დიფერენციული დიაგნოზები
საკვებით მოწამვლა (სხვა მიზეზები)
ნიშნები / სიმპტომები
გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის მსგავსი კლინიკური გამოვლინება (გულისრევა, ღებინება, დიარეა); როორც წესი, ეჭვი არსებობს იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ადამიანს უვითარდება სიმპტომები ერთი და იგივე დაბინძურებული საკვების ან სასმლის მიღების შემდეგ.
კვლევები
განავლის კულტურა: კონკრეტული პათოგენის იზოლირება.
განავალში მწიფე კვერცხუჯრედები და პარაზიტები: კონკრეტული მწიფე კვერცხუჯრედის და/ან პარაზიტის იზოლირება.
ვირუსული გასტროენტერიტი
ნიშნები / სიმპტომები
გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის მსგავსი კლინიკური გამოვლინება (გულისრევა, ღებინება, დიარეა); მზარდი კუნთოვანი სისუსტის და დამბლის არარსებობა.
კვლევები
განავლის ვირუსული კულტურა: დადებითი დაავადების გამომწვევ ორგანიზმზე.
შფოთვა/პანიკური ეპიზოდი
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური გამოვლინება; ორალური დაბუჟება და სისუსტის გავრცელება; მზარდი სისუსტის არარსებობა.
კვლევები
არტერიული სისხლის აირები: რესპირატორული ალკალოზი, ჰიპერვენტილაციის გამო.
ცერებროვასკულარული შემთხვევა
ნიშნები / სიმპტომები
ყლაპვისა და ლაპარაკის გაძნელება; ფოკალური სისუსტე; ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება.
კვლევები
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე: ჰიპერშემსუბუქებელი ჰემორაგიული ინსულტისას; ჰიპერშემსუბუქებელი დაზიანება იშემიური ინსულტისას, თუმცა შეიძლება არ გამოვლინდეს იშემიური ინსულტის პირველი 24-48 საათის განმავლობაში.
ბოტულიზმის ტოქსინი
ნიშნები / სიმპტომები
გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის მსგავსი კლინიკური გამოვლინება (გულისრევა, ღებინება, დიარეა); მზარდი კუნთოვანი სისუსტე და დამბლა.
კვლევები
შრატის, კუჭის სეკრეციის, განავლის ან საკვების ნიმუშების ბიოანალიზი: გამოავლენს Clostridium botulinum ტოქსინს.
საკვების ნიმუშების, კუჭის ასპირატების ან ფეკალური მასალის კულტურა: გამოავლენს C botulinum ტოქსინს.
განივი მიელიტი
ნიშნები / სიმპტომები
მზარდი სისუსტის მსგავსი კლინიკური გამოვლინება; გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის არარსებობა (გულისრევა, ღებინება, დიარეა).
კვლევები
თავზურგტვინის სითხის (CSF) ანალიზი: პლეოციტოზი ლიმფოციტების ზომიერი რაოდენობით და საერთო ცილის მომატებით.
MRI აჩვენებს ფოკალურ დემიელინიზაციას გამოსახულების შესაძლო გაძლიერებით შესაბამის დონეზე.
სიგუატერა- თევზით მოწამვლის ტოქსინი
ნიშნები / სიმპტომები
გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის მსგავსი კლინიკური გამოვლინება, ორალური დაბუჟება და მგრძნობელობითი სიმპტომები კიდურებში; გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები; პარესთეზია, დიზესთეზია და ჰიპერესთეზია.
საკვებისმიერი ალერგია/აუტანლობა
ნიშნები / სიმპტომები
აუტანლობის ან ალერგიის გამომწვევ გარკვეულ საკვებთან კონტაქტის ანამნეზი (რძე, ლაქტოზა, გლუტენი) და სიმპტომების რეციდივი საკვების გამოცდისას; სახისა და ხახას ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება.
კვლევები
ცელიაკიას მარკერები დადებითია გლუტენის აუტანლობის მქონე პაციენტთა უმეტესობაში.
წყალბადის სუნთქვის ტესტი გამოიყენება ლაქტოზას აუტანლობის დიაგნოსტიკაში.
კოლონოსკოპია და ბიოფსია ხელს უწყობს რძის ალერგიების დიაგნოსტიკას.
ტკიპას დამბლა
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური გამოვლინება მზარდი კუნთოვანი სისუსტითა და დამბლით; გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის არარსებობა (გულისრევა, ღებინება, დიარეა); ტკიპასთან კონტაქტის ანამნეზი.
კვლევები
არ არსებობს მადიფერენცირებელი ტესტები; დიაგნოზი კლინიკურია.
გიენ-ბარეს სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური გამოვლინება მზარდი კუნთოვანი სისუსტითა და დამბლით; გატროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის არარსებობა (გულისრევა, ღებინება, დიარეა).
კვლევები
ნერვის გამტარობის კვლევები: ნერვული გამტარობის სიჩქარეების შენელება.
ლუმბური პუნქცია: თავზურგტვინის სითხეში მომატებული ცილა, ნორმალური/ოდნავ მომატებული ლიმფოციტებით (< 50 უჯრედი/მმ³).
ღვიძლის ფუნქციური ტესტი: მომატებული ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა, 500 ერთ/ლ; ბილირუბინი შეიძლება იყოს დროებით მომატებული, მაგრამ იშვიათად არის ისეთი მაღალი, რომ გამოიწვიოს სიყვითლე.
მიასთენია გრავის (მძიმე კუნთოვანი სისუსტე)
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური გამოვლინება მზარდი კუნთოვანი სისუსტითა და დამბლით; გატროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული აშლილობის არარსებობა (გულისრევა, ღებინება, დიარეა).
კვლევები
აცეტილქოლინის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულის ანალიზი შრატში: ტიტრი გარკვეული დონის მაღლაა (მერყეობს გამოყენებული ანალიზის მიხედვით).
ანტისხეულები კუნთისათვის სპეციფიკური თიროზინ კინაზას (MuSK) წინააღმდეგ: შეიძლება იყოს დადებითი.
ელექტროლიტური დარღვევები
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური გამოვლინება პირის გარშემო დაბუჟებით, პარესთეზიით, სისუსტით, ჰიპოკალცემიით ან ჰიპოკალიემიით.
კვლევები
სისხლის შრატის ელექტროლიტები: პათოლოგიური მაჩვენებლები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას