაკლისი ეხება მაიმუნებს სხვა გვარებიდან, რომლებიც მაკაკებთან ერთად დაასახლეს. ერთ კვლევაში აღწერილია B ვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქება დებრაზას მაიმუნებში (იგივე ოჯახი, მაგრამ მაკაკებისგან განსხვავებული გვარი). რვა მაიმუნი დაასახლეს ლომის-კუდიან მაკაკებთან, მაგრამ მათ ერთმანეთისგან გამოყოფდა ბეტონის კედელი. გადაცემის მექანიზმი ვერ დადგინდა. რვავე მაიმუნი იყო დადებითი B ვირუსზე პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის და სეროლოგიური კვლევებით; ყველა ცხოველს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც ჰერპესვირუსისთვის იყო დამახასიათებელი, 8-დან 3 ცხოველი მოკვდა.[15] სხვა კვლევაში აღწერილია B ვირუსული ინფექცია ყავისფერი კაპუჩინ მაიმუნების კოლონიაში, რომლებიც მაკაკებთან ერთად მოათავსეს.[16] B ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური ინფექცია კაპუჩინ მაიმუნებში, თუმცა ამ შემთხვევაში, 7 კაპუჩინ მაიმუნს, რომლებიც ერთი შეხედვით ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, დაუდგინდა დადებითი სეროლოგია და PCR პასუხი B ვირუსზე. ეს მაიმუნები ასიმპტომატურად დაინფიცირდნენ ვირუსით. არა-მაკაკას მაიმუნის სახეობებში, რომელთაც არ ჰქონიათ კონტაქტი მაკაკებთან, არ აღინიშნება B ვირუსის ექსპოზიციის რისკი.
მაკაკას ერთი სახეობა (Macaca sylvanus), არის ჩრდილოეთ აფრიკისა (ალჟირი და მაროკო) და ევროპის (გიბრალტარი) ადგილობრივი სახეობა, სადაც იგი პირველად დაფიქსირდა. მაკაკას დანარჩენი 15 სახეობა ბინადრობს აზიაში. თუმცა, რეზუს მაკაკა არის ყველაზე ხშირი არა-ადამიანური პრიმატების სახეობა, რომელიც გამოიყენება კვლევებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად კვლევის ინდუსტრიის მეშვეობით ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში. რეზუს მაკაკები ახლა გვხვდება თავისუფალ კოლონიებად აშშ-სა და სავარაუდოდ სხვა ქვეყნებშიც.[17] მაკაკები თავისუფლად გადაადგილდებიან დიდ ჯგუფებად ტაძრების პარკებში და სამხრეთ აზიის სხვა ადგილებში, განსაკუთრებით ინდონეზიაში, ნეპალსა და ინდოეთში. ამ მაიმუნებს აქვთ რელიგიური მნიშვნელობა ჰინდუს მლოცველებისათვის და შეგუებულნი არიან ცხოვრებას ადამიანებთან ერთად. ბოლო წლებში, ზოგიერთი ტაძარი გახდა პოპულარული ტურისტული დანიშნულება, რასაც ეწოდა მაიმუნთა ტყეები, სადაც მაკაკები წარმოადგენენ მთავარ სანახაობას. ადგილობრივი ფოტოგრაფები შემოსავალს იღებენ ტურისტებისგან, რომლებსაც მაკაკებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს უღებენ. მაიმუნები ხშირად გვხვდებიან სავაჭრო ადგილებშიც, სადაც ტურისტებმა შესაძლოა გამოკვებონ ისინი, მოეფერონ ან აწვალონ მაიმუნები.
ვირუსი შესაძლოა დაფიქსირდეს ბიოლოგიურ სითხეებსა და ქსოვილებში (მაგ.: ნერწყვი, ფეკალიები, შარდი ან ნერვული ქსოვილი) ინფიცირებულ მაიმუნებში; ვირუსი ასევე შესაძლოა შეგვხვდეს ინფიცირებული მაიმუნების უჯრედების კულტურებში.[3] ინფიცირებული პრიმატები უფრო ხშირად ახდენენ B ვირუსის გავრცელებას/გამოყოფას, თუ ისინი იმყოფებიან სტრესში, შეჯვარების პერიოდში, აქვთ იმუნოსუპრესული სტატუსი ან ავადმყოფობენ.[4] მაიმუნები ინფიცირდებიან სხვა ინფიცირებული მაიმუნების ლორწოვანის ან დაზიანებული კანის ექსპოზიციით ორალურ ან გენიტალიურ სეკრეციებთან, ან სხვა ინფიცირებული მაიმუნების ნაკბენის შედეგად. ინფიცირებული მაიმუნების უმრავლესობა ასიმპტომატურია ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები უვლინდებათ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ადამიანის მარტივი ჰერპესვირუსული (HSV) ინფექციის მსგავსი დაავადება (მაგ.: ვეზიკულური დაზიანებები ენასა და ტუჩებზე, ზოგჯერ კანზეც).[1][3]
არა-ადამიანურ პრიმატებში გამოვლენილ ყველა მარტივ ჰერპესვირუსთაგან, მხოლოდ B ვირუსია პათოგენური ადამიანებისათვის.[2] ინფექციების უმრალესობა ადამიანებში ვითარდება ინფიცირებული მაკაკა მაიმუნის ნაკბენის ან ნაკაწრის, კანქვეშა დაზიანების, რომელიც მაკაკას ბიოლოგიური სითხეებით იყო დაბინძურებული ან ლორწოვანში ინფიცირებული სხეულის სითხის ან მასალის შეღწევის შედეგად.[3]
ადამიანებში ინფექცია ვითარდება ნაკბენის ან ნაკაწრის შედეგად, რომელიც იწვევს B ვირუსის შემცველი მაკაკების ბიოლოგიური სეკრეტების მოხვედრას ორგანიზმში, თუმცა შესაძლებელია ტრანსმისია ლოროწვანი გარსებითა და არა-ინტაქტური კანით, ასევე ბიოლოგიური სითხეებით, ასოცირებული დაზიანების გარეშე. ადამიანებში ინფექციის შემთხვევები ასევე დაფიქსირებულია ლაბორატორიული დაზიანებების შედეგადაც, B ვირუსის უჯრედების ხაზებთან კონტაქტის შედეგად, მაკაკების ნეკროფსიის მასალების მეშვეობით, ბასრი საგნების გამო, რომლებიც მაკაკების ბიოლოგიური სითხეებით ან ქსოვილებით იყო დაბინძურებული ან კონტაქტით არა-ინტაქტური კანიდან, B ვირუსით დაინფიცირებული ადამიანის კანის დაზიანებებთან.[4][18][19][20][21][22][23][24][25][26][27][28][29][30][31][32][33][34][35] B ვირუსული ინფექციის ორი შემთხვევა სავარაუდოდ ასოცირებული იყო აეროზოლებთან. აღწერილია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: რეზუს მაიმუნი (Macaca mulatta)CDC/Dr როჯერ ბროდერსონი [Citation ends].
პათოფიზიოლოგია
თავდაპირველი ინფიცირების შემდეგ, B ვირუსი მრავლდება ინოკულაციის ადგილზე და შემდეგ ვრცელდება პერიფერიული ნერვული სისტემით ზურგის ტვინსა და თავის ტვინში. ვირუსს შეუძლია უჯრედიდან უჯრედზე გავრცელება, უჯრედგარე გარემოსთან კონტაქტის გარეშე. იგი ასევე ვრცელდება ნერვულ განგლიებს შორის აქსონალური ტრანსპორტის მეშვეობით.[2][36] ინკუბაციის პერიოდი დადასტურებული ექსპოზიციიდან კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე ვარირებს რამდენიმე დღიდან 5 კვირამდე, მაგრამ სიმპტომები ძირითადად ვლინდება ექსპოზიციიდან 1-3 კვირაში.[2][4]
ვირუსი სწრაფად აღწევს პერიფერიულ ნერვულ სისტემაში დაავადების ადრეულ ეტაპებზე;[37] ზოგიერთ პაციენტს თავდაპირველად აღენიშნება ქავილი, ტკივილი ან დაბუჟება ინფექციის ადგილზე. ინფექციის ადგილზე შესაძლოა განვითარდეს ვეზიკულური გამონაყარი. არსებობს მოხსენებები ლიმფადენოპათიის თაობაზე ინფექციის ადგილის ახლოს.[4]
თავდაპირველი სისტემური სიმპტომები ზოგადი, გრიპის მსგავსია (მაგ.: ცხელება, კუნთის ტკივილი, დაღლილობა ან თავის ტკივილი). ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ.: მენინგიზმი, კონფუზია, დიპლოპია, დისფაგია, თავბრუსხვევა, დიზართრია, კრანიული ნერვების დამბლა ან ატაქსია) ძირითადად ვითარდება, როდესაც ინფექცია პროგრესირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე.[4] ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს თანდათანობით ან ელვისებურად.[4] თუ ვირუსი მიაღწევს ტვინის ღეროს, შემთხვევა ძირითადად ფატალურად სრულდება.[37] ტვინის ღეროს ენცეფალომიელიტი ვითარდება ინფექციის ტერმინალურ სტადიებში.
ალფაჰერპესვირუსების მახასიათებლების მიხედვით, B ვირუსი სავარაუდოდ რჩება პერიფერიულ ნერვულ სისტემაში (ძირითადად ნერვების განგლიაში), მასპინძელის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სულ მცირე ორ შემთხვევაში, სისტემური B ვირუსული ინფექცია გამოვლინდა განმეორებითი დაავადებისათვის დამახასიათებელი სურათით.[18][38] ვირუსი არ გვხვდება ინფიცირებული მასპინძლების სისხლში ან შრატში, კვლევისათვის საკმარისი კონცენტრაციით, მაგრამ ფიქსირდება სხვა ადგილებში, როგორიცაა ლოყის ლორწოვანი, ნერწყვი, გენიტალური სითხეები ან თავზურგტვინის სითხე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას