პროგნოზი

შესაბამისი დამხმარე მკურნალობის მეშვეობით შედეგი კარგია და არ ვლინდება დაავადების გრძელვადიანი გართულება. ზოგიერთი პაციენტი აღწერს სისუსტეს ან დაღლილობას რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზური მოლუსკით მოწამვლის შემდეგ.

საკმარისი დამხმარე მკურნალობის გარეშე საქსიტოქსინით და ტეტროდოტოქსინით მოწამვლის მძიმე ფორმის შემთხვევებს შეიძლება გააჩნდეთ სიკვდილობის 50%-იანი მაჩვენებელი.[15][16][24] გართულებისა და სიკვდილობის მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.[2]​ სისუსტე შეიძლება პერსისტენტული იყოს რამდენიმე კვირის განმავლობაში.[24]

ადამიანის სიკვდილობის მხოლოდ 40-მდე დადასტურებული შემთხვევაა დაკავშირებული კონოტოქსინით ინტოქსიკაციასთან; შესაბამისად, არცთუ ისე ბევრია ცნობილი სიკვდილის მექანიზმზე და ინტოქსიკაციის შემდგომ პროგნოზზე.[42] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტოქსინით ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ნაკბენის მსგავსი სიმპტომები, სხვადასხვა გამოთვლების მიხედვით, შესაბამისი მკურნალობის გარეშე, სიკვდილობის მაჩვენებელმა შეიძლება მიაღწიოს 70%-ს.[24]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას