ზღვის ტოქსინები (საქსიტოქსინი, ტეტროდოტოქსინი, კონოტოქსინი)
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ყველა პაციენტის
დაკვირვება
პაციენტები ექვემდებარებიან დაკვირვებას რამდენიმე საათის განმავლობაში, ვინაიდან დამბლა და სუნთქვის გაჩერება შეიძლება განვითარდეს უეცრად. მაშინაც კი, როდესაც პაციენტები პარალიზებულნი არიან, შეიძლება ნათელი ცნობიერებით იმყოფებოდნენ.
თუ ექსპოზიციიდან 6 საათის განმავლობაში სიმპტომები არ ვითარდება, ექსპერტული მოსაზრების მიხედვით, შეიძლება პაციენტის გაწერა, თუმცა მკაცრი გაფრთხილებებით.[33]How CK, Chern CH, Huang YC, et al. Tetrodotoxin poisoning. Am J Emerg Med. 2003 Jan;21(1):51-4. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12563582?tool=bestpractice.com თუ პაციენტს სიმპტომები კვლავ გამოუვლინდა, აუცილებელია სწრაფად დაბრუნდეს კლინიკაში და ჩატარდეს სულ მცირე 24-საათიანი მონიტორინგი.
დამხმარე მკურნალობა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დამხმარე მკურნალობა მართვის მთავარი ფაქტორია. ზღვის რამდენიმე ტოქსინი სწრაფად იწვევს ნევროლოგიური მდგომარეობის მზარდ გაუარესებას, დამბლას, სასუნთქი გზების დაზიანებას და ვენტილაციურ უკმარისობას. ზღვის ტოქსინით მოწამვლის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევები უნდა შეფასდეს და მოხდეს მონიტორინგი სასუნთქი გზების დამცველობითი რეფლექსების ადეკვატურობაზე(ღებინება და ხველება); ასევე აუცილებელია პირ-ხახის სეკრეციის კონტროლი, ოქსიგენაციის და ვენტილაციის ადეკვატურობა.
სასუნთქი გზების კონტროლი და მექანიკური ვენტილაცია უნდა განიხილებოდეს ზედა სასუნთქი გზების რისკის, მზარდი დამბლის ან ვენტილაციის შემცირების მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის.
ზღვის ამ ნეიროტოქსინებისთვის ამჟამად ეფექტური ანტიდოტები არ არსებობს.
აქტივირებული ნახშირი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
გასტროინტესტინური ტრაქტის დეკონტამინაციამ აქტივირებული ნახშირით შეიძლება შეამციროს ტოქსინების შთანთქმა კუჭიდან და მოწამვლის სიმძიმე იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება დროულად.[34]Clark RF, Williams SR, Nordt SP, et al. A review of selected seafood poisonings. Undersea Hyperb Med. 1999 Fall;26(3):175-84. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10485519?tool=bestpractice.com
მისი შეყვანა სასარგებლოა ტოქსინის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. თუმცა, თეორიულად სასარგებლოა ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ტოქსიკური შემცველობა მუცელში და შესაბამისად, მისი გამოყენება განხილულ უნდა იქნას მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. აქტივირებული ნახშირის მიღება არ არის რეკომენდებული მისი მიღების უკუჩვენების შემთხვევაში (მაგალითად, კუჭის პერფორაცია) ან მაშინ, როდესაც ასპირაციის ალბათობა მაღალია.[40]Olson KR. Activated charcoal for acute poisoning: one toxicologist's journey. J Med Toxicol. 2010 Jun;6(2):190-8. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2919687
პირველადი პარამეტრები
აქტივირებული ნახშირი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია და მასზე ზეწოლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
უნდა ჩატარდეს დამწოლი სახვევის ან შესაბამისი შემცვლელი მასალის გამოყენებით. დამწოლი სახვევი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ კიდურზე კონტაქტის არედან პროქსიმული მოძრაობით. დამწოლი სახვევი უნდა იყოს დაახლოებით 40-70 მმ.ვწყ.სვ. და 55-70 მმ.ვწყ.სვ. წნევით ზედა და ქვედა კიდურებისთვის, შესაბამისად (დაჭიმული კოჭის შეხვევისას ან კოჭის ნახვევის ორმაგი სიმჭიდროვით).
დაზიანებული კიდური უნდა დარჩეს ფიქსირებული. თუ შესაძლებელია, ოპერაციის შემდეგ გადაადგილება უნდა შეიზღუდოს. თუ შესაძლებელია, არტაშანი ან სახვევი გამოყენებულ უნდა იქნას დაზარალებულ კიდურზე იმობილიზაციისთვის. საველე პირობებში, ტანსაცმელი არ გავხადოთ პაციენტს, თუ მისი გახდა გამოიწვევს კიდურის მნიშვნელოვან მოძრაობას.[41]Berling I, Isbister G. Marine envenomations. Aust Fam Physician. 2015 Jan-Feb;44(1-2):28-32. https://www.racgp.org.au/afp/2015/januaryfebruary/marine-envenomations http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25688956?tool=bestpractice.com
ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
მოზრდილებმა და ბავშვებმა, რომლებსაც არ მიუღიათ აქტიური ტეტანუსის საწინააღმდეგო ბუსტერი ბოლო 5 წლის განმავლობაში, უნდა ჩაიტარონ ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა.[39]Havers FP, Moro PL, Hunter P, et al. Use of tetanus toxoid, reduced diphtheria toxoid, and acellular pertussis caccines: updated recommendations of the Advisory Committee on Immunization Practices - United States, 2019. MMWR Morb Mortal Wkly Rep. 2020 Jan 24;69(3):77-83. https://www.cdc.gov/mmwr/volumes/69/wr/mm6903a5.htm http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31971933?tool=bestpractice.com პირველადი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ბავშვებისთვის ასაკისა და პედიატრიული გაიდლაინების საფუძველზე.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას